ლოცვა ყოველდღე რეგულარულად


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 12 : 23 ; ლუკა 18 : 1 ; რომაელთა 1 : 9 ; ეფესელთა 1 : 16 ; ეფესელთა 5 : 20 ; ფილიპელთა 1 : 4 ; კოლასელთა 1 : 9 ; 1თესალონიკელთა 1 : 2 ; 1თესალონიკელთა 5 : 17 ; 2ტიმოთე 1 : 3 ; ფილიმონი 1 : 4 ; ებრაელთა 13 : 15 ; ეფესელთა 6 : 18 ; ფსალმუნები 54 : 17 ;
3.4.1. ლოცვა ყოველდღე რეგულარულად

- გამუდმებით, ყოველთვის, შეუწყვეტლივ 1მფ.12,23 ფს.54,17 რომ.1,[9.10] ეფ.1,16-18; 5,20; 6,18 ფლპ.1,4 კოლ.1,9-11; 1თეს.1,2; 5,17; 2ტიმ.1,3 ფილ.1,4 ებრ.13,15

- არასდროს მობეზრება ლუკ.18,1

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 12
23. მე კი, ნუმც შევცოდო უფალს, ნუმც შევწყვიტო თქვენს გამო ვედრება. დაგაყენებთ სასიკეთო და ჭეშმარიტ გზაზე.

ფსალმუნი 54
17. საღამოთი, დილით და შუადღისას შევევედრები და შევტირებ, და მოისმენს ჩემს ხმას.

ლუკა 18
1. უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს მობეზრდეთ ლოცვა:

რომაელთა 1
9. მოწმედ მყავს ღმერთი, რომელსაც ვემსახურები ჩემი სულით მისი ძის სახარებაში, რომ გამუდმებით გიგონებთ; 
10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.

ეფესელთა 1
16. გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ,
17. რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად;
18. და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათა შორის,

ეფესელთა 5
20. მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით.

ეფესელთა 6
18. ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით, ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის,

ფილიპელთა 1
4. ყოველთვის, ჩემი ყოველი ლოცვისას, სიხარულით ვლოცულობ თქვენთვის,

კოლასელთა 1
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
10. რათა ისე იქცეოდეთ, რისი ღირსიცაა უფალი, ყოველნაირად ცდილობდეთ აამოთ მას, ნაყოფი გამოგქონდეთ ყველა კეთილ საქმეში და იზრდებოდეთ ღვთის შემეცნებით,
11. ყოველმხრივ ძლიერდებოდეთ მისი დიდების სიმტკიცით, რათა ყოვლისმთმენნი და სულგრძელნი იყოთ,

1თესალონიკელთა 1
2. მარადის ვმადლობთ ღმერთს ყოველი თქვენგანისათვის და ჩვენს ლოცვებში გიხსენებთ.

1თესალონიკელთა 5
17. გამუდმებით ილოცეთ.

2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;

ფილიმონი 1
4. ვმადლობ ღმერთს ჩემსას და გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში,

ებრაელთა 13
15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.

__თემაზე წერდნენ__
*** 
დღე იქნებოდა თუ ღამე... ლოცულობდნენ იმდენს, დაყუდებულ ბერს შეშურდებოდა მათი ღვთისმოსავობა. 
__ ჭაბუა ამირეჯიბი __

*** 
ერთმა ღვთის მსახურმა იკითხა ქადაგების ჟამს, ასწიეთ ხელი იმათ, ვინც ლოცულობს დღეში ნახევარ საათს. ასწია ხელი მხოლოდ ერთმა. მეირედ ითხოვა მათ აეწიათ ხელი, ვინც ლოცულობდა დღეში 15 წუთი. ასწია ხელი ნახევარმა დარბაზმა. ხოლო მესამედ რომ ითხოვა, თუ რამდენი ლოცულობდა 5 წუთი, ასწია ხელი ყველა დანარჩენმა. 
__ უიტნეს ლი __