გამოცდა უფლისგან, მივდევთ თუ არა მის რჯულს

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 15 : 25 ; გამოსვლა 16 : 4 ; მეორე რჯული 8 : 2 ; ფსალმუნები 118 : 51 ;
3.41.5 გამოცდა უფლისგან, მივდევთ თუ არა მის რჯულს

გამ.15,25,, 16,[4] რჯ.8,2 ფს.118,51.71.157 

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 15
25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.

გამოსვლა 16
4. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს. 

მეორე რჯული 8
2. გახსოვდეს მთელი ის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს ორმოცი წელი უფალს, შენს ღმერთს, უდაბნოში, რომ მოეთვინიერებინე, გამოეცადე, რომ სცოდნოდა, რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებს.

ფსალმუნი 118
51. ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია.
71. კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესები შენი.
157. ბევრია ჩემი მდევარი და შემავიწროებელი; შენი მცნებებისათვის არ გადამიხვევია.