მოძრაობა - მდგომარეობის ცვალებადობა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 2 ; დაბადება 7 : 21 ; რიცხვნი 4 : 5 ; მსაჯულნი 5 : 4 ; მსაჯულნი 13 : 25 ; 1მეფეთა 1 : 13 ; 3მეფეთა 6 : 34 ; იობი 37 : 12 ; ფსალმუნები 8 : 8 ; ფსალმუნები 45 : 3 ; ფსალმუნები 111 : 6 ; ესაია 33 : 20 ; ესაია 46 : 7 ; იერემია 46 : 7 ; ეზეკიელი 1 : 17 ; საქმენი მოციქულთა 17 : 28 ; 2პეტრე 1 : 21 ; ებრაელთა 12 : 28 ; გამოცხადება 22 : 1 ;
=1.1.119 მოძრაობა - მდგომარეობის ცვალებადობა

გადაადგილება:
- ყოველი ცოცხალი არსების დაბ.1,28
- ქვეწარმავლების დაბ.7,21
- ბანაკის რიცხ.4,5
- მიწისძვრის მსაჯ.5,4
- ბაგეების 1მფ.1,13
- ანჯამებზე კარის 3მფ.6,34
- ღრუბლების იობ.37,12
- ფრინველების, თევზების ფს.8,8
- წყლის იერ.46,7 გმცხ.22,1
- ანგელოზების ეზეკ1,17
- კერპებს თავისით მოძრაობა არ შეუძლიათ ეს.46,7

გადატანითი აზრით:
- სიცოცხლე საქ.17,28

ღვთის სულის:
- შესაქმისას დაბ.1,2
- კაცში მსაჯ.13,25
- წინასწარმეტყველებში 2პეტ.1,21

შეუძვრელის შესახებ:
- ღმერთი - თავშესაფარი და ძალა ფს.45,3-7
- მართლობა ფს.111,6.7
- სიონი - საუკუნო კარავი ეს.33,20
- საუკუნო სამეფო ებრ.12,28

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
28. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.

დაბადება 7
21. და განადგურდა დედამიწაზე ყოველი ხორციელი: ფრინველი, პირუტყვი, მხეცი და ყოველი ქვეწარმავალი, რაც კი იძვრის მიწაზე, აგრეთვე ყოველი ადამიანი.

რიცხვნი 4
5. ბანაკის დაძვრისას შევიდნენ აჰარონი და მისი ძენი, ჩამოხსნან ჩამოსაფარებელი კრეტსაბმელი და გადააფარონ მოწმობის კიდობანს.

მსაჯულნი 5
4. უფალო, მიწა იძვროდა სეყირიდან და ედომის ველიდან შენი გამოსვლისას, ზეცა და ღრუბლები წყლად იღვრებოდნენ,

მსაჯულნი 13
25. უფლის სულმა იწყო მისი აღძვრა დანის ბანაკში ცორასა და ეთშაოლს შორის.

1მეფეთა 1
13. გულში ლოცულობდა ხანა, მხოლოდ მისი ბაგენი იძვროდნენ და ხმა კი არ ისმოდა; მთვრალი ეგონა იგი ყელის.

3მეფეთა 6
34. და კვიპაროსის ხის ორი კარი; ერთი კარის ორივე ფრთა, ისე მეორე კარის ორივე ფრთა ანჯამებზე მოძრაობდა.

იობი 37
12. მისი ნება-სურვილით მოძრაობენ ღრუბლები, მის ბრძანებას ასრულებენ მთელი დედამიწის ზურგზე.

ფსალმუნი 8
8. ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.

ფსალმუნი 45
3. თუნდაც ახმაურდნენ და აბობოქრდნენ წყლები, მთებიც რომ შეიძრნენ მათი მღელვარებისგან.
4. მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას.
5. ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი.
6. ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება - დედამიწა.
7. ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.

ფსალმუნი 111
6. უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა.
7. ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი.

ესაია 33
20. აგერ სიონი, ჩვენი შეკრების ქალაქი! იხილავენ შენი თვალები იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, უსაფრთხო კარავს, რომელიც არ დაიძვრება, რომლის პალოებსაც აღარასოდეს ამოიღებენ და არცერთი საბელი მისი - არ გაწყდება.

ესაია 46
7. მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.

იერემია 46
7. ვინ არის ნილოსივით რომ ადიდებულა, მდინარეების წყლებივით რომ იძვრის?

ეზეკიელი 1
17. დაიძვრებოდნენ თავიანთი ოთხი მიმართულებით, მოძრაობდნენ და მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ.

საქმეები 17
28. რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო!

2პეტრე 1
21. რადგანაც წინასწარმეტყველება არასოდეს კაცის ნებით არ წარმოთქმულა, არამედ სული წმიდის კარნახით წარმოსთქვამდნენ მას ღვთის წმიდა კაცნი.

ებრაელთა 12
28. ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.

გამოცხადება 22
1. და მაჩვენა ბროლივით ბრწყინვალე სიცოცხლის წყლის მდინარე, ღვთისა და კრავის ტახტიდან რომ მოედინებოდა.