აბიმელექი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 20 : 9 ; დაბადება 21 : 22 ; დაბადება 26 : 1 ; მსაჯულნი 8 : 31 ; მსაჯულნი 9 : 1 ; 1ნეშტთა 18 : 16 ; 1ნეშტთა 24 : 6 ;
=1.9.62 აბიმელექი

პირველი აბიმელექი
- გერარის ფილისტიმელი მეფე დაბ.20,2-18
- კავშირი შეკრა აბრაამთან დაბ.21,22-34

მეორე აბიმელექი
- გერარის მეორე მეფე დაბ.26,1-12
- უთხრა გამდიდრებულ ისააკს, გასცლოდა დაბ.26,13-16
- კავშირი შეკრა ისააკთან დაბ.26,17-33

მესამე აბიმელექი
- გედეონის ძე მსაჯ.8,31
- მოაწყო შეთქმულება, რათა მეფე გამხდარიყო მსაჯ.9,1-4
- დახოცა თავისი 70 ძმა მსაჯ.9,5
- გახდა შექემის მეფე მსაჯ.9,6
- ამხილა გადარჩენილმა ძმა იოთამმა მსაჯ.9,7-21
- გაყალის შეთქმულება მის წინააღმდეგ მსაჯ.9,22-29
- აიღო შექემი და თებეცი მსაჯ.9,41-50
- სიკვდილი ქალის ხელით მსაჯ.9,51-57

მეოთხე აბიმელექი
- აბიათარის ძე მღვდელი იყო 1ნეშ.18,16
- ეწოდა ახიმელექი 1ნეშ.24,6

ბიბლიის მუხლები

დაბადება 20
2. თქვა აბრაჰამმა სარაზე, თავის ცოლზე, რომ და იყო მისი. აბიმელექმა, გერარის მეფემ, კაცი გაგზავნა და თავისთან მიაყვანინა სარა.
3. მაგრამ ღმერთი მოევლინა სიზმარში აბიმელექს და უთხრა: "აჰა, მოკვდები იმ ქალის გამო, რომელიც მოიყვანე, რადგან ქმრიანია იგი!”
4. მაგრამ არ მიჰკარებია მას აბიმელექი და ამიტომ უთხრა უფალს: "უფალო, განა მართალ ხალხსაც დაღუპავ?
5. მან ხომ მითხრა, ჩემი და არისო? ქალმაც თქვა: ჩემი ძმა არისო! გულმართლად და უმწიკვლო ხელით ჩავიდინე ეს”.
6. და უთხრა ღმერთმა სიზმარში: "ვიცი, რომ გულმართლად გააკეთე ეს, ამიტომ განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე და არ მიგაკარე მაგ ქალს.
7. ახლა კი დაუბრუნე ცოლი თავის ქმარს, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი, ისიც ილოცებს შენთვის და იცოცხლებ; ხოლო თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, რომ შენ და შენიანებს სიკვდილი არ აგცდებათ”.
8. ადგა აბიმელექი დილაადრიანად, დაიბარა კარისკაცნი და ყველაფერს მოუყვა. ფრიად შეშინდა ხალხი.
9. მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: "ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”

დაბადება 21
22. იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23. ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.

დაბადება 26
1. შიმშილი ჩამოვარდა ქვეყანაზე იმ შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაჰამის დროს იყო; და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
16. და უთხრა აბიმელექმა ისაკს: "გაგვეცალე, რადგან მეტისმეტად ძლიერი შეიქენი ჩვენზე”.
28. უთხრეს: "ცხადად ვხედავთ, რომ უფალია შენთან; ვთქვით, დაიდოს ფიცი ჩვენსა და შენს შორის და აღთქმა დავუდოთ ერთმანეთს.

მსაჯულნი 8
31. შექემელმა ხარჭამაც უშვა ძე და დაარქვა სახელად აბიმელექი.

მსაჯულნი 9
1. წავიდა აბიმელექი, იერუბაყალის ძე, შექემში თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მთელ მამისსახლს:
2. "ჩააგონეთ შექემის ყველა მცხოვრებს: "რა გირჩევნიათ, იერუბაყალის სამოცდაათი ძე ბატონობდეს თქვენზე, თუ ერთი კაცი იყოს თქვენი ბატონი?” გახსოვდეთ, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი”.
3. ჩააგონეს დედის ძმებმა შექემელების ყურს ეს სიტყვები და მიიდრიკა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ჩვენი ძმააო იგი.
4. და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.
5. მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
6. შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.
7. როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა, დადგა გერიზიმის მთაზე, აღიმაღლა ხმა და გადმოსძახა მათ: "ისმინეთ ჩემი, შექემის მცხოვრებნო, რათა ღმერთმაც მოგისმინოთ!”
19. ახლა კი, თუ ჭეშმარიტად და კეთილსინდისიერად მოექეცით იერუბაყალსა და მის სახლეულს, იხარებდეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით;
20. თუ არადა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შთანთქას შექემის მკვიდრნი და მილოს სახლეული, გამოვიდეს ცეცხლი შექემის მკვიდრთაგან და მილოს სახლეულიდან და შთანთქას აბიმელექი!”
21. გამოიპარა იოთამი, გაიქცა და ბეერში ჩავიდა; იქ მკვიდრობდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
28. თქვა გაყალ ყებედის ძემ: "სად აბიმელექი და სად შექემი, რომ ვემონებოდეთ? განა იერუბაყალის ძე არაა იგი და განა ზაბული არაა მისი მოურავი? ხამორის, შექემის მამის კაცებს დაემორჩილეთ, მაგას რატომ უნდა ვემსახურებოდეთ?
29. ეს ხალხი, რომ ჩემს ხელქვეით იყოს, მოვაშორებდი აბიმელექს; ვეტყოდი აბიმელექს გაიმრავლე ჯარი და გამოდი!”
49. მოჭრა თითოეულმა თითო ტოტი და გაჰყვა აბიმელექს; შემოულაგეს ტოტები საკერპოს და ცეცხლით დაწვეს და მოკვდა შექემის კოშკის ყოველი მკვიდრი, დაახლოებით ათასი კაცი და ქალი.
50. წავიდა აბიმელექი თებეცში, ალყა შემოარტყა და აიღო.
53. ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა.
54. მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: "იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.

1ნეშტთა 18
16. ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო.

1ნეშტთა 24
6. და აღნუსხა ისინი შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის წინაშე, მღვდელთა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. ერთი მამისსახლი ელეაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს.