თავისუფალი ნება გვაქვს თუ არა ბოძებული ღმერთისგან?

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 4 : 12 ; 2მეფეთა 11 : 27 ; 3მეფეთა 8 : 58 ; 2ნეშტთა 30 : 12 ; ეზრა 1 : 1 ; ეზრა 7 : 27 ; ფსალმუნები 18 : 5 ; ფსალმუნები 118 : 36 ; ფსალმუნები 140 : 4 ; იგავნი 16 : 1 ; იგავნი 19 : 21 ; იგავნი 20 : 24 ; იგავნი 21 : 1 ; იგავნი 29 : 26 ; ესაია 7 : 5 ; ესაია 14 : 27 ; ესაია 46 : 10 ; ესაია 59 : 21 ; იერემია 1 : 7 ; იერემია 9 : 23 ; იერემია 10 : 23 ; იერემია 32 : 39 ; გოდება იერემიასი 3 : 37 ; ეზეკიელი 11 : 19 ; ეზეკიელი 33 : 31 ; ეზეკიელი 37 : 14 ; დანიელი 4 : 13 ;
1.5.6. თავისუფალი ნება გვაქვს თუ არა ბოძებული ღმერთისგან?

ქრისტიანები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. რობოტები და მარიონეტები არ ვართ, გვაქვს თავისუფალი არჩევანი და ღმერთი პატივს სცემს მას! მაგრამ ეს ბიბლიაში არ წაგიკითხავთ. თავისუფალი ნების დოქტრინა პირად განცდებზე და ზოგ ლოგიკურ დასკვნებზეა დამყარებული და არა წმ.წერილზე. მოდით განვიხილოთ ლოგიკის თვალთახედვით. ღმერთი პატივს სცემს ჩვენს არჩევანსო, მაგრამ რაში გამოიხატება - კაცი თვით ირჩევს დაემორჩილოს ღმერთს თუ არა, მაგრამ თუ არ დაემორჩილება? მაშინ ის წავა ჯოჯოხეთში... მაგრამ, როგორ ფიქრობთ, უცნაური რამ, ხომ არ გამოდის ვიფიქროთ, რომ ღმერთი პატივს სცემს ჩვენს არჩევანს? თუ არასწორი არჩევანისთვის ვისჯებით, სადაა თავისუფლება. აქ ლოგიკა მოიკოჭლებს და თავისუფალი ნების აღიარებით შესაძლებელია ხსნის გარეშეც კი დავრჩეთ. მოდით ვნახოთ, რა სწერის წმ. წერილში.

1) კაცის ზრახვის, აზროვნების, სურვილის, სიბრძნის, ცოდნის შესახებ:
ა ) (ზრახვის შესახებ) კაცის გულიდან გამოვლენ უკეთური ზრახვები მარკ. 7,21
- თუ ზრახვა კაცთაგან არის - ჩაიშლება, თუ ღმერთისგან - არ ჩაიშლება. გაფრთხილდით ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ საქ.5,38.39
- გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისგანაა იგ.16,[1]; ეს. 59,21; იერ. 32,39; ეზეკ. 37,14
- კაცი თავის გზებს გეგმავს, მის ნაბიჯებს კი უფალი წარმართავს იგ.16,[9]; 20,24; 29,26 იერ. 10,[23]
- ვის ნებაზე აღსრულდება რამე, თუ უფალმა არ ბრძანა ეს. 7,5-7; 8,9.10; გოდ. 3,[37]
- მხოლოდ უფლის ჩანაფიქრი აღსრულდება იგ. 19,[21]; 21,1
ბ) (აზროვნება) ჩვენით კი არ ვიაზრებთ, არამედ უფლისგან გვაქვს უნარი 2კორ. 3,5
გ) (სურვილთა შესახებ) - ვერაფერს მიიღებს კაცი, თუ ზეცით არ მისცემია ინ.3,27; 6,65; იაკ. 1,17
- კაცის ნება-სურვილზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის მოწყალებაზე რომ. 9,[16}; 2ტიმ. 1,9
- ღმერთი ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც ეზრ. 1,5; ფლპ.2,[13]
დ) (სიბრძნის, ცოდნის, რჩევის შესახებ) - არ არსებობს სიბრძნე, ცოდნა, რჩევა უფლის პირისპირ იგ. 21,[30]
- თუ დაიკვეხნის, დაიკვეხოს რომ გონიერია და მიცნობს იერ. 9,23

