ნათელის ბნელისგან განცალკევება

საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 4 ; იობი 10 : 12 ; იობი 24 : 16 ; იობი 26 : 10 ; ეკლესიასტე 2 : 13 ; ეკლესიასტე 11 : 7 ;
2.1.6. ნათელის ბნელისგან განცალკევება

- გაჰყო ღმერთმა დაბ.1,[4].18; იობ.17,12; 26,10; ზირ.16,26; 3ეზრ.6,39.40

- რადგან კარგია დაბ.1,[4] ეკლ.11,7

- ბნელში მყოფებმა არ იციან ნათელი, რადგან იქ მხოლოდ სიბნელეა იობ.10,12.22; 24,16

- ნათელი ვიხილეთ ბნელში მსხდომებმა ეს.9,2; 58,10

- ბნელში უფალი გვინათებს მიქ.7,8

- გამოვეყოთ ბნელს, ვიყოთ ნათელნი ლუკ.11,34-36

- შედარება ეკლ.2,13 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
18. განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

იობი 10
12. ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.
22. წყვდიადის ქვეყანაში, თვით წყვდიადში, აჩრდილთა უწესრიგო ქვეყანაში, სადაც ნათელიც კი ბნელივითაა”.

იობი 24
16. ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;

იობი 26
10. შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;

ეკლესიასტე 2
13. ოდეს ვიკვლიე, რა არის სიბრძნე ანუ სიბრიყვე და უმეცრება, ვნახე, რომ სიბრძნე სიბრიყვეზე უპირატესობს, ისევე როგორც ნათელი ბნელზე.

ეკლესიასტე 11
7. ტკბილია სინათლე და საამურია თვალთათვის მზის ჭვრეტა.

ზირაქი 16
26. დასაბამითვეა მისი საქმეები და როცა შექმნა ისინი, დაჰყო ნაწილებად.

ესაია 9
2. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.

ესაია 58
10. თუ სულს არ დაიშურებ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გულს მოუფონებ, წყვდიადში ამოგიბრწყინდება ნათელი და შენი ბნელი შუადღესავით იქნება.

მიქა 7
8. ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!

3ეზრა 6
39. იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით,
40. მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად.

ლუკა 11
34. სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.
35. მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.
36. ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.