განსაცდელში ვედრება

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 5 : 21 ; გამოსვლა 14 : 10 ; მსაჯულნი 3 : 9 ; მსაჯულნი 4 : 3 ; ფსალმუნები 6 : 3 ; ფსალმუნები 30 : 3 ; ფსალმუნები 101 : 1 ;
3.15.9. განსაცდელში ვედრება

გამ.5,21-23; 14,10.15; 17,2-6 მსაჯ. 3, 9.15; 4,3 ფს.6,3; 30,3; 101,1-3 ბარ.2,14.16-19; დან. 2,18; 3,24.51.88; იონ.1,6.16; 2,2.3; მათ.8,5.25; 14,30; 20,30; მარკ. 4,38; 2კორ.12,8

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 5
21. უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.
22. მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?
23. მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი. 

გამოსვლა 14
10. მოახლოვდა ფარაონი, გაიხედეს ისრაელიანებმა და, აჰა, მოსდევს მათ მთელი ეგვიპტე; ძლიერ შეეშინდათ და შეჰბღავლეს უფალს.
15. უთხრა უფალმა მოსეს: რას შემომბღავით? უთხარი, დაიძრან, ისრაელიანებს.

გამოსვლა 17
2. შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?
3. ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
4. ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.
5. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე.
6. მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.

მსაჯულთა 3
9. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და უფალმა გამოუჩინა მათ მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ღოთენიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
15. მაშინ შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს და გამოუჩინა მათ უფალმა მხსნელი აჰუდ გერას ძე, ბენიამინელი, ცაცია კაცი. ხარკი გაატანეს მას ისრაელიანებმა ყეგლონთან, მოაბის მეფესთან

მსაჯულთა 4
3. შეჰღაღადეს ისრაელიანებმა უფალს, რადგან იაბინს ცხრაასი დარკინული ეტლი ჰქონდა და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელიანებს ოცი წელი

ფსალმუნი 6
3. შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.

__თემაზე წერდნენ__
*** 
კეთილდღეობა გწვევია? - მადლობა მიუძღვენი ღმერთს, და ეს შენი ბედნიერი ყოფაც მტკიცე იქნება. ხოლო თუკი უბედურებაც გადაგატყდება თავს, კვლავაც მადლობა შესწირე შემოქმედ ღმერთს და ყველაფრისთვის განადიდე იგი! რამეთუ თუკი ამას წრფელი გულით იქმ, მაშინ შენს უბედურებასაც ბოლო მოეღება! 
__წმ. იოანე ოქროპირი__

***
 [ბერი კვირიაკოზ] შთა-ოდესმე-სრულ-იყო იგი უდაბნოსა მას კვიტილისასა პირსა ზღვამკვდრისასა. და დაყო მუნ ჟამი რავდენიმე. და კვალად იქცეოდა იგი სენაკადვე თვისა. და იყო ჟამი სიცხისაი და შეეურვა მას ფრიადისა მისგან სიცხისა და წყურვილისა, ვიდრემდის სულმოკლე იქმნა. და დაეცა ქვეყანასა ზედა და განიპყრნა ხელნი თვისნი ზეცად ღმრთისა მიმართ და თქვა: 
- უფალო, შენ უწყი, ვითარმედ ვერღარა შემძლებელ ვარ სლვად წყურილისაგან და სიცხისა!
ვითარცა ესე თქვა, გამოუჩნდა მას ზეცით ღრუბელი ცვარითა სავსეი და აგრილობდა, და განაძლიერა იგი, და აღდგა და წარვიდა. და ვიდრე შესლვადმდე მისა სენაკად არა განეშორა მისგან. და იყო სიშორეი გზისაი მის ვითარ ათორმეტ მილიონ. 
__იოანე მოსხი__

*** 
თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
ვთქვი, თუ: "ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,
მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე,
აქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!"
მანვე ქმნა და მო-რე-ვჯობდი, გული წყლული გავარკინე. 
__შოთა რუსთაველი__

__დავით გურამიშვილი წვიმაში__
შენ გარბოდი, გზაში ქარი დაგეწია, 
მოგასხურა წვიმა და აგღაპყრო ცისკენ.
ღმერთო ჩემო, წვეთია თუ წყლის ბეწვია!
ნუ დამამსხვრევ მეხით, ხე კეთილი მიხსენ!
__სიმონ ჩიქოვანი__

***
 [უფალი შენთანაა და გეუბნება:] დაინგრა შენი გეგმები? დაეცი სულით და დაიღალე? გახსოვდეს ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი შენთვის გეგმებს და მომიტანე მე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ მე მინდა, რომ შენ მე დამითმო, წარვმართო შენი ცხოვრება, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალიან მძიმეა ეს შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი.
იგემე მოულოდნელად ყოფითი წარუმატებლობა და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, რომ შენი გული და სული მუდამ ანთებული იყოს ჩემს თვალწინ და ჩემი სახელით ამარცხებდე ამ სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებდი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისგან ცნობებს და სულმოკლეობის გამო უნუგეშობასა და დრტვინვაში იყავი, იცოდე ეს ჩემგან იყო, რადგან ამ წუხილით მე ვცდი შენი ლოცვების კადნიერების ძალას ამ შენი ახლობლების მიმართ. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს? 
მოგიხილა მძიმე ავადმოფობამ - დროებითმა ამ უკურნებელმა და შენ აღმოჩნდი მიჯაჭვული შენს სარეცელზე? იცოდე ეს ჩემგან იყო, რადგან მე მინდა, რომ შემიცნო უფრო ღრმად შენი სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწეული განსაცდელის გამო, არ ეცადო ჩაწვდე ჩემს გეგმებს, ადამიანთა სულების გადასარჩენად დაშვებულს, არამედ უდრტვინველად მოუდრიკე ქედი ჩემს წყალობას შენს მიმართ.
ოცნებობდი ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ამის სანაცვლოდ სარეცელზე აღმოჩნდი? - იცოდე ეს ჩემგან იყო. წარმატებისას შენ ჩაძირული იყავი შენს საქმეებში და მე არ შემეძლო მომექცია შენი ფიქრები ჩემსკენ. მე მინდა გასწავლო ყველა ღრმა ფიქრი, რათა იყო ჩემს სამსახურში. მე მინდა გასწავლო შენ შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისი, რომ ვერაფერში ენდობი საკუთარ თავს.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლები ძირითადად არიან ისინი, ვინც მოწყვეტილია ცოცხალი მოღვაწეობისაგან, რათა ისწავლონ ფლობა იარაღისა, რომელსაც განუწყვეტელი ლოცვა ჰქვია.
 __მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი - იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატისადმი (1937 წ.)__

***
 მე მინდა, რომ შენ დარწმუნდე ჩემს ერთგულებასა და დანაპირებში. მე არ დავუშვებ შენ გითხრან შენი გასაჭირი - არ გწამდა შენ ღმერთისო.
ღამღამობით განიცდი ტანჯვას? განშორებული ხარ შენს ახლობლებს? გახსოვდეს ეს ჩემგან იყო.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია, მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება.
მოტყუვდი შენს მეგობარში, ან ვინმეში, რომლისთვისაც გული გქონდა ნაბოძები? გახსოვდეს ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მე მინდა ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს შენს ლოცვაში. 
__მღვდელმონაზონი სერაფიმე ვირიცელი - იერუსალიმის თემის თავმჯდომარის წერილი რომის სენატს (1937წ.)__

*** 
2001 წლის 11 სექტემბერს ნიუორკსა და ვაშინგტონში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ამერიკის მოსახლეობა დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამჟამად ყველაზე საჭირო არის ლოცვა. ამერიკაში უკვე ბევრი მიმართავს ღმერთს თხოვნით.
 __(გაზეთებიდან)__