დასანანია ადამიანების უყურადღებობა ბოძებული მადლის მიმართ


საკვანძო მუხლები:

იობი 36 : 8 ; ფსალმუნები 106 : 9 ; იერემია 6 : 16 ; იერემია 18 : 15 ; მათე 7 : 14 ; მათე 11 : 28 ; ლუკა 1 : 79 ; იოანე 14 : 23 ; 1იოანე 4 : 16 ;
1.9.14. დასანანია ადამიანების უყურადღებობა ბოძებული მადლის მიმართ

 - ყველა ადამიანისთვისაა ხსნა ცოდვების ტყვეობიდან. ღმერთი მოსიყვარულეა და არა დამსჯელი ინ.14,23; 1ინ.4,16

- უფალი მოუხმობს ყველას მათ.11,28.[29].30

- პრობლემა ყურადღების მიუქცევლობაშია, ჯდომაში სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში იობ.36,8-13 ფს.106,9.[10] ლუკ.1,79

- პრობლემა იმაშია, ფართო გზას რომ ირჩევენ ადამიანები იერ.6,16; 18,15 მათ.7,14

ბიბლიის მუხლები

იობი 36
8. თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,
9. გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;
10. გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;
11. თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;
12. თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;
13. გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;

ფსალმუნი 106
9. რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
10. მსხდომარენი ბნელში და წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა.=1.9.14. 

იერემია 6
16. ასე ამბობს უფალი: დადექით გზებზე, მიმოიხედეთ და გამოიკითხეთ ძველი სავალი, რომლითაც აჯობებს, იმ გზით იარეთ და სულისთვის შვებას ჰპოვებთ. მათ კი თქვეს: არ ვივლითო.

იერემია 18
15. მაგრამ დამივიწყა ჩემმა ერმა, ამაოებას უკმევენ; გაიმრუდეს გზა, ძველი სავალი, რომ ევლოთ გაუთელავი გზის ბილიკებით.

მათე 7
14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.

მათე 11
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

ლუკა 1
74. მის შემდეგ, რაც დაგვიხსნიდა ჩვენი მტრების ხელიდან, - მის მიმართ უშიშრად

იოანე 14
23. მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.

1იოანე 4
16. ჩვენ შევიცნეთ და ვიწამეთ სიყვარული, რომელიც აქვს ღმერთს ჩვენდამი. ღმერთი სიყვარულია და სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი - მასში.

__თემაზე წერდნენ__
*** 
უწმიდესმა ღმერთმა, რომელიც ერთია მხოლოდ უცოდველი, თავისი მხოლოდშობილი ძე არ დაიშურა შენთვის, შენ კი, ჰოი, ბედკრულო ცოდვილო, ვისაც არ გსურს საკუთარი ცოდვების მონანიება, საკუთარ თავსაც არ იწყალებ! 
__ წმ. ეფრემ ასური __

