ბორკილები, ხუნდები, ჯაჭვები


საკვანძო მუხლები:

მსაჯულნი 16 : 21 ; 1მეფეთა 15 : 32 ; 2მეფეთა 3 : 34 ; 2მეფეთა 22 : 6 ; 4მეფეთა 25 : 7 ; იობი 12 : 18 ; იობი 13 : 27 ; იობი 33 : 11 ; ფსალმუნები 104 : 18 ; ფსალმუნები 106 : 10 ; ფსალმუნები 115 : 7 ; ფსალმუნები 149 : 8 ; იგავნი 7 : 22 ; ეკლესიასტე 7 : 26 ; ესაია 28 : 22 ; ესაია 45 : 14 ; იერემია 2 : 20 ; იერემია 30 : 8 ; იერემია 40 : 4 ; გოდება იერემიასი 3 : 7 ; ეზეკიელი 20 : 37 ; ნაუმი 3 : 10 ; მარკოზი 5 : 4 ; ლუკა 13 : 16 ; საქმენი მოციქულთა 2 : 24 ; საქმენი მოციქულთა 12 : 6 ; საქმენი მოციქულთა 16 : 24 ; საქმენი მოციქულთა 20 : 23 ; საქმენი მოციქულთა 22 : 4 ; საქმენი მოციქულთა 26 : 29 ; საქმენი მოციქულთა 28 : 20 ; 2პეტრე 2 : 4 ; 2ტიმოთე 1 : 16 ; ფილიმონი 1 : 13 ; ებრაელთა 11 : 36 ; 2ნეშტთა 33 : 11 ; იობი 36 : 8 ; ლუკა 8 : 29 ;
=3.46.52 ბორკილები, ხუნდები, ჯაჭვები

მსაჯ.16,21; 1მფ.15,32; 2მფ.3,34; 22,6; 4მფ.25,7; 2ნეშ.33,11 იობ.12,18; 13,27; 33,11; 36,8 ფს.104,18; 106,10; 115,7; 149,8 იგავ.7,22 ეკლ.7,26 ეს.28,22; 45,14 იერ.2,20; 30,8; 40,4 გოდ.3,7 ეზეკ.20,37 ნაუმ.3,10 მარ.5,4 ლუკ.8,29; 13,16 საქ.2,24; 12,6; 16,24; 20,23; 22,4; 26,29; 28,20; 2პეტ.2,4; 2ტიმ.1,16 ფილიმ.1,13 ებრ.11,36

ბიბლიის მუხლები

მსაჯულნი 16
21. შეიპყრეს ფილისტიმელებმა და დასთხარეს თვალები. ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ჯაჭვებით შეკრეს და ფქვავდა იგი საპყრობილეში.

1მეფეთა 15
32. და თქვა სამუელმა: “მომიყვანეთ აგაგი, ყამალეკის მეფე.” მოვიდა მასთან შებორკილი აგაგი და იფიქრა აგაგმა: “ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილი.”

2მეფეთა 3
34. დაეცი, როგორც ბოროტმოქმედთა ხელით ეცემიან.” და კიდევ უფრო მეტად ატირდა ხალხი.

2მეფეთა 22
6. შავეთის ქსელები შემომეხლართა, სიკვდილის ბადეებმა მომიცვეს.

4მეფეთა 25
7. თვალწინ დაუკლეს შვილები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.

2ნეშტთა 33
11. და გამოიყვანა მის წინააღმდეგ უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები, კაუჭებით შეიპყრეს მენაშე, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს.

იობი 12
18. ბორკილებს აყრევინებს მეფეებს და წელზე სარტყელს არტყამს.

იობი 13
27. ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს ბილიკს, და ნიშანს მასვამ.

იობი 33
11. ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’

იობი 36
8. და თუ ვინმეს ბორკილები ადევს ან ტანჯვის საბელით არის შეკრული,

ფსალმუნი 104
18. გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს.

ფსალმუნი 106
10. მსხდომარენი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა,

ფსალმუნი 115
7. გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; მორჩილი ვარ შენი, ძე შენი მხევლისა, გახსენი ჩემი ბორკილები.

ფსალმუნი 149
8. შეკრან მათი მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით.

იგავნი 7
22. მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ხარი დასაკლავად რომ მიდის, და როგორც ბრიყვი ბორკილებში - დასასჯელად,

ეკლესიასტე 7
26. და ვპოვე მე, რომ სიკვდილზე მწარეა ქალი, რადგან ის ხაფანგია, მისი გული - ბადე და მისი ხელები - ბორკილები. უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ხოლო ცოდვილი გაებმება მასში.

ესაია 28
22. ახლა კი ნუ მასხრობთ, რათა არ გამაგრდეს თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების განაჩენი მოვისმინე მე უფლისაგან, ცაბაოთ ღმერთისაგან.

ესაია 45
14. ასე ამბობს უფალი: "ეგვიპტის ნაყოფები, ქუშის ნავაჭრი და შებაელნი, ზორბა ხალხი, შენი გახდებიან, შენ გამოგყვებიან, ბორკილებში ივლიან, მოიდრიკებიან შენ წინაშე და შემოგღაღადებენ: ნამდვილად მხოლოდ შენშიაო ღმერთი და მის გარდა სხვა არავინაა ღმერთი.

იერემია 2
20. "რადგან დიდი ხნის წინ მე დავლეწე შენი უღელი და დავწყვიტე შენი ბორკილები, მაგრამ შენ თქვი: "მაინც არ გემსახურები” და ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ დაწექი მეძავივით.

იერემია 30
8. და იქნება იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, რომ დავამსხვრევ მის უღელს მათ ქედზე და დავწყვეტ მათ ბორკილებს; ვეღარ დაიმონებენ მას უცხონი.

იერემია 40
4. აჰა, დღეს გათავისუფლებ ბორკილებისგან, ხელებზე რომ გადევს; თუ მოინდომებ ჩემთან ბაბილონში წამოსვლას, წამოდი და მე ვიზრუნებ შენზე; თუ არ გსურს ჩემთან ბაბილონში წამოსვლა, ნუ წამოხვალ. შეხედე, მთელი ქვეყანა შენს წინაა, სადაც უკეთესად და სწორად მიგაჩნია, იქ წადი”.

გოდება იერემიასი 3
7. ზღუდე შემომავლო, რომ ვერ გავიდე; ბორკილები დამიმძიმა.

ეზეკიელი 20
37. გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და აღთქმის ბორკილებს დაგადებთ.

ნაუმი 3
10. ისიც განდევნეს, ტყვედ წაიყვანეს, მისი ბავშვები ნაკუწებად აქციეს ყოველი ქუჩის თავში; მის დიდებულებზე წილი ყარეს, წარჩინებულებს ბორკილები დაადეს.

მარკოზი 5
4. აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.

ლუკა 8
29. რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.

ლუკა 13
16. ხოლო ეს აბრაამის ასულია, რომელიც უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრული ჰყავდა სატანას. შაბათ დღეს არ შეიძლებოდა გამოხსნილიყო ამ ხუნდებიდან?”

საქმეები 2
24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.

საქმეები 12
6. იმ ღამეს, ჰეროდემ მისი გამოყვანა რომ განიზრახა, ორმაგი ბორკილებით შეკრულ პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.

საქმეები 16
24. ასეთი ბრძანება რომ მიიღო, მანაც შეყარა ისინი შიდა საპყრობილეში და ფეხებზე ხუნდები დაადო.

საქმეები 20
23. მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის.

საქმეები 22
4. ამ გზაზე მავალთ სასიკვდილოდ ვდევნიდი, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებს.

საქმეები 26
29. პავლემ კი თქვა: "ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”.

საქმეები 28
20. ამ მიზეზით მოგიწვიეთ, რომ მენახეთ და მელაპარაკა თქვენთან, რადგან ისრაელის სასოებისთვის ვარ ამ ჯაჭვებით შეკრული”.

2პეტრე 2
4. რადგან ღმერთმა ის ანგელოზებიც არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ წყვდიადის ბორკილებს გადასცა და ტარტაროზში ჩაყარა სამსჯავროსთვის შესანახად,

2ტიმოთე 1
16. უფალმა მისცეს წყალობა ონისიფორეს სახლეულს, ვინაიდან მრავალჯერ გამამხნევა მან და არ შერცხვა ჩემი ბორკილებისა,

ფილიმონი 1
13. მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად მომმსახურებოდა სახარების ბორკილებში.

ებრაელთა 11
36. ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.

3.46.52 Колода, кандалы, оковы
Суд.16,21; 1цар.15,32; 2цар.3,34; 22,6; 4цар.25,7; 2Пар.33,11 Иов.12,18; 13,27; 33,11; 36,8 Пс.104,18; 106,10; 115,7; 149,8 Пр.7,22 Екк.7,26 Ис.28,22; 45,14 Иер.2,20; 30,8; 40,4 Плач.3,7 Иез.20,37 Наум.3,10 Мар.5,4 Лук.8,29; 13,16 Деян.2,24; 12,6; 16,24; 20,23; 22,4; 26,29; 28,20; 2Пет.2,4; 2Тим.1,16 Филим.1,13 Евр.11,36