არ დაგმო ღმერთის სახელი სიტყვით და საქმით

საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 18 : 21 ; ლევიანნი 19 : 12 ; ლევიანნი 20 : 3 ; ესაია 1 : 4 ; ესაია 3 : 8 ; ესაია 37 : 23 ; ესაია 57 : 4 ; ესაია 65 : იერემია 7 : 19 ; იერემია 50 : 29 ;
3.50.9 არ დაგმო ღმერთის სახელი სიტყვით და საქმით

ლევ.18,21; 19,12; 20,3; ეს.1,[4]; 3,8; 37,23; 57,4; 65,3 იერ.7,19; 50,29

ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 18
21. შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე ვარ უფალი.

ლევიანნი 19
12. ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს. მე ვარ უფალი!

ლევიანნი 20
3. პირს მივაბრუნებ ამ კაცისკენ და მოვკვეთ მას თავისი ხალხის წიაღიდან, რადგან თავისი ნაშიერი გასწირა მოლოქისთვის, რომ ჩემი საწმიდარი გაეუწმიდურებინა და ჩემი წმიდა სახელი შეეგინებინა.

ესაია 1
4. ვაი, ბრალეულო ხალხო, ცოდვით დამძიმებულო ერო, ბოროტეულთა მოდგმავ, წარწყმედილო შვილებო! მიტოვებული ჰყავთ უფალი, დაგმობილი ჰყავთ ისრაელის წმიდა, ზურგი შეუქცევიათ! 

ესაია 3
8. რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში.

ესაია 37
23. ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!

ესაია 57
4. ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?

ესაია 65
3. ხალხისაკენ, რომელიც დაუფარავად შეურაცხმყოფს გამუდმებით, მსხვერპლს სწირავს ჭალებში და აგურებზე საკმეველს აკმევს. 

იერემია 7
19. განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.

იერემია 50
29. შეჰყარეთ მოისარნი ბაბილონის წინააღმდეგ, ყოველი მშვილდის მომზიდველი; გარს შემოადექით, არავინ გაგექცეთ; მიუზღეთ მისი საქმისაებრ; როგორც იქცეოდა, ისე მოექეცით; რადგან უფალს გაუმედიდურდა, ისრაელის წმიდას.