მალემსრბოლი - შიკრიკი, მაცნე, წარგზავნილი


საკვანძო მუხლები:

იესო ნავეს ძე 7 : 22 ; 1მეფეთა 4 : 17 ; 1მეფეთა 19 : 21 ; 1მეფეთა 23 : 26 ; 2მეფეთა 11 : 19 ; 2მეფეთა 15 : 1 ; 2ნეშტთა 30 : 10 ; ნეემია 6 : 8 ; ესთერი 3 : 13 ; ესთერი 8 : 14 ; იობი 1 : 14 ; იობი 9 : 25 ; იგავნი 13 : 17 ; ესაია 37 : 14 ; ესაია 57 : 9 ; იერემია 4 : 15 ; იერემია 51 : 31 ; აბდია 1 : 1 ; ანგია 1 : 13 ; მალაქია 2 : 7 ; ლუკა 9 : 52 ;
=1.2.104 მალემსრბოლი - შიკრიკი, მაცნე, წარგზავნილი

იესნ.7,22; 1მფ.4,17; 19,21; 23,26; 2მფ.11,19; 15,1.10.13; 2ნეშ.30,10 ნეემ.6,8 ესთ.3,13.15; 8,14 იობ.1,14; 9,25 იგავ.13,17 ეს.37,14; 57,9 იერ.4,15; 51,31 აბდ.1,1 ანგ.1,13 მალ.2,7 ლუკ.9,52

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 7
22. წარგზავნა იეშუამ შიკრიკნი და გაიქცნენ კარვისკენ; და აჰა, ყაქანის კარავშია დამალული, ვერცხლი კი - მის ქვეშაა.

1მეფეთა 4
17. მიუგო მაცნემ და უთხრა: "უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს, დიდი მუსვრა იყო ხალხში, შენი ორი ვაჟი, ხოფნი და ფინხასიც დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია”.

1მეფეთა 19
21. შეატყობინეს საულს და გაგზავნა სხვა შიკრიკები, მაგრამ ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა შიკრიკები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ.

1მეფეთა 23
26. ამ დროს მივიდა მაცნე საულთან და უთხრა: "იჩქარე და წადი, რადგან ფილისტიმელნი შემოესივნენ ქვეყანას”.

2მეფეთა 11
19. უბრძანა მაცნეს: "ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,

2მეფეთა 15
1. ამის შემდეგ იყო, რომ გაიჩინა აბესალომმა ეტლი, ცხენები და ორმოცდაათი მალემსრბოლი.
10. და დაგზავნა აბესალომმა შიკრიკები ისრაელის ყველა ტომში ამ სიტყვებით: "ბუკის ხმა რომ მოგესმებათ, გამოაცხადეთ: გამეფდაო ხებრონში აბესალომი!”
13. მივიდა მაცნე დავითთან და უთხრა: "აბესალომს მიემხრო ისრაელი”.

2ნეშტთა 30
10. ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ მალემსრბოლნი - ეფრემისა და მენაშეს ქვეყანაში ზებულონამდე და ყველგან ამასხარავებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.

ნეემია 6
8. გავუგზავნე მაცნე და შევუთვალე: "ასეთი რამ, რასაც ამბობ, არ თქმულა, რადგან შენი გონებით თხზავ მაგას!”

ესთერი 3
13. წარიგზავნა წერილები მალემსრბოლთა ხელით მეფის ყველა სამთავროში, რათა ერთ დღეს, მეთორმეტე თვის მეცამეტე დღეს, რომელიც იყო ადარის თვე, გაენადგურებინათ, დაეხოცათ და დაეღუპათ ყველა იუდაელი - ჩვილიდან მოხუცამდე, ბავშვი და ქალი - და ნადავლად დაეტაცათ მათი ქონება.
15. სწრაფად გავიდნენ მალემსრბოლნი მეფის ბრძანებით და გამოცხადდა განკარგულება შუშანში, სატახტო ქალაქში. და დასხდნენ მეფე და ჰამანი დასალევად, ხოლო ქალაქი შუშანი დაბნეულობამ მოიცვა.

ესთერი 8
14. სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა.

იობი 1
14. მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,

იობი 9
25. ჩემი დღენი მალემსრბოლზე უსწრაფესია, მიჰქრიან და სიკეთეს ვერ ხედავენ.

იგავნი 13
17. უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.

ესაია 37
14. მიიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეებისგან, წაიკითხა, ავიდა უფლის ტაძარში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.

ესაია 57
9. მეფესაც ეახელი ნელსაცხებლით, გაიმრავლე ფერუმარილი, ძალიან შორს გზავნიდი მაცნეებს და ქვესკნელამდე დამდაბლდი.

იერემია 4
15. რადგან ხმა გვწვდება დანიდან და უბედურების მაცნე - ეფრემის მთიდან.

იერემია 51
31. შიკრიკს შიკრიკი მისდევს, მაცნეს მაცნე მისდევს, რომ ამცნოს ბაბილონის მეფეს, რომ აღებულია ქალაქი ყოველის მხრიდან.

აბდია 1
1. აბდიას ხილვა: ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე - ამბავი გვესმა უფლისგან, მაცნეები დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ მის წინააღმდეგ საბრძოლველად!

ანგია 1
13. თქვა ანგიამ, უფლის მაცნემ, უფლის უწყებაში: მე თქვენთანა ვარ, - ამბობს უფალი.

მალაქია 2
7. რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.

ლუკა 9
52. და გაგზავნა მაცნეები თავის წინ. და წავიდნენ ისინი და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა თადარიგი დაეჭირათ მისი მოსვლისათვის.