სიგრძის და ფართის ზომების ერთეულები ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 6 : 15 ; გამოსვლა 25 : 25 ; გამოსვლა 28 : 16 ; 1მეფეთა 14 : 14 ; 1მეფეთა 17 : 4 ; 2მეფეთა 6 : 13 ; დაბადება 30 : 36 ; მათე 5 : 41 ; ლუკა 2 : 44 ; იოანე 6 : 19 ; საქმენი მოციქულთა 1 : 12 ; საქმენი მოციქულთა 17 : 28 ; გამოცხადება 14 : 20 ; გამოცხადება 21 : 16 ;
1.1.52 სიგრძის და ფართის ზომების ერთეულები ბიბლიაში

- დღიური სავალი მანძილი = მიახლოებით 8 საათიანი გზა დაბ.30,36 ლუკ.2,44

- თითის დადება = 2 სმ. იერ.52,21

- ლერწამის, ლელწამის საზომი = 3,35 მ. ეზეკ.40,3

- მილი = 1 000 ნაბიჯი მათ.5,41

- მტკაველი = მანძილი ცერა თითიდან და ნეკა თითის წვერამდე, 23 სმ. გამ.28,16; 1მფ.17,4

- მხარი = 1,8 მ. სიღრმის საზომი ერთეული საქ.27,28

- ნაბიჯი = 0,9 მ. 2მფ.6,13

- უტევანი (სტადიონი), ყველაზე დიდი სიგრძის საზომი ერთეული. თავგაპირველად იყო ზომა ოლიმპიური არენის 600 - 625 რომაული ფუნტი. 8 სტადიონი შეადგენდა რომაულ მილს. შეესატყვისებოდა თალმუდურ საზომს ანუ 400 წყრთას ინ.6,19 გმცხ.14,20; 21,16

- ქცევა = წყვილი ხარით 1 დღის სახნავი მიწის ფართი, აკრი ან ჰექტარი 1მფ.14,14

- შაბათის სავალი მანძილი = დაახლოებით 2 000 წყრთა. გზის სიგრძე, რომელიც ბიბლიის ზოგიერთი ადგილის განმარტებით იყო ნებადართული გავლილიყო შაბათ დღეს საქ.1,12

- წყრთა = მანძილი მამაკაცის იდაყვიდან გაშლილი შუათითის ბოლომდე, 46 სმ. დაბ.6,15

- ხელის გული, ხელის დადება, ოთხგოჯეული, მტკაველი (ბიბლიის სხვადასხვა გამოცემებში) = 4 თითის დადება, 8 სმ. გამ.25,25