აღთქმული ქვეყნის დამკვიდრება

საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 23 : 24 ; რიცხვნი 24 : 8 ; მეორე რჯული 1 : 1 ; მეორე რჯული 6 : 1 ; მეორე რჯული 8 : 1 ; მეორე რჯული 11 : 23 ; მეორე რჯული 29 : 7 ; მეორე რჯული 31 : 3 ; იესო ნავეს ძე 11 : 16 ; იესო ნავეს ძე 12 : 1 ; იესო ნავეს ძე 13 : 1 ; იესო ნავეს ძე 14 : 1 ; იესო ნავეს ძე 17 : 14 ; იესო ნავეს ძე 18 : 1 ; იესო ნავეს ძე 21 : 41 ; იესო ნავეს ძე 23 : 5 ; იესო ნავეს ძე 24 : 8 ; მსაჯულნი 11 : 23 ; მსაჯულნი 18 : 1 ;
2.12.4. __ 

რიცხ.23,24,, 24,8.14.17 რჯ.1,1-6,, 6,1,, 8,1.7.8,, 11,23-25.31,, 29,7.8,, 31,3.4 იესნ.11,16.19,, 12,1,, 13,1,, 14,1,, 17,14-18,, 18,1-3,, 21,41,, 23,5.9,, 24,8 მსაჯ.11,23.24,, 18,1.9.10

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 23
24. აჰა, ხალხი ძუ ლომივით იმართება და ხვადი ლომივით ტორებზე დგება; არ დაწვება, ვიდრე ნანადირევს არ შეჭამს და მოკლულთა სისხლს არ შესვამს.

რიცხვნი 24
8. ღმერთია მისი გამომყვანებელი ეგვიპტიდან, მარტორქის ძალაა იგი მისთვის; ჭამს მის მტრებს, ძვლებს უმტვრევს და თავისი ისრებით გმირავს.
14. ახლა მივდივარ ჩემს ხალხთან. მოდი, გაგიცხადებ, რას უზამს ეს ხალხი შენს ხალხს მომავალში.
17. ვხედავ მას, მაგრამ არა ახლა; ვუყურებ მას, მაგრამ არა ახლოდან. ამოდის ვარსკვლავი იაკობისგან და იმართება კვერთხი ისრაელისგან, მოწყლავს მოაბის მთავრებს და გაანადგურებს შეთის მთელს მოდგმას.

მეორე რჯული 1
1. აი, სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელს ისრაელს იორდანეს გაღმა უდაბნოში, ვაკეზე, სუფის გასწვრივ, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,
2. ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთიდან კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე.
3. მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
4. ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.
5. იორდანეს გაღმა მოაბის მხარეში დაიწყო მოსემ ამ რჯულის განმარტება და თქვა:
6. უფალი, ჩვენი ღმერთი გველაპარაკა ხორებში და გვითხრა: გეყოფათ, ამ მთაზე ცხოვრება!

მეორე რჯული 6
1. აი, მცნება, წესი და სამართალი, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, და გასწავლათ მათი შესრულება იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ;

მეორე რჯული 8
1. იზრუნეთ ყველა იმ მცნების შესასრულებლად, რომდებიც დღეს გიანდერძეთ, რომ ცოცხლები დარჩეთ, გამრავლდეთ, წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელიც თქვენს მამა-პაპას აღვუთქვი.
7. რადგან უფალს, შენს ღმერთს, მიჰყავხარ მადლიან ქვეყანაში, ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანაში, სადაც ნიაღვრები მოედინებიან მთად და ბარად,
8. ხორბლისა და ქერის, ყურძნისა და ლეღვის, და ბროწეულის ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში,

მეორე რჯული 11
23. მოგაშორებს უფალი ყველა ამ ხალხს და თქვენც დაეპატრონებით თქვენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს.
24. ყოველი ადგილი, სადაც კი დაიდგმება თქვენი ტერფი, თქვენი იქნება - უდაბნოდან და ლიბანიდან, მდინარიდან, ევფრატის მდინარიდან უკანა ზღვამდე იქნება თქვენი საზღვარი.
25. ვერავინ დაგიდგებათ წინ, შიშსა და ზარს დასცემს თქვენგნით უფალი ყველა ქვეყანას, სადაც კი შეაბიჯებთ, როგორც მას უთქვამს თქვენთვის.
31. რადგან თქვენ გადადიხართ იორდანეზე, რომ მიხვიდეთ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად, რომელსაც გაძლევთ თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი. დაიმკვიდრებთ მას და იცხოვრებთ იქ.

მეორე რჯული 29
7. მოხვედით ამ ადგილას და გამოვიდნენ თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად სიხონი, ხეშბონის მეფე, და ყოგი, ბაშანის მეფე, და ჩვენ ვძლიეთ მათ.
8. დავიჭირეთ მათი ქვეყანა და მივეცით წილად რეუბენს, გადს და მენაშეანთა ნახევარ შტოს.

მეორე რჯული 31
3. თავად უფალი, შენი ღმერთი, გადაგიძღვება, ის გაწყვეტს ამ ხალხებს შენს წინაშე და დაიმკვიდრებ მათ ქვეყანას. იესო გადაგიძღვება, როგორც თქვა უფალმა.
4. ისევე მოექცევა მათ უფალი, როგორც მოექცა სიხონსა და ყოგს, ამორეველ მეფეებს, და მათ ქვეყანას, სადაც გაწყვიტა ისინი.

იესო ნავეს ძე 11
16. დაიპყრო იესომ მთელი ეს ქვეყანა, მთა და მთელი ნეგები, გოშენის მთელი მხარე, შეფელა და ყარაბა, ისრაელის მთა და მისი ბარი.
19. არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელს, ხივიელთა, გაბაონის მცხოვრებთა გარდა. ყველა ბრძოლით დაიპყრეს.

იესო ნავეს ძე 12
1. აი, მეფეები, რომლებიც დაამარცხა იესომ და რომელთა ქვეყნებიც დაიკავეს მათ იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით, არნონის ხევიდან ხერმონის მთამდე და მთელი დაბლობი აღმოსავლეთით:

იესო ნავეს ძე 13
1. დაბერდა იესო, ხანში შევიდა. უთხრა მას უფალმა: დაბერდი შენ, ხანში შეხვედი, მიწა კი კიდევ ბევრი დარჩა დასამკვიდრებელი.

იესო ნავეს ძე 14
1. ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელიანებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ სამკვიდროებად ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელიანთა შტოების მამამთავრებმა.

იესო ნავეს ძე 17
14. ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა.
15. უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
16. თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ.
17. ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს.

იესო ნავეს ძე 18

1. შეიყარა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება სილოამში და დადგეს იქ სადღესასწაულო კარავი. მათ წინაშე დამორჩილებული იყო ქვეყანა.
2. შვიდი შტო დარჩა ისრაელიანებში, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი სამკვიდრო.
3. უთხრა იესომ ისრაელიანებს: რას უცდით, რატომ არ მიდიხართ იმ მიწის დასასაკუთრებლად, უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა რომ მოგცათ?

იესო ნავეს ძე 21

41. მისცა უფალმა ისრაელს მთელი ქვეყანა, რომლის მიცემასაც დაჰპირდა მათ მამა-პაპას. მათაც დაისაკუთრეს იგი და დამკვიდრდნენ იქ.

იესო ნავეს ძე 23

5. თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.

9. უფალმა აჰყარა თქვენგან დიდი და ძლიერი ხალხები, დღემდე არავინ ყოფილა, რომ თქვენ გაგმკლავებოდათ.

იესო ნავეს ძე 24

8. მიგიყვანეთ ამორეველთა ქვეყანაში, იორდანეს გაღმა რომ ცხოვრობდნენ. შეგებრძოლენ, მაგრამ ხელში ჩაგაგდებინეთ ისინი. თქვენ დაისაკუთრეთ მათი ქვეყანა და მე აღვგავე ისინი თქვენგან.

მსაჯულნი 11

23. ასე აჰყარა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, ამორეველები თავისი ერის ისრაელის წინაშე, შენ კი სამკვიდრებელში ეცილები მას?
24. ხომ ფლობ იმას, რაც დაგიმკვიდრა ქამოშმა, შენმა ღმერთმა? ჩვენც ვფლობთ ყველაფერს, რაც უფალს, ჩვენს ღმერთს, დაუმკვიდრებია ჩვენთვის.

მსაჯულნი 18

1. იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.

9. მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.
10. მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.