თავის მართლება, შეკამათება, დავა, ცილობის ქმნა ღმერთთან

საკვანძო მუხლები:

დაბადება 32 : 12 ; იობი 9 : 2 ; იობი 13 : 3 ; იობი 23 : 3 ; იობი 40 : 1 ; ეკლესიასტე 6 : 10 ; ესაია 1 : 17 ; ესაია 41 : 21 ; ესაია 45 : 9 ; ესაია 43 : 9 ; იერემია 2 : 29 ; ოსია 12 : 3 ;
3.27.2. თავის მართლება, შეკამათება, დავა, ცილობის ქმნა ღმერთთან

- კაცს აქვს სურვილი ელაპარაკოს ყოვლადძლიერს იობ.13,3.22,, 23,3-6

- გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფი მოითხოვს აღთქმის აღსრულებას დაბ.32,12

- ღმერთი ეპასუხება მასთან პაექრობის მსურველს იობ.40,1-8 ეს.41,21

- ღმერთი თანახმაა ეპაექროს კაცს, ოღონდ ჯერ ის მისთვის სათნო უნდა იყოს ეს.1,17.18

- ღმერთი ედავება ოს.12,3

- მაგრამ ვინ გაუმართავს დავას ღმერთს? კაცს ეს არ შეუძლია იობ.9,2-4 ეკლ.6,10 რომ.9,18-21

- ღმერთი კაცი როდია, დავა რომ გაუმართო იობ.9,32-35

- ვაი გამჩენთან მოდავეს ეს.45,9

- კაცი შედავებით ცდილობს თავი იმართლოს ეს.43,9.26 იერ.2,29.35 ლუკ.10,29; 16,15; 18,9-14 რომ.10,3

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32
12. აკი მითხარი: სიკეთეს გიყოფ, ზღვის ქვიშასავით აურაცხელს გავხდიო შენს შთამომავლობას!

იობი 9
2. ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?
3. თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.
4. გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?
32. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.
33. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.
34. გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!
35. მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან. 

იობი 13
3. მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.
22. მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

იობი 23
3. ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?
4. წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.
5. გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.
6. მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.

იობი 40
1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა:
2. რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.
3. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:
4. აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.
5. ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.
6. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:
7. შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:
8. გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?

ეკლესიასტე 6
10. რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია: ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია.

ესაია 1
17. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება.

ესაია 41
21. წარმოადგინეთ თქვენი სარჩელი, ამბობს უფალი. მოიტანეთ თქვენი საჩივრები, ამბობს იაკობის მეუფე.

ესაია 43
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!
26. გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო. 

ესაია 45
9. ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები?

იერემია 2
29. რიღასთვის მედავებით? ხომ ყველანი განმიდექით მე, ამბობს უფალი.
35. და მაინც ამბობ: უბრალო ვარ, ამცდება მისი რისხვაო. მაგრამ, აჰა, გაგიმართავ დავას, რაკი ამბობ, არ შემიცოდავსო.

ოსია 12
3. დავა აქვს უფალს იუდასთან და მოჰკითხავს იაკობს მის საქციელს; მის საქმეთაებრ მიაგებს მას.

ლუკა 10
29. ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?

ლუკა 16
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

ლუკა 18
9. ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ, მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ:
10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

რომაელთა 9
18. ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს.
19. შენ მეტყვი: მაშინ რაღად გვდებს ბრალს? რადგანაც ვის შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას?
20. კი მაგრამ, შენ ვინა ხარ, კაცო, რომ ედავები ღმერთს? განა ნახელავი ეტყვის ხელოსანს: რატომ შემქმენი ასეო?
21. იქნებ მეთუნეს ნება არა აქვს, რომ მის მიერ მოზელილი ერთი და იმავე თიხისგან ძვირფასი ჭურჭელიც გააკეთოს და უფასურიც?

რომაელთა 10
3. ვინაიდან, რაკი არ იცოდნენ სიმართლე ღვთისა და თავიანთი სიმართლის დამტკიცებას ცდილობდნენ, ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.