ღვთის მოლოდინი, სასოება (ვსასოებთ, ვესავთ), იმედის დამყარება მასზე, მინდობა

საკვანძო მუხლები:

დაბადება 49 : 18 ; ფსალმუნები 26 : 14 ; ფსალმუნები 32 : 18 ; ფსალმუნები 36 : 7 ; ფსალმუნები 61 : 6 ; ფსალმუნები 129 : 5 ; ფსალმუნები 145 : 5 ; იგავნი 14 : 32 ; ესაია 25 : 9 ; ესაია 26 : 8 ; იერემია 17 : 7 ; გოდება იერემიასი 3 : 25 ;
2.2.16. ღვთის მოლოდინი, სასოება (ვსასოებთ, ვესავთ), იმედის დამყარება მასზე, მინდობა

დაბ.49,18 ფს.26,14,, 32,18.22,, 36,7.9,, 61,6,, 129,5,, 145,5 იგ.14,32 ეს.25,9,, 26,8 იერ.17,7 გოდ.3,25.26,, 1პეტ.1,3.21,, 1ინ.3,3 რომ.5,2,, 8,23.[24.25],, 12,12,, 15,4.13,, 1კორ.13,13,, 2კორ.4,18 გალ.5,5 კოლ.1,5.23.27,, 1თეს.1,3,, 5,8,, 2თეს.2,16 ტიტ.2,13 ებრ.6,11.18.19,, 11,1

ბიბლიის მუხლები

დაბადება 49
18. შენგან მოველი ხსნას, უფალო!

ფსალმუნი 26
14. მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი. 

ფსალმუნი 32
18. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
22. იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს. 

ფსალმუნი 36
7. დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
9. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.

ფსალმუნი 61
6. მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი.

ფსალმუნი 129
5. მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.

ფსალმუნი 145
5. ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე.

იგავნი 14
32. ბოროტეული თავისი უკეთურების გამო მოიკვეთება, მართალი კი სიკვდილშიც სასოებას ჰპოვებს.

ესაია 25
9. იტყვიან იმ დღეს: აჰა, ეს არის ღმერთი ჩვენი, მას ვესავდით და გვიხსნა! ეს არის უფალი, მას ვესავდით! ვიშვათ და გავიხაროთ მისმიერი ხსნით!

ესაია 26
8. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.

იერემია 17
7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.

გოდება 3
25. კეთილია უფალი მისი მოსავისთვის, მისი მძებნელი სულისათვის;
26. კარგია, როცა კაცი მდუმარედ მოელის ხსნას უფლისაგან;

1პეტრე 1
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
21. რომელთაც მის მიერ იწამეთ ღმერთი, მკვდრეთით რომ აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა ღვთის რწმენა და სასოება გქონდეთ.

1იოანე 3
3. ყველამ, ვისაც ასე ეიმედება იგი, თავი განიწმიდოს, როგორც ისაა წმიდა.

რომაელთა 5
2 რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.

რომაელთა 8
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში. 
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.

რომაელთა 12
12. გიხაროდეთ სასოებით; მომთმენნი იყავით ჭირში, ხოლო ლოცვისას - მოუღლელნი.

რომაელთა 15
4. ხოლო ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წერილისმიერი ნუგეშისცემით სასოება გვქონდეს.
13. სასოების ღმერთმა კი ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით აგავსოთ რწმენიმიერ, რათა სული წმიდის ძალით ულევი იმედი გქონდეთ.

1კორინთელთა 13
13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.

2კორინთელთა 4
18. როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს, ვინაიდან ხილული წარმავალია, უხილავი კი - წარუვალი. 

გალატელთა 5
5. ჩვენ კი სულით მოველით სიმართლის სასოებას რწმენისგან.

კოლასელთა 1
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
23. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
27. რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,

1თესალონიკელთა 1
3. გამუდმებით ვიგონებთ თქვენი რწმენის საქმეს, სიყვარულის ღვაწლს და მოთმინებას სასოებისას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიმართ, ღვთისა და მამის წინაშე.

1თესალონიკელთა 5
8. ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.

2თესალონიკელთა 2
16. ხოლო თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და საუკუნო ნუგეშთან ერთად კეთილი იმედიც მოგვმადლა, -

ტიტე 2
13. და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას,

ებრაელთა 6
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
18. რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,
19. რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,

ებრაელთა 11
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.