სიმშვიდე გვქონდეს, თვინიერება, თავმდაბლობა, მორჩილება

საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 12 : 3 ; 1მეფეთა 15 : 22 ; ფსალმუნები 36 : 11 ; იგავნი 15 : 1 ; იგავნი 28 : 1 ; ესაია 1 : 10 ; ესაია 66 : 2 ; იერემია 7 : 22 ; იერემია 9 : 23 ; ეზეკიელი 20 : 39 ; მიქა 6 : 7 ;
3.40.18. სიმშვიდე გვქონდეს, თვინიერება, თავმდაბლობა, მორჩილება

თვინიერნი იყვნენ (და ამბობდნენ საკუთარ თავზე):
- მოსე რიცხ.12,3
- იესო ქრისტე მათ.11,29; 21,5

- დასაკვეხნია იერ.9,23 იაკ.1,[9] რომ.5,3 

- უფალი მოგვიწოდებს ვიყვნეთ ასეთები მათ.11,29.30 ფლპ.4,5 კოლ.3,12 ებრ.4,10.11

სიმშვიდისა და თავმდაბლობის შედეგები:

- ქვეყნიერებას დაიმკვიდრებენ ფს.36,11

- მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს იგ.15,1

- ნიშანია მართლობის იგავ.28,1

- სიბრძნის იაკ.3,13

- მოსმენა და მორჩილება უკეთესია მსხვერპლზე 1მფ.15,22 ეს.1,10.[11].19 იერ.7,22.23 ეზეკ.20,39 მიქ.6,7.8 

- ღმერთი აამაღლებს ლუკ.1,52

- სულის ნაყოფებია გალ.5,22.23

- ნეტარ არიან მათ.5,5

- უმცირესი უდიდესი იქნება ლუკ.9,48

- ამ ქვეყნის გლახაკნი აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად იაკ.2,5

- ცოლები მორჩილებით იძენენ ქმრებს 1პეტ.3,1

- სამკაულია ღვთის წინაშე 1პეტ.3,4.5 

ბიბლიის მუხლები

რიცხვთა 12
3. მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.

1მეფეთა 15
22. უთხრა სამუელმა: განა ისევე ეამება უფალს აღსავლენი მსხვერპლი და საკლავები, როგორც მოსმენა უფლის სიტყვისა? მოსმენა უკეთესია საკლავზე, მორჩილება - ცხვრების ლურთებზე.

ფსალმუნი 36
11. ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით.

იგავნი 15
1. მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს.

იგავნი 28
1. ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან 

ესაია 1
10. ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!
11. რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!
19. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ;

იერემია7
22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.
23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.

იერემია 9
23. თუ დაიკვეხნის, დაიკვეხნოს, რომ გონიერია და მიცნობს, რომ უფალი ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი.

ეზეკიელი 20
39. თქვენ კი, ისრაელის სახლო, ასე ამბობს უფალი ღმერთი: წადით, ემსახურეთ თქვენ-თქვენ კერპებს; და ამიერიდან თუ არ მომისმენთ, მეტად მაინც ნუღა შელახავთ ჩემს წმიდა სახელს თქვენი შესაწირავებით და თქვენი კერპებით.

მიქა 6
7. ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის ათიათასი მდინარეო? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულის წილ, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვის წილო?
8. ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

მათე 5
5. ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას

მათე 11
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

მათე 21
5. უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.

ლუკა 1
52. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.

ლუკა 9
48. და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება.

იაკობი 1
9. დე, თავმდაბალი ძმა იქადოდეს თვისი სიმაღლით, 

იაკობი 2
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?

იაკობი 3
13. ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? გვიჩვენოს ეს კეთილი ქცევით და ბრძნული სიმშვიდით.

1პეტრე 3
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,
4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.
5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.

რომაელთა 5
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას,

გალატელთა 5
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

ფილიპელთა 4
5. თვინიერება თქვენი, დაე, იცოდეს ყოველმა კაცმა. უკვე ახლოა უფალი.

კოლასელთა 3
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

ებრაელთა 4
10. რადგან ვინც შევიდა მის სიმშვიდეში, ისევე დაისვენა თავის საქმეთაგან, როგორც ღმერთმა შესაქმის შემდეგ.
11. მაშ, ვესწრაფოთ ამ სიმშვიდეში შესვლას, რათა, მათი მაგალითისამებრ, ურჩობაში არვინ ჩავარდეს.