შემბრალებელია ღმერთი

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 2 : 24 ; მეორე რჯული 32 : 36 ; მსაჯულნი 2 : 18 ; მსაჯულნი 10 : 16 ; 4მეფეთა 13 : 4 ; 2ნეშტთა 30 : 9 ; 2ნეშტთა 36 : 15 ; ფსალმუნები 102 : 13 ; ფსალმუნები 105 : 44 ;
2.2.60. __

გამ.2,24 რჯ.32,36 მსაჯ.2,[18],, 10,16,, 4მფ.13,4.23; 2ნეშ.30,9; 36,15 ფს.102,13; 105,44.45 ოს.11,8 მათ.9,36; 14,14; 15,32; 18,27; 20,34 მარ.6,34 ლუკ.10,33; 15,20

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 2
24. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.

მეორე რჯული 32
36. როცა თავისი ერის განკითხვას დააპირებს უფალი, შეიწყალებს თავის მორჩილთ, რადგან დაინახავს, რომ მიხდილი აქვთ ღონე, რომ აღარ დარჩა არც ყმა, არც აზატი.

მსაჯულნი 2
18. მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.

მსაჯულნი 10
16. უარყვეს უცხო ღმერთები და უფლის მსახურებას შეუდგნენ. ვეღარ აიტანა მისმა სულმა ისრაელის ტანჯვა.

4მეფეთა 13
4. შეევედრა იეჰოახაზი უფალს და უსმინა მას უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანთა შეჭირვება, როგორ აჭირვებდა მათ არამის მეფე.
23. მაგრამ შეიბრალა ისინი უფალმა და შეიწყალა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმის გამო და არ ინება მათი მოსპობა. თავიდან არ მოუშორებია ისინი დღესამომდე.

2ნეშტთა 30
9. თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.

2ნეშტთა 36
15. უფალი, მათი მამა-პაპის ღმერთი ადრიდანვე უგზავნიდა და უგზავნიდა მათ სიტყვას თავის მოციქულთა ხელით, რადგან ებრალებოდა მას თავისი ერი და თავისი სამყოფელი.

ფსალმუნი 102
13. როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი.

ფსალმუნი 105
44. იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

ოსია 11
8. როგორ გაგიმეტო, ეფრემ? როგორ გაგწირო, ისრაელ? როგორ გაგიმეტო ადმასავით? როგორ მოგექცე ცებოიმივით? გადამიბრუნდა გული, ერთიანად ამიტანა სიბრალულმა.

მათე 9
36. და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.

მათე 14
14. გამოვიდა იესო, იხილა დიდძალი ხალხი, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულნი.

მათე 15
32. ხოლო იესომ მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და არაფერი აქვთ საჭმელი. არ მინდა, უზმოდ გავუშვა ისინი, რათა არ დაუძლურდნენ გზაში.

მათე 18
27. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.

მათე 20
34. შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას. 

მარკოზი 6
34. გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.

ლუკა 10
33. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;

ლუკა 15
20. ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.