სული წმიდით აღვსება (აღძვრა) და ლაპარაკი

საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 6 : 34 ; მეორე რჯული 34 : 9 ; მსაჯულნი 13 : 25 ; 1ნეშტთა 12 : 18 ; 2ნეშტთა 24 : 20 ;
4.18.7 სული წმიდით აღვსება (აღძვრა) და ლაპარაკი

რჯ.34,9 მსაჯ.6,34; 13,25; 1ნეშ.12,[18]; 2ნეშ.24,20 ლუკ.1,41 საქ.2,4; 4,8.31; 9,17; 13,52 ეფ.5,18 კოლ.1,9 

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 34
9. იესო ნავეს ძე ავსილი იყო სიბრძნის სულით, რადგან ხელი დაასხა მას მოსემ, და ემორჩილებოდნენ ისრაელიანები, როგორც უბრძანა მოსემ.

მსაჯულთა 6
34. უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ბუკსა ჰკრა და გამოვიდნენ აბიყეზერელები მის დაძახილზე.

მსაჯულთა 13
25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის. 

1ნეშტთა 12
18. მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.

2ნეშტთა 24
20. ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.

ლუკა 1
41. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში, და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი.

საქმენი მოციქულთა 2
4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

საქმენი მოციქულთა 4
8. მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,
31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად. 

საქმენი მოციქულთა 9
17. წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.

საქმენი მოციქულთა 13
52. მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით. 

ეფესელთა 5
18. ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.

კოლასელთა 1
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,