ვძლიოთ შიშის სულს

საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 4 : 1 ; გამოსვლა 14 : 13 ; ლევიანნი 26 : 36 ; რიცხვნი 13 : 33 ; რიცხვნი 14 : 9 ; მეორე რჯული 20 : 1 ; მეორე რჯული 31 : 8 ; იესო ნავეს ძე 1 : 9 ; 1მეფეთა 17 : 11 ; 1მეფეთა 23 : 2 ; 4მეფეთა 6 : 15 ; ფსალმუნები 26 : 1 ; იგავნი 28 : 1 ; ესაია 7 : 2 ; ესაია 30 : 17 ; ესაია 35 : 4 ; ესაია 51 : 12 ; ესაია 57 : 11 ;
3.49.10. ვძლიოთ შიშის სულს

 (შიშისგან რყეულნი) 

გამ.4,1-4,, 14,13.14 ლევ.26,36 რიცხ.13,33,, 14,9 რჯ.20,1-3,, 31,8 იესნ.1,9,, 1მფ.17,11.24.32,, 23,3,, 4მფ.6,15-17 ფს.26,1-3 იგ.28,1 ეს.7,2,, 30,17,, 35,4,, 51,12.13,, 57,11 მარ.4,40,, 1ინ.4,18 ებრ.12,12

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 4
1. მიუგო მოსემ და უთხრა: არ დამიჯერებენ, არ შეისმენენ ჩემს სიტყვას. რომ მითხრან, არ გამოგცხადებიაო უფალი?
2. უთხრა უფალმა: რა გიჭირავს ხელში? მიუგო: კვერთხი.
3. უთხრა: მიწაზე დააგდე! დააგდო მიწაზე და გველად იქცა. და გაერიდა მას მოსე.
4. უთხრა უფალმა მოსეს: გაიწოდე ხელი და კუდზე მოკიდე. გაიწოდა ხელი და მოჰკიდა, და ისევ კვერთხად იქცა მის ხელში.

გამოსვლა 14
13. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, მტკიცედ იდექით და დაინახავთ, რომ მალე შეგეწევათ უფალი. დღეს ხედავთ ეგვიპტელებს, მაგრამ ამიერიდან აღარასოდეს იხილავთ.
14. უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ მშვიდად იყავით.

ლევიანნი 26
36. დანარჩენებს გულს გაგილაჩრებთ მტრების ქვეყნებში. გაფრენილი ფოთლის ხმა შეგაშინებთ და გაიქცევით, თითქოს მახვილს გაურბოდეთ. დაეცემით, მდევარი კი არავინ იქნება.

რიცხვთა 13
33. იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში. 

რიცხვთა 14
9. ოღონდ ნუ აუჯანყდებით უფალს და მაგ ქვეყნის ხალხის ნუ შეგეშინდებათ, რადგან ჩვენი კერძია იგი, უმწეოდ არიან დარჩენილი, უფალი კი ჩვენთან არის. ნუ გეშინიათ!

მეორე რჯული 20
1. როცა გახვალ შენს მტრებთან საომრად და დაინახავ ცხენებს, ეტლებსა და შენზე მრავალრიცხოვან ხალხს, ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ეგვიპტის ქვეყნიდან შენი გამომყვანი.
2. ბრძოლის მოახლოებისას მოდგეს მღვდელი და ელაპარაკოს ხალხს,
3. უთხრას: ისმინე, ისრაელო! ახლა ებმები ბრძოლაში შენს მტრებთან. ნუ დაგიძაბუნდებათ გული, ნუ შეშინდებით, ნუ შედრკებით, ნუ დაფრთხებით მათ წინაშე.

მეორე რჯული 31
8. თავად უფალი ივლის შენს წინ, ის იქნება შენთან, არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, ნუ შეგეშინდება და ნუ დაფრთხები.

იესო ნავეს ძე 1
9. ხომ ჩაგაგონე, გამაგრდი, გამხნევდი, ნუ შედრკები და ნუ შეშინდები-მეთქი, რადგან შენთან იქნება უფალი, შენი ღმერთი, სადაც კი წახვალ.

1მეფეთა 17
11. გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.
24. როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად.
32. უთხრა დავითმა საულს: ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს.

1მეფეთა 23
2. დაეკითხა დავითი უფალს: თუ წავედი, დავამარცხებ ამ ფილისტიმელებს? მიუგო უფალმა დავითს: წადი და დაამარცხებ ფილისტიმელებს და იხსნი კეყილს.

4მეფეთა 6
15. ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება?
16. უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
17. ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით. 

ფსალმუნი 26
1. დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
2. თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
3. თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.

იგავნი 28
1. ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან 

ესაია 7
2. ემცნო დავითის სახლს: ეფრემში დაბანაკდა არამიო. მაშინ შეირხა მისი გული და მისი ხალხის გული, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან.

ესაია 30
17. ათასი გაიქცევა ერთის მუქარაზე; ხუთის მუქარაზე ყველანი გაიქცევით, ვიდრე სამანივით არ შერჩებით მთის წვერს და მაღლობს - ნიშანივით.

ესაია 35
4. უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ.

ესაია 51
12. მე ვარ, მე, თქვენი ნუგეშისმცემელი! ვინა ხარ, რომ გეშინია მკვდარი კაცისა და ადამის ძისა, ბალახად რომ შეირაცხება?
13. დაგვიწყებია უფალი, შენი შემქმნელი, ცათა გარდამთხმელი და მიწის დამფუძნებელი, და გეშინია მუდამდღე, გამუდმებით, მჩაგვრელის რისხვისა, დასაღუპავად რომ ემზადება. მაგრამ სად არის მჩაგვრელის რისხვა?

ესაია 57
11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.

მარკოზი 4
40. და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ რწმენა?

1იოანე 4
18. სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა,ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში. 

ებრაელთა 12
12. მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.