კენიელები (კინელები, კინიმელები)


საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 19 ; რიცხვნი 24 : 21 ; მსაჯულნი 1 : 16 ; მსაჯულნი 4 : 11 ; 1მეფეთა 15 : 6 ; 1მეფეთა 30 : 28 ; 1ნეშტთა 2 : 55 ;
=1.9.57 კენიელები (კინელები, კინიმელები)

- ქანაანის ტომი, რომლის მიწებიც აღეთქვა აბრამს დაბ.15,19
- ბალაამის წინასწარმეტყველების საგანი რიცხ.24,21
- დასახლდნენ იუდეველებთან მსაჯ.1,16
- ქებერი გამოეყო მათ მსაