ღმერთი შთანმთქმელი ცეცხლია

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 24 : 17 ; მეორე რჯული 4 : 24 ; მეორე რჯული 6 : 15 ; მეორე რჯული 9 : 3 ; მეორე რჯული 29 : 20 ; მეორე რჯული 32 : 22 ; ფსალმუნები 17 : 9 ; ფსალმუნები 20 : 10 ;
2.2.47. __

გამ.24,17 რჯ.4,[24],, 6,15,, 9,3,, 29,20,, 32,22 ფს.17,9,, 20,10 ეს.30,33,, 33,14 იერ.21,12.14 ნაუმ.1,6 სოფ.1,18,, 3,8 ებრ.12,29 

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 24
17. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.

მეორე რჯული 4
24. რადგან მშთანთქმელი ცეცხლია უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთია.

მეორე რჯული 6
15. რადგან შურისმაძიებელი ღმერთია თქვენში უფალი, არ აღიგზნოს უფლის, თქვენი ღმერთის რისხვა თქვენზე და არ წარგხოცოთ მიწის პირისაგან.

მეორე რჯული 9
3. ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა.

მეორე რჯული 29
20. არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.

მეორე რჯული 32
22. რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.

ფსალმუნი 17
9. აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერჩხლები აღმოენთნენ მისგან.

ფსალმუნი 20
10. ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.

ესაია 30
33. რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.

ესაია 33
14. შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო?

იერემია 21
12. დავითის სახლო! ასე ამბობს უფალი, ყოველ დილით განიკითხეთ სამართალი და იხსენით მოძალადის ხელიდან გაძარცული, თორემ ცეცხლივით ავარდკბა ჩემი რისხვა, აბრიალდება და არავინ იქნება ჩამქრობი, თქვენი ავკაცობის გამო.
14. მე დაგსჯით, როგორც იმსახურებთ, ამბობს უფალი, დავანთებ ცეცხლს მის ტყეში და ყველაფერს შეჭამს იგი თავის გარშემო. 

ნაუმი 1
6. ვინ გაუძლებს მის წყრომას, ვინ აიტანს მის მძვინვარებას? ცეცხლად იღვრება მისი რისხვა, კლდეები ირღვევიან მისგან.

სოფონია 1
18. ვერც ვერცხლი, ვერც ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს და მისი შურის ცეცხლი შთანთქავს მთელს ქვეყანას, რადგან ბოლოს მოუღებს უცაბედად ქვეყნის ყველა მკვიდრს.

სოფონია 3
8. ამიტომაც მელოდეთ მე, ამბობს უფალი, იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.

ებრაელთა 12
29. რადგანაც ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი.