საკუთარ ქონში ჩაიკეტნენ, ამპარტავნობენ

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 5 : 2 ; მეორე რჯული 32 : 15 ; იობი 15 : 25 ; ფსალმუნები 11 : 4 ; ფსალმუნები 16 : 10 ; ფსალმუნები 72 : 7 ; ფსალმუნები 122 : 4 ;
1.9.7. __

გოროზად, ქედმაღლად, გაფუყულად ფუჭსიტყვაობენ, მზვაობრობენ გამქისებული გულებით

გამ.5,2 რჯ.32,15 იობ.15,25-27 ფს.11,4,, 16,[10],, 72,7.8,, 122,4 ეს.6,10 მათ.13,15 საქ.28,27,, 2პეტ.2,18 გმცხ.13,5

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 5
2. უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.

მეორე რჯული 32
15. გასუქდა იეშურუნი და მოჰყვა ტლინკვას. გასუქდი, გათქვირდი, ჩამრგვალდი. დაივიწყა ღმერთი, თავისი შემოქმედი და არად ჩააგდო თავისი გადარჩენის ბურჯი.

იობი 15
25. რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26. ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით
27. რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.

ფსალმუნი 11
4. მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.

ფსალმუნი 16
10. ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ.

ფსალმუნი 72
7. სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
8. ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.

ფსალმუნი 122
3. შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე, რადგან მეტისმეტად გავძეხით სიძულვილით.
4. საკმაოდ გაძღა ჩვენი სული უზრუნველთა დაცინვით და ამპარტავანთა სიძულვილით.

ესაია 6
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.

მათე 13
15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

საქმე მოციქულთა 28
27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

2პეტრე 2
18. ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცთურში დანთქმულთ.

გამოცხადება 13
5. მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის მანძილზე.