რიცხვი "ოცი" ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 31 ; დაბადება 31 : 41 ; დაბადება 32 : 15 ; გამოსვლა 26 : 20 ; გამოსვლა 27 : 11 ; გამოსვლა 30 : 14 ; გამოსვლა 36 : 25 ; გამოსვლა 38 : 11 ; ლევიანნი 27 : 3 ; რიცხვნი 1 : 45 ; რიცხვნი 14 : 29 ; რიცხვნი 18 : 16 ; რიცხვნი 26 : 4 ; რიცხვნი 32 : 11 ; მსაჯულნი 4 : 3 ; მსაჯულნი 11 : 33 ; მსაჯულნი 15 : 20 ; 2მეფეთა 3 : 20 ; 2მეფეთა 9 : 10 ; 2მეფეთა 19 : 17 ; 2მეფეთა 24 : 8 ; 3მეფეთა 4 : 23 ; 3მეფეთა 5 : 11 ; 3მეფეთა 6 : 20 ; 3მეფეთა 9 : 10 ; 4მეფეთა 4 : 42 ; 4მეფეთა 15 : 27 ; 4მეფეთა 16 : 2 ; 1ნეშტთა 27 : 23 ; 2ნეშტთა 3 : 11 ; 2ნეშტთა 4 : 1 ; 2ნეშტთა 28 : 1 ; ეზრა 3 : 8 ; ეზრა 8 : 19 ; ეზეკიელი 4 : 10 ; ეზეკიელი 40 : 49 ; ეზეკიელი 41 : 10 ; ეზეკიელი 45 : 12 ; დანიელი 6 : 1 ; ანგია 2 : 16 ; ზაქარია 5 : 2 ; საქმენი მოციქულთა 27 : 28 ;
=2.1.51 რიცხვი "ოცი" ბიბლიაში

- მართალი დაბ.18,31
- მოსამსახურეობის წლები დაბ.31,41
- პირუტყვი დაბ.32,15; 3მფ.4,23
- ბოძი გამ.26,20
- სვეტი კვარცხლბეკით გამ.27,11; 38,11
- ზომა გამ.27,16; 38,18; 3მფ.6,20; 2ნეშ.3,11; 4,1 ეზეკ.40,49; 41,10 ზაქ.5,2 საქ.27,28
- ასაკი გამ.30,14 ლევ.27,3 რიცხ.1,45; 14,29; 26,4; 32,11; 4მფ.16,2; 1ნეშ.27,23; 2ნეშ.28,1 ეზრ.3,8
- ძელი გამ.36,25
- შეკელი ლევ.27,25 რიცხ.18,16 ეზეკ.45,12
- ჩაგვრის წლები მსაჯ.4,3
- ქალაქი მსაჯ.11,33; 3მფ.9,11
- მსაჯულობის, მეფობის წლები მსაჯ.15,20; 4მფ.15,27
- კაცი 2მფ.3,20 ეზრ.8,19
- მოსამსახურე 2მფ.9,10; 19,17
- დღე 2მფ.24,8
- წონა 3მფ.5,11 ეზეკ.4,10
- შენების წლები 3მფ.9,10
- პური 4მფ.4,42
- საბანელი ეზრ.8,27
- სატრაპი დან.6,1
- ძნა ანგ.2,16
- ქვევრი ანგ.2,16

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18
31. კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.

დაბადება 31
41. ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი - შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.

დაბადება 32
15. ოცდაათი მეწველი აქლემი თავის კოზაკებით, ორმოცი ფური და ათი ხარი, ოცი დედალი ვირი და ათი ჩოჩორი.

გამოსვლა 26
20. სავანის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთის მხარეს ოცი ბოძი.

გამოსვლა 27
11. ჩრდილოეთის მხარის გასწვრივაც ასი წყრთის სიგრძის ფარდა იყოს; სვეტები - ოცი, თავისი სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტების სამაგრები და მათი კაუჭები - ვერცხლისა.
16. ჩამოსაფარებელი ეზოს შესასვლელისათვის - ოცი წყრთა, ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი ქსოვილებისა და მოქარგული, დაგრეხილი ბისონისგან; ოთხი სვეტი და ოთხი კვარცხლბეკი.

