სურვილთა, განზრახვათა, აღთქმათა აღსრულებისთვის


საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 6 : 11 ; 1მეფეთა 1 : 4 ; 2მეფეთა 23 : 15 ; 3მეფეთა 8 : 18 ; ფსალმუნები 16 : 3 ; ფსალმუნები 43 : 19 ; ფსალმუნები 118 : 106 ; რომაელთა 1 : 11 ; 1კორინთელთა 9 : 24 ; ფილიპელთა 2 : 12 ; ებრაელთა 10 : 36 ; ებრაელთა 12 : 1 ;
1.5.2. სურვილთა, განზრახვათა, აღთქმათა აღსრულებისთვის

- უფლის ნებას დაემორჩილე, როდესაც იცი ის მსაჯ.6,11-14 ფლპ.2,12.13

- ილოცე ღვთის წინაშე 1მფ.1,4-15

- თავგანწირვა 2მფ.23,15-17

- უფალი იწონებს ჩვენს სათნო სურვილს 3მფ.8,18

- არ განუდგე განზრახვას ფს.16,[3]; 43,19

- დაიფიცე და აასრულე ფს.118,106

- მოიწადინე მთელი გულით რომ.1,[11]

- ირბინე ისე, რომ მიიღო ჯილდო 1კორ.9,24.25

- დათრგუნე და დაიმონე სხეული, რათა სხვებს რომ უქადაგებ, თავად არ იყო უღირსი 1კორ.9,27

- მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება ებრ.10,36

- ჩამოიშორეთ ყოველგვარი სიმძიმე და ხელ-ფეხშემკვრელი ცოდვა ებრ.12,1


ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 6
11. მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა აბიყეზრელი იოაშის ბელეკონქვეშ, ყოფრაში. მისი ვაჟი გედეონი საწნახელში ცეხვავდა ხორბალს, მიდიანისგან ფარულად.
12. გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
13. უთხრა გედეონმა: ვაგლახ, ჩემო ბატონო, უფალი რომ ჩვენთან იყოს, ეს უბედურება რატომ დაგვემართებოდა. სადღაა მთელი მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ და გვეუბნებოდნენ: უფალი იყო, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანაო. ახლა მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო.
14. მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: წადი მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელთაგან. ხომ მე გაგზავნი!

1მეფეთა 1
4. შესწირავდა მსხვერპლს ელკანა და მისცემდა ხოლმე წილს ფენინას, თავის ცოლს და მის ვაჟებსა და ასულებს.
5. ხანას კი ზედმეტ წილს აძლევდა, რადგან უყვარდა ხანა, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს.
6. მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.
7. ასე იქცეოდა კაცი ყოველწლიურად, როცა კი ხანა უფლის სახლში ადიოდა; და ფენინა აწუხებდა მას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.
8. ელკანა, მისი ქმარი, ეუბნებოდა: ხანა, რატომ ტირი? რატომ არაფერს ჭამ? გული რატომ გაქვს დამწუხრებული? განა ათ შვილს არ გირჩევნივარ?
9. ადგა ერთხელ ხანა სმა-ჭამის შემდეგ სილოამში. ელი მღვდელი კი საკარცხულზე იჯდა უფლის სახლის წირთხლთან.
10. სულგამწარებულმა ქალმა დაუწყო ვედრება უფალს და ცხარედ ტიროდა.
11. აღუთქვამდა და ეუბნებოდა: ცაბაოთ უფალო, თუ მიხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არ დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს.
12. დიდხანს ლოცულობდა ქალი უფლის წინაშე, ხოლო ელი მის ბაგეებს აკვირდებოდა.
13. რაკი ხანა გულში ლაპარაკობდა, ბაგეებს ამოძრვებდა, ხმა კი არ ისმოდა, მთვრალიაო, იფიქრა ელიმ.
14. უთხრა ელიმ: რამდენ ხანს უნდა იყო მთვრალი? გამოიფხიზლე ღვინისგან.
15. მიუგო ხანამ და უთხრა: არა, ჩემო ბატონო. ერთი დაჩაგრული ქალი ვარ. ღვინო და მაგარი სასმელი არ დამილევია. უფლის წინაშე ვღვრი ჩემს სულს.

2მეფეთა 23
15. ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
16. გაარღვია ამ სამმა მოყმემ ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ მან არ ინდომა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
17. თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.

3მეფეთა 8
18. უთხრა უფალმა მამაჩემს დავითს: გულში რომ გქონოდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.

ფსალმუნნი 16
3. შენ გასინჯვ ჩემი გული, მომინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი; არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას.

ფსალმუნნი 43
19. არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდა

ფსალმუნნი 118
106. დავიფიცავ და ავასრულებ, დავიცავ შენს მართალ სამართალს.

რომაელთა 1
11. რადგანაც გულით მწადია თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ნიჭი თქვენს განსამტკიცებლად,

1კორინთელთა 9
24. ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ.
25. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი.
27. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა, სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი.

ფილიპელთა 2
12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.

ებრაელთა 10
36. მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.

ებრაელთა 12
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.

__თემაზე წერდნენ__
***
დათესეთ საქციელი და მოიმკით ჩვევას; დათესეთ ჩვევა – მოიმკით ხასიათს; დათესეთ ხასიათი – მოიმკით ბედს.
__ თეკერეი __