სამახსოვროდ დათქმული წმიდა დღეები ისრაელისთვის

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 12 : 14 ; გამოსვლა 13 : 3 ; გამოსვლა 23 : 14 ; გამოსვლა 34 : 18 ; ლევიანნი 23 : 34 ; რიცხვნი 28 : 17 ; მეორე რჯული 16 : 1 ; მეორე რჯული 31 : 10 ; 4მეფეთა 10 : 20 ; 4მეფეთა 23 : 21 ; 2ნეშტთა 8 : 13 ; 2ნეშტთა 30 : 13 ; 2ნეშტთა 35 : 18 ; ეზრა 3 : 4 ; ეზრა 6 : 22 ; ნეემია 8 : 14 ; ეზეკიელი 45 : 21 ; ზაქარია 14 : 16 ;
3.40.4. სამახსოვროდ დათქმული წმიდა დღეები ისრაელისთვის

- წელიწადში სამი დღესასწაული ჰქონდათ ისრაელიანებს გამ.23,14 რჯ.16,16; 2ნეშ.8,13

- პასექი, უფუარობის დღესასწაული, ეგვიპტიდან გამოსვლის დღე გამ.12,[14].17.42,, 13,3.6; 23,15; 34,18 რიცხ.28,17 რჯ.16,1.8; 4მფ.10,20; 23,21; 2ნეშ.30,13; 35,18.19 ეზრ.6,22 ნეემ.8,18 ეზეკ.45,21 მარ.14,1 ლუკ.2,41; 22,1 ინ.2,23; 6,4; 13,1; 1კორ.5,8

- შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლის და რთვლის დღესასწაული, მკის დღესასწაული გამ.34,23

- კარვობის დღესასწაული ლევ.23,34 რჯ.16,13; 31,10 ეზრ.3,4 ნეემ.8,14 ზაქ.14,16-19 ინ.7,2

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 12
14. სამახსოვროდ დაითქვით ეს დღე, იდღესასწაულეთ იგი საუფლო დღესასწაულად თაობიდან თაობაში. სამარადისო წესად დაიდეთ ეს დღესასწაული.
17. დაიცავით უფუარობა, რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი მხედრობა ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში სამარადისო წესად.

გამოსვლა 13
3. უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.

მეორე რჯული 16
1. დაიცავი აბიბის თვე და მოუმზადე პასექი უფალს, შენს ღმერთს, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანა უფალმა, შენმა ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან, ღამით.