გამოსვლა 30
14. ყველამ, ვინც აღრიცხვას გაივლის, ოცი წლიდან და ზემოთ, მისცეს შესაწირი უფალს.

გამოსვლა 36
25. გააკეთა ოცი ძელი აღთქმის კარვის მეორე გვერდისთვის, ჩრდილოეთით.

გამოსვლა 38
11. ჩრდილოეთის მხრიდანაც - ასი წყრთა, ოცი სვეტითა და სპილენძის ოცი კვარცხლბეკით; სვეტებისთვის ვერცხლის სამაგრები თავისი კაუჭებით.
18. ეზოს შესასვლელის ჩამოსაფარებელი ოსტატურად ნაქარგი ცისფერი, მეწამული და ძოწისფერი გრეხილი ბისონისაგან იყო. სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით - ხუთი, მთელ სიგანეზე, ეზოს ფარდების შესაბამისად.

ლევიანნი 27
3. შეფასდეს ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად, საწმიდარის შეკელით, შენი შეფასებით.
25. ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში.

რიცხვნი 1
45. ისრაელის ყოველი ძე, მამის სახლთა მიხედვით აღრიცხული, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ყველა, ვინც ბრძოლისუნარიანი იყო და ისრაელის დასაცავად გასვლას შეძლებდა,

რიცხვნი 14
29. ამ უდაბნოში დაეყრება თქვენი გვამები, თქვენი, ვინც აღრიცხულნი ხართ, ოცი წლის ასაკიდან და უფროსნი, რადგან დრტვინავდით ჩემზე.

რიცხვნი 18
16. აი, მათი გამოსასყიდი: ერთი თვიდან გამოისყიდე შენი შეფასებით: ხუთ ვერცხლის შეკელად, საწმიდრის შეკელით, რომელიც ოცი გერაა.

რიცხვნი 26
4. "აღრიცხეთ ოცი წლიდან მოყოლებული და უფროსი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს და ისრაელის ძეებს, რომლებიც გამოვიდნენ ეგვიპტის ქვეყნიდან”.

რიცხვნი 32
11. ვერ იხილავს ეგვიპტიდან გამოსული ეს ხალხი, ოცი წლის ასაკიდან და უფროსი, ქვეყანას, რომელზეც შევფიცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რადგან არ გამომყვნენ მთელი გულით.

მსაჯულთა 4
3. შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს, რადგან ცხრაასი რკინის ეტლი ჰქონდა იაბინს და სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეებს ოცი წლის განმავლობაში.

მსაჯულთა 11
33. წარხოცა ისინი ყაროყერიდან მინითის შესასვლელამდე - ოცი ქალაქი და აბელ-ქერამიმამდე - დიდი მოსვრით; და დამორჩილდნენ ყამონელები ისრაელის ძეთა წინაშე.

მსაჯულთა 15
20. ოცი წელიწადი მსაჯულობდა ისრაელში სამსონი ფილისტიმელთა დღეებში.

2მეფეთა 3
20. მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა და ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მასთან მყოფ კაცებს.

2მეფეთა 9
10. დაუმუშავეთ მიწა შენ, შენმა შვილებმა და შენმა მსახურებმა და მიეცით მოსავალი, რომ ჰქონდეს შენი ბატონის შვილიშვილს, შენს ბატონს, თავისი საჭმელი პური. თუმცა მეფიბოშეთი, შენი ბატონის შვილიშვილი, მუდამ ჩემს სუფრაზე შეჭამს პურს”. თხუთმეტი ვაჟიშვილი და ოცი მსახური ჰყავდა ციბას.

2მეფეთა 19
17. თან ათასი ბენიამინელი კაცი ახლდა. ჩამოვიდა ციბაც, საულის სახლის მსახური თავის თხუთმეტი შვილითა და ოცი მსახურით; იჩქარეს და მეფეზე წინ გადმოლახეს იორდანე.

