ცოდვის დამალვა, დაფარვა


საკვანძო მუხლები:

ლევიანნი 4 : 13 ; ლევიანნი 6 : 3 ; იესო ნავეს ძე 7 : 11 ; ნეემია 4 : 5 ; იობი 31 : 33 ; იობი 34 : 22 ; ფსალმუნები 9 : 26 ; ესაია 5 : 18 ; იერემია 16 : 17 ; იერემია 23 : 24 ; ეზეკიელი 20 : 49 ; ამოსი 9 : 3 ; სოფონია 1 : 12 ; მალაქია 2 : 17 ; მალაქია 3 : 14 ; მათე 6 : 23 ; მათე 11 : 18 ; მათე 16 : 1 ; მათე 23 : 16 ; მათე 26 : 12 ; ლუკა 12 : 2 ; ლუკა 16 : 15 ; საქმენი მოციქულთა 5 : 2 ; 2პეტრე 2 : 1 ;
=3.50.57 ცოდვის დამალვა, დაფარვა

- თუ ისრაელის მთელი თემი შესცოდავს, და დაიფარება ეს საქმე კრებულის თვალთაგან, და გააკეთებს უფლის რომელიმე მცნების საწინააღმდეგოს, ჩაიდენს რაიმე აკრძალულს, და დამნაშავე გახდება ლევ.4,13
- იპოვის დაკარგულს და უარყოფს ამას, და დაიფიცებს ცრუდ რამეზე, რასაც სჩადის ადამიანი ლევ.6,3
- აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს იესნ.7,11
- ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე ნეემ.4,5
- განა დამიფარავს ჩემი დანაშაული ადამივით, უბეში შემემალა ჩემი შეცოდება? იობ.31,33
- არ არსებობს არც ბნელი და არც წყვდიადი, სადაც დაიმალებოდა ავისმოქმედი იობ.34,22
- თავის გულში ამბობს: „არ წავბორძიკდები, თაობიდან თაობამდე არ შემხვდება სიავე“ ფს.9,26
- ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას ეს.5,18
- ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს - ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს - ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს - სიმწარედ! ეს.5,20
- ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს! ეს.5,23
- თვალი მიჭირავს ყველა მათ გზაზე, ვერ დამემალებიან და არც მათი დანაშაული გამოეპარება ჩემს თვალს იერ.16,17
- განა ვინმე შეძლებს დაიმალოს საიდუმლო ადგილას, სადაც მე ვერ დავინახავ მას? – ამბობს უფალი; – განა ცასა და მიწას მე არ ვავსებ? – ამბობს უფალი იერ.23,24
- შეეჭვება ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებაში ეზეკ.20,49
- ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ ამ.9,3
- მსჯავრს დავდებ საკუთარ საფუარზე გაფუებულთ, გულში რომ ამბობენ: არც კარგს აკეთებს უფალი, არც ცუდსო სოფ.1,12
- დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით და ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩნსო უფალს და ისინი უყვარსო მას მალ.2,17
- თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე? მალ.3,14
- ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო! მალ.3,15
- თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი? მათ.6,23
- მცდარი წარმოდგენები იოანე ნათლისმცემელსა და იესო ქრისტეზე მათ.11,18.19
- საცდუნებლად მისვლა უფალთან მათ.16,1
- თვალთმაქცობა მათ.23,16-23
- [იუდა ისკარიოტელი] ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა მათთვის მიეცა იგი მათ.26,16
- არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და – დამალული, რომ არ იქნეს შეცნობილი ლუკ.12,2
- თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე ლუკ.16,15
- გადამალა საფასურიდან, - ეს მისმა ცოლმაც იცოდა საქ.5,2
- ცრუწინასწარმეტყველნი 2პეტ.2,1-19

3.50.57 Прикрывание греха
Лев.4,13; 6,3 Иисн.7,11 Неем.4,5 Иов.31,33; 34,22 Пс.9,26 Ис.5,18.20.23 Иер.16,17; 23,24 Иез.20,49 Ам.9,3 Соф.1,12 Мал.2,17; 3,14 Матф.6,23; 11,18.19; 16,1; 23,16-23; 26,12 Лук.12,2; 16,15 Деян.5,2; 2Пет.2,1-19