2) ღმერთი სცვლის კაცს, რათა იყოს მისდამი მორჩილი
ა) ბაგეში უდებს, შთააგონებს გამ. 4,12.15; ეზრ. 1,1; 7,27; იერ. 1,7-9; მათ. 10,19.20; ლუკ. 12,11.12; 21,14.15
ბ) (კაცს გულს უცვლის) - ერთი გულის ჩადება უფლისგან, რათა შეასრულონ მეფის ბრძანება 2ნეშ. 30,12
- ჩაუდგამ მოშიშ გულს მათ სასიკეთოდ, რონ არ განმიდგნენ იერ.32,39,40
- მიიზიდოს ჩვენი გულები, რათა მასთან ვიაროთ 3მეფ. 8,58; ფს.140,4
- კაცის გული წაერთმევა და მხეცის გული მიეცემა დან. 4,[13]
გ) კაცს თავის სულს უდგამს ღმერთი ეზეკ. 11,19.20; 36,[27]; რომ. 8,14
დ) (კაცს სრულყოფს) რომ. 9,11; ებრ. 13,21
ე) თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება და ჩვენ - მასში 1ინ. 3,24; 2ინ.6
ვ) (ღმერთი ამაგრებს) - კაცის ნაბიჯებს მის გზაზე ფს. 18,5; 118,[36]
- იყო ხელი უფლისა მათთან საქ. 11,21
- ღმერთი აძლევს სინანულს სიცოცხლისთვის საქ. 11,18
ზ) მორჩილება მოსწონს ღმერთს ეზეკ. 37,24; 1პეტ. 1,22; 1ინ. 1,6.7

3) ურჩობა სიტყვისადმი დასჯადია 1პეტ. 2,8
- ისმენენ ღვთის სიტყვას და არ ასრულებენ ეზეკ. 33,31
- ურჩობა არ მოსწონს ღმერთს 2მეფ. 11,[27]

4) ღმერთის ნება აღსრულდება ეს. 46,10.11; საქ. 4,28; 1პეტ. 1,2
- კეთილინება ღმერთმა ლუკ. 12,32
- გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო ეფ. 1,9
- მის განაჩენს ვერავინ შესცვლის ეს. 14,27
- ვისაც უნდა შეიწყალებს რომ. 9,18

5) ხსნა კაცის სურვილზე კი არა, ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული ინ. 1,13; იაკ. 1,18

6) ღმერთი ითხოვს აღვასრულოთ მისი ნება ლუკ. 6,43-46
- ცათა სასუფეველში შევა მისი ნების აღმსრულებელი მათ. 7,21-23

7) ცოდვილ ქვეყანას აქვს არჩევანის თავისუფლება რომ. 1,18-32

8) ქრისტიანი შეიძლება განუდგეს ღმერთს ეფ. 2,2; ებრ. 3,12
და სიფრთხილეა საჭირო თავისუფალი ნება არ ექცეს სამუდამო ტანჯვად ებრ. 4,1; 6,4-8; 10,26-29

როგორც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, კაცის თავისუფლება სწორედ თავისუფალი არჩევანის უქონლობაშია. ის ღმერთშია, რომელიც
არის სიყვარული და თუ შევიცნობთ ამ ჭეშმარიტებას, მაშინ მართლაც თავისუფლებად ვიქცევით

P.S.არ უნდა აგვერიოს ეს თემა თემაში '"თავისუფლება ქრისტეში".

__თემაზე წერდნენ__
*** 
ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა, მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლაეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან). აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა და ადამიანისთვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნდბის მქონე გონიერ არსებად არის ღმერთის მიერ შექმნილი. 
__ნეტარი ავგუსტინე_