სულის მახვილი - ღვთის სიტყვა


საკვანძო მუხლები:

ესაია 49 : 2 ; ეფესელთა 6 : 17 ; 1თესალონიკელთა 5 : 8 ; ებრაელთა 4 : 12 ; გამოცხადება 1 : 16 ; გამოცხადება 2 : 16 ; გამოცხადება 19 : 15 ;
1.1.2 სულის მახვილი - ღვთის სიტყვა

ეს.49,2 ეფ.6,[17],, 1თეს.5,8 ებრ.4,12 გმცხ.1,16,, 2,16,, 19,15

თემის ბიბლიური მუხლები

ესაია 49 თავი
2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.

ეფესელთა 6 თავი
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

1თესალონიკელთა 5 თავი
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

ებრაელთა 4 თავი
12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.

გამოცხადება 1 თავი
16. მარჯვენა ხელში ეპყრა შვიდი ვარსკვლავი და მისი პირიდან გამოდიოდა მახვილი ორლესული, ხოლო სახე მისი, როგორც მზე, სხივმფინარი თავისი ძალით.

გამოცხადება 2 თავი
16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.

გამოცხადება 19 თავი
15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.