დისციპლინირება საკუთარი თავის ღვთისმიერი წვრთნით

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 18 : 23 ; ფსალმუნები 15 : 7 ; ფსალმუნები 88 : 32 ; ფსალმუნები 117 : 18 ; იგავნი 15 : 10 ; იგავნი 19 : 18 ;
3.40.22. დისციპლინირება საკუთარი თავის ღვთისმიერი წვრთნით

1. ღმერთი ჩვენი დამრიგებელია, სასჯელის დამშვები ჩვენს აღსაზრდელად. შეჭირვებით ვიღებთ მოთმინებას ანუ არ უგულვებელვყოფთ ამ წვრთნას. არ ვიტეხთ გულს, ვთვინიერდებით და თავშეკავებულნი ვხდებით. ვართ მოწიფულნი. გრძნობები გაწვრთნილია კეთილისა და ბოროტის შეცნობის ჩვევით გამ.18,23 ფს.15,7; 88,32.33,, 117,18 იგავ.15,10,, 19,18 რომ.5,3-5,, 2კორ.4,16.17 გალ.5,23.24 ებრ.12,5-[11] 

2. ღვთისმოსაობაში გავიწაფოთ თავი. აღვსდგეთ სისხლამდე ცოდვის წინააღმდეგ რომ.5,3-5,, 1ტიმ.4,7.8 ებრ.12,4

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18
23. თუ ასე მოიქცევი, და ღმერთიც მოგცემს დარიგებებს, მაშინ გაუძლებ და ეს ხალხიც მშვიდობით დაბრუნდება თავის ადგილზე.

ფსალმუნი 15
7. ვადიდებ უფალს, რომ დამარიგა; ღამღამობით მწვრთნიან ჩემი გულისთქმანი.

ფსალმუნი 88
32. თუ ჩემს წესდებებს დაარღვევენ და ჩემს მცნებებს არ დაიცავენ,
33. კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით - შეცოდებას.

ფსალმუნი 117
18. დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.

იგავნი 15
10. მკაცრი სასჯელი აქვს გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.

იგავნი 19
18. დასაჯე შენი შვილი, სანამ იმედია, და ნუ შეგაშფოთებს მისი ღრიალი.

რომაელთა 5
3 და არა მარტო ამით, არამედ გასაჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ გასაჭირი შეიქმს მოთმინებას, 
4 მოთმინება - სიმტკიცეს, სიმტკიცე - სასოებას,
5 ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

2კორინთელთა 4
16. ამიტომაც არ ვიტეხთ გულს, რადგან თუ ჩვენი გარეგანი კაცი იხრწნება, დღითი დღე ახლდება შინაგანი.
17. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,

გალატელთა 5
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.

1ტიმოთე 4
7. ხოლო უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. 
8. ვინაიდან სხეულის წვრთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება, ღვთისმოსაობა კი ყოველმხრივ სასარგებლოა, რაკიღა აწინდელი სიცოცხლის აღთქმაცა აქვს და მერმისისაც.

ებრაელთა 12
4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.
11. ყოველგვარი წვრთნა დღესდღეობით სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდეგ მის მიერ წვრთნილთ მიაგებს სიმართლის ნაყოფს - მშვიდობას.

__თემაზე წერდნენ__

***
[უფალი შენთანაა და გეუბნება:] გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, შენ რაც გეხება, ასევე მეც მეხება? რადგან ის, რაც შენ გეხება, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში და მე შეგიყვარე შენ, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა. 
__მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი - იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს (1937 წ.)__