თუ აკურთხებს ღმერთი ურწმუნოთ?

საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 144 : 9 ;
1.2.15 თუ აკურთხებს ღმერთი ურწმუნოთ?

ფს. 144,9; მათ. 5,[45]; ლუკ.6, 35; საქ. 14,16.17

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნნი 144
9. კარგია უფალი ყველას მიმართ და მისი წყალობაა ყველა მის ნამოქმედარზე.

მათე 5
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც

ლუკა 6
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.

საქმე მოციქულთა 14
16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.
17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.