ოჯახის, სახლის მოფრთხილება, პატივისცემა, დაცვა განსაცდელისგან

საკვანძო მუხლები:

დაბადება 31 : 19 ; დაბადება 33 : 1 ; დაბადება 47 : 12 ; მსაჯულნი 12 : 14 ; რუთი 2 : 18 ; 1მეფეთა 10 : 2 ; 1მეფეთა 19 : 11 ; 1მეფეთა 22 : 3 ;
4.15.4. __

დაბ.31,19,, 33,1,, 47,12 მსაჯ.12,14 რუთ.2,18,, 1მფ.10,2,, 19,11-17,, 22,3.4 იგ.31,28 მათ.15,4-6 მარ.7,11-13 ინ.19,26.27 ეფ.6,1-4,, 1ტიმ.5,[4] 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 31
19. ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული და რახელმა მოიპარა კერპები, მამამისს რომ ჰქონდა.

დაბადება 33
1. გაიხედა იაკობმა და ხედავს, მოდის ესავი ოთხასი კაცით. გაუთავთავისა იაკობმა ბავშვები ლეას, რახელს და ორ მხევალს.

დაბადება 47
12. ამარაგებდა იოსები მამას და ძმებს, მთელს მამის სახლს პურით ბავშვების სულადობის კვალობაზე.

მსაჯულთა 12
14. ორმოცი ვაჟი და ოცდაათი შვილიშვილი ჰყავდა, სამოცდაათ ახალგაზრდა სახედარზე ამხედრებული, და რვა წელი მსაჯულობდა ისრაელზე.

რუთი 2
18. აიღო და წავიდა ქალაქში. ნახა დედამთილმა მისი ანაკრეფი. ამოიღო რუთმა, რაც შეუჭმელი დარჩა და მისცა.

1მეფეთა 10
2. დღესვე, როცა ჩემგან წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის საფლავთან, ბენიამინის საზღვარზე ცელცახში; გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წამოხვედი. აჰა, დაავიწყდა მამაშენს თავისი ვირები და თქვენზე დარდობს: რა ვუყო ჩემს შვილსო?

1მეფეთა 19
11. მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: "თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.
12. სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.
13. აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.
14. კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: "ავადაა”.
15. ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: "სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.
16. მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.
17. უთხრა საულმა მიქალს: "ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: "ასე მითხრა: "გამიშვი, თორემ მოგკლავო”.

1მეფეთა 22
3. წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
4. დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.

იგავნი 31
28. დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, მისი ქმარი - და აქებს მას.

მათე 15
4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -
6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

მარკოზი 7
11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -
12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.
13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

იოანე 19
26. ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
27. მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.

ეფესელთა 6
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.
2. „პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -
3. რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად.
4. თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით.

1ტიმოთე 5
4. ხოლო თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, დაე, მათ თავდაპირველად ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და სანაცვლო მიაგონ მშობლებს, რადგანაც ეს ეამება ღმერთს.