*** 
[ვინიციუსი და პეტრონიუსი წარმართები არიან. ვინიციუსს ქრისტიანი ქალი შეჰყვარებია. პეტრონიუსი კიჟინებს, რას გადააკვდი მაგ ქალს. სხვა შეგიძლია მოძებნოო. იგი ეძახის თავის საყვარელს] - მოდი ჩემთან!
ევნიკამ პეტრონიუსთან მიირბინა, კალთაში ჩაუჯდა, კისერზე მოეხვია და თავი მკერდზ დაადო. ვინიციუსი ხედავდა როგორ ნელ-ნელა წითლად შეეღება ლოყები ქალს, როგორ დაებინდა თვალები. ისა და პეტრონიუსი სორედ სიყვარულისა და ბედნიერების წყვილს წარმოადგენდნენ. პეტრონიუსმა გვერდით მაგიდაზე მდგარ ლარნაკიდან ერთი მუჭა ია ამოიღო და ევნიკას თავზე, მხრებსა და სტოლაზე გადააყარა, მერე მხრებიდან ტუნიკა ჩამოუწია და თქვა:
- ბედნიერია, ვინც სიყვარლი ასეთ ნაკვთებად ცამოსმული იპოვა... ასეთი თბილი, ვარდისფერი და მოსიყვარულე. არიან ადამიანები, რომელნიც ლარნაკს ნაპირებს უკოცნიან, მე კი მირჩევნია სიტკბოება იქ მოვნახო, სადაც მის პოვნას არაფერი დაუდგება წინ. 
და ევნიკას მხრებსა და ბეჭებს კოცნა დაუწყო ევნიკაშეხტებოდა ხოლმე, უზომო ბედნიერებით აღსავსე თვალებს ხან გაახედა, ხანაც დახუჭავდა. ბოლოს პეტრონიუსმა თავისი მშვენიერი თავი ასწია, ვინიციუსისკენ გამოიხედა და უთხრა:
- ახლა მოიფიქრე, ამასთან შედარებით რანი არიან შენი დაღვრემილი ქრისტიანები, და თუ განსხვავება ვერ შეგიგნია, იმათთან წადი... მაგრამ ამ სანახავმა უნდა განგკურნოს.
ვინიცისს ცხვირის ნესტოები გაებერა, ოთახში მოდებული იის სუნელი შეიყნოსა. გაიფიქრა, იქნებ როდისმე მეც შევიძლო ლიგიას მხრები ასე დავუკოცნოო და გაფითრდა.. ეს წარმართული დატკბობა ისე დიდი იქნებოდა, რომ შემდეგ თუნდაც მთელი ქვეყნიერება დაღუპული.... [პეტრონიუსმა ევნიკა გაუშვა] და და განაგრძო:
- მინდა, კარგად შეათვალიერო ევნიკა. ამას იმიტომ გელაპარაკები, იქნება შენც შორს ეძებ იმას, რაც ახლოს გაქვს. იქნება შენს კუბიკულუმში სადმე უბრალო და მინდობილი გული შენთვისაც ძგერს. შენს იარებს ბალზამი დაადე ამბობ, ლიგიას ვუყვარვარო, შესაძლოა! მაგრამ რა სიყვარულია, რომელსაც უარყოფ? არა, ძვირფასო, ლიგია ევნიკა არ არის. 
ამაზე ვინიციუსმა უპასუხა.
- ყველა ეგ მხოლოდ ტანჯვაა. მე ვმახე, ევნიკას მხარს როგორ უკოცნიდი, და გავიფიქრე, ლიგიამაც რომ თავისი მხარი ეგრე დამაკოცნინოს, მაშინ თუნდა მიწა გასკდეს და თან ჩაგვიტანოს! მაგის გაფიქრებამაც კი შემაშინა, თითქოს ვესტას მსახურ ქალს შევეხე ან ღვთაების წყენა დავაპირე... ლიგია ევნიკა როდია, ეს განსხვავება მე შენებურად არ მესმის. შენს სიყვარულს მარტო შენი ყნოსვა შეუცვლია და ახლა ვერვენს იაგი გიჯობს, ჩემმა კი სული შემიცვალა, და მიუხედავად ჩემი ჭმნვა-ვაებისა, მირჩევნია ლიგია ისეთივე იყოს, როგორიც არის და არა სხვების მსგავსი.
პეტრონიუსმა მხრები შეიშმუშნა.
- ... შენი ვერაფერი გამიგია.
ვინიუსმა ცხარედ უპასხა:
- დიახ, დიახ... ჩვენ ერთმანეთისას ვეღარას გავიგებთ. 
დუმილის წამი დადგა. შემდეგ პეტრონიუსმა უთხრა:
- ჰადესმა ჩანთქას შენი ქრისტიანები! სარეველათი აუვსიხართ იმათ და სიცოცხლის სიხარული წაურთმევიათ... შენ სცდები.. კეთილი ის არის, რაც ადამიანს ბედნიერებას ანიჭებს, ესე იგი, სილამაზე, სიყვარული და ღონე; ისინი კი ყველა ამას ამაოებას ეძახიან. [მათ] არც ჭეშმარიტი სიყვარული ესმით და არც ჭეშმარიტი სიძულვილი.
__ ჰ. სენკევიჩი __

*** 
როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ლინკოლნმა გამოაცხადა თავისუფლება ზანგებისთვიე, ერთმა ქალმა შემოიარა სამხრეთის შტატები იმის შესატყობად თუ როგორ სრულდებოდა ეს კანონი. მან ნახა ერთი ქალი, რომელიც ისევ მონად ეყენა თავის ბატონს და ასრულებდა მძიმე სამუშაოს.
მონა ქალმა არ იცოდა, რომ მის ტომს მინიჭებული ჰქონდა თავისუფლება! მართალია მან გაიხსენა, რომ ამის შესახებ რაღაცას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მისმა ბატონმა და სხვა ადამიანებმა წარმოუდგინეს მას ჭორებად და სიცრუედ. ამიტომაც რჩებოდა მონობაში. ახლა კი, როცა მან ეს გაიგო, რომ აღარაა მონა, გამოიყენა ეს მდგომარეობა და წავიდა თავისუფლად ბატონისგან.
დიახ, ყველამ იცის, რომ ღვთის ძემ გაათავისუფლა ყველა მისი მორწმუნე სატანისა და ცოდვის ძალაუფლებისგან. რატომღა რჩებიან ზოგიერთები ცოდვის სასირცხვილო მონობაში? გამოიყენეთ თქვენი უფლება და შედით ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებაში. ირწმუნეთ იესო: მან სძლია სატანას და ცოდვას. 
__ იაკობ ლევენი __

*** 
არწივი დაბმული იყო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერცხლის ჯაჭვით. ხანგრძლივი ტყვეობის შემდეგ მას თითქმის დაავიწყდა, რომ ფრენა შეეძლო. როგორღაც ჯაჭვის ერთი რგოლი დაიმსხვრა, თუმცა არწივი აგრძელებდა მიჩვეულ ადგილზე ყოფნას. მას შეესისხლხორცა ტყვეობა და უძლურება, მაშინ როდესაც თავისუფლად შეეძლო ფრენა ცაში, თუკი გაიცნობიერებდა თავის ნამდვილ მდგომარეობას. 
__ იაკობ ლევენი __

***
მოხუცი მშიერი ინდიელი შევიდა თეთრების დასახლებაში, რათა მოეთხოვა საჭმელი. იდგა მე-19 საუკუნის პირველი მეოთხედი და ეს იყო აშშ-ში. ხარბად ჭამდა იგი მიწოდებულ პურს და ვიდრე იოკებდა შიმშილს, მისმა მიმღებმა თეთრკანიანმა მიაქცია ყურადღება პაწია ფუთას, რომელიც კისერზე ეკიდა ინდიელს და ჰკითხა: “რა დევს შიგ?”
მან უპასუხა, რომ რაღაც თილისმაა, რომელიც მისცეს მას ახალგაზრდობაში. მან გახსნა ის. ამოიღო იქიდან დროთა განმავლობაში ფერწასული და ოფლისგან აქოთებული ქაღალდი და გადასცა მასპინძელს.
ის აღმოჩნდა შეერთებული შტატების არმიიდან დათხოვნის ბილეთი, რომელიც აძლევდა უფლებას მიეღო პენსია და საერთოდ ეცხოვრა არც თუ ისე ღარიბულად. ბილეთი ხელმოწერილი იყო პირადად გენერალ ვაშინგტონის მიერ. ასე რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ინდიელი ატარებდა თან  იმ საბუთს, რომელსაც მაშინვე შეეძლო მოქმედება თუკი წარუდგენდა ხელისუფალთ. ის კი ასე დაეხეტებოდა საწყლად, არ ქონდა არც საკვები და არც თავსახურავი. 
როგორ ემსგავსება კი ამბავი იმ ღვთის შვილთა ცხოვრებას, რომლებიც გამუდმებით არიან ნაკლულოვნებაში და გაჰყავთ ის უსიხარულო სულიერ უდაბნოში. ღვთის სიტყვისადმი გაუფრთხილებლობა და მისი ფაქტიური ურწმუნოება აქცევთ მათ “ღარიბ მილიონერებად”, როგორიც იყო მოხუცი ინდიელი.
__ იაკობ ლევენი __