რჯულის არმომსმენის ლოცვა სიბილწეა

საკვანძო მუხლები:

იობი 27 : 9 ; ფსალმუნები 65 : 18 ; იგავნი 15 : 8 ; იგავნი 21 : 13 ; იგავნი 28 : 9 ; ესაია 1 : 15 ; ესაია 58 : 9 ; ზაქარია 7 : 13 ;
3.27.18. რჯულის არმომსმენის ლოცვა სიბილწეა 

იობ.27,9 ფს.65,18 იგ.15,8; 21,13; 28,[9] ეს.1,15; 58,9 ზაქ.7,13 ლუკ.13,25-27 

ბიბლიის მუხლები

იობი 27
9. განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?

ფსალმუნი 65
18. სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.

იგავნი 15
8. ბოროტეულის მსხვერპლი სიბილწეა უფლის წინაშე, წრფელთა ლოცვა კი სათნოა მისთვის.

იგავნი 21
13. ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული.

იგავნი 28
9. ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სიბილწეა.

ესაია 1
15. ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე! 

ესაია 58
9. მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;

ზაქარია 7
13. და როგორც ის უხმობდა და არ უსმენდნენ, ასევე არ ისმინა მათი, როცა უხმობდნენ მას, ამბობს ცაბაოთ უფალი.

ლუკა 13
25. ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.
26. მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.
27. მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.