2მეფეთა 24
8. მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის დასასრულს დაბრუნდნენ იერუსალიმში.

3მეფეთა 4
23. ათი ბაგაზე და ოცი საძოვარზე გამოკვებილი ხარი. ასი ცხვარი, გარდა ირმებისა, ქურციკებისა, შვლებისა და გამოკვებილი ფრინველებისა.

3მეფეთა 5
11. ხოლო სოლომონი ამარაგებდა ხირამსა და მის სახლს ოცი ათასი ქორი ხორბლით და ოცი ქორი წმინდა ზეთით. ასე უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.

3მეფეთა 6
20. საწმიდრის შიდა ნაწილი სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ოცი წყრთა იყო; წმიდა ოქროთი მოჭედა იგი; ასევე მოჭედა კედარის სამსხვერპლოც.

3მეფეთა 9
10. ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
11. ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.

4მეფეთა 4
42. კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.

4მეფეთა 15
27. იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკახ რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი.

4მეფეთა 16
2. ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში; არ იქცეოდა მამამის დავითივით სწორად უფლის, თავისი ღმერთის თვალში.

1ნეშტთა 27
23. ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, რადგან თქვა უფალმა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.

2ნეშტთა 3
11. ქერუბის ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო; ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და მეორე ქერუბის ფრთას ეხებოდა;

2ნეშტთა 4
1. გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო, რომლის სიგრძე და სიგანე ოცი წყრთა იყო, ხოლო სიმაღლე - ათი.

2ნეშტთა 28
1. ოცი წლის იყო ახაზი გამეფებისას და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში; არ იქცეოდა სწორად უფლის თვალში, მამამისის, დავითისგან განსხვავებით.

ეზრა 3
8. ღვთის სახლში, იერუსალიმში მათი მისვლიდან მეორე წლის მეორე თვეს დაიწყეს ზერუბაბელ შეალთიელის ძემ და იეშუა იოცადაკის ძემ თავიანთ დანარჩენ ძმებთან, ტყვეობიდან იერუსალიმში მობრუნებულ მღვდლებთან და ლევიანებთან ერთად, მშენებლობა; ზედამხედველებად ოცი წლისა და უფროსი ლევიანები დააყენეს უფლის სახლის საქმეზე.

ეზრა 8
19. და ხაშაბია და მასთან ესაია მერარის ძეთაგან, მისი ძმები და მისი ძენი - ოცი კაცი.
27. ათასი დრაქმის ოქროს ოცი საბანებელი და საუკეთესო სპილენძის ორი ჭურჭელი, ოქროსავით ძვირფასი.

ეზეკიელი 4
10. დღეში შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, წონით ოცი შეკელი იყოს, ჟამიდან ჟამამდე ჭამე.

ეზეკიელი 40
49. დერეფნის სიგრძე ოცი წყრთა იყო, სიგანე - თერთმეტი წყრთა; ათი საფეხურით ადიან მასზე. იქვე საყრდენები იყო, ერთი - ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან.

ეზეკიელი 41
10. ოთახებს შორის მანძილი ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.

ეზეკიელი 45
12. შეკელი ოცი გერაა; ოცი შეკელი, ოცდახუთი შეკელი და თხუთმეტი შეკელი ერთი მანე უნდა იყოს თქვენთვის.

დანიელი 6
1. საჭიროდ ჩათვალა დარიოსმა, რომ ას ოცი სატრაპი დაეყენებინა თავის სამეფოზე, მთელ სახელმწიფოში რომ ყოფილიყვნენ.

ანგია 2
16. იყო დრო, მოდიოდნენ ოცძნიან ზვინთან და ათი იყო, მოდიოდნენ ორმოცდაათ საწყაულიან ქვევრთან ღვინის ამოსახაპად და ოცი ხვდებოდათ.

ზაქარია 5
2. მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთაა, სიგანით - ათი წყრთა.

საქმეები 27
28. გაზომეს სიღრმე და ოცი მხარი აღმოჩნდა. შემდეგ კვლავ გაზომეს და თხუთმეტი მხარი აღმოჩნდა.