ღვთის შიშით აღარავისი შეგვეშინდება

საკვანძო მუხლები:

დაბადება 12 : 11 ; დაბადება 20 : 11 ; დაბადება 26 : 7 ; დაბადება 50 : 18 ; 1მეფეთა 15 : 24 ; 1მეფეთა 27 : 1 ; 3მეფეთა 19 : 3 ; 1ნეშტთა 5 : 20 ; ფსალმუნები 117 : 6 ; ფსალმუნები 124 : 1 ; იგავნი 29 : 25 ; ესაია 57 : 11 ;
3.46.8. ღვთის შიშით აღარავისი შეგვეშინდება

ადამიანისადმი შიში ხაფანგია 

დაბ.12,11-13,, 20,11,, 26,7,, 50,18.19,, 1მფ.15,24,, 27,1.11,, 3მფ.19,3,, 1ნეშ.5,20 ფს.117,6-9,, 124,1 იგ.29,[25] ეს.57,11 მათ.10,28,, 26,69-75 ინ.3,2,, 9,22,, 19,12.13 გალ.2,11-13,, 2ტიმ.4,16.17

ბიბლიის მუხლები

დაბადება 12
11. როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
12. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13. თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.

დაბადება 20
11. უთხრა აბრაამმა: ვიფიქრე, ღვთის შიში არ ექნებათ ამ კუთხეში და ჩემი ცოლის გამო მომკლავენ-მეთქი.

დაბადება 26
7. გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.

დაბადება 50
18. მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა, შენი მორჩილნი ვართ.
19. უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ?

1მეფეთა 15
24. უთხრა საულმა სამუელს: შევცოდე, რომ გადავედი უფლის ბრძანებას და შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და გავუგონე მის ხმას.

1მეფეთა 27
1. თქვა დავითმა თავის გულში: ერთ დღეს მაინც დავიღუპები საულის ხელით; ამიტომაც მიჯობს, თავი შევაფარო ფილისტიმელთა ქვეყანას, მომეშვება საული და აღარ დამიწყებს ძებნას ისრაელში, და მეც გადავურჩები მას.
11. არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.

3მეფეთა 19
3. შეშინდა ელია; ადგა და წავიდა, რომ თავი გადაერჩინა. მივიდა იუდას ბერშებაში და დატოვა იქ თავისი მსახური.

1ნეშტთა 5
20. მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.

ფსალმუნი 117
6. უფალი ჩემთან არის - არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
7. უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს მტრებს.
8. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე.
9. უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე.

ფსალმუნი 124
1. გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.

იგავნი 29
25. ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.

ესაია 57
11. ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, რომ მღალატობდი და არ გახსოვდი, გულზე არ გქონდი დადებული? ალბათ რომ ვდუმდი კარგა ხანი, იმიტომაც არ გქონდა ჩემი შიში.

მათე 10
28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

მათე 26
69. პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
70. ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
71. და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
72. ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.
73. ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათთაგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.
74. მაშინ ის მოჰყვა წყევლას და ფიცს, რომ არ იცნობს იმ კაცს, და სწორედ ამ დროს იყივლა მამალმა.
75. გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო; გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. 

იოანე 3
2. რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.

იოანე 9
22. ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ, სინაგოგიდან მოვკვეთთო.

იოანე 19
12. ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.
13. ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად - გაბათა.

გალატელთა 2
11. მაგრამ, როცა ანტიოქიაში მოვიდა პეტრე, წინ აღვუდექი მას, რადგანაც გასაკიცხი იყო;
12. ვინაიდან იაკობის მიერ ზოგიერთი წარმოგზავნილის მოსვლამდე წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლის შემდეგ განდგა და განცალკევდა წინადაცვეთილთა შიშით.
13. მასთან ერთად თვალთმაქცობდნენ დანარჩენი იუდეველნიც, ასე რომ, თვით ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა თვალთმაქცობამ.

2ტიმოთე 4
16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.


ლ1 1-69 9-38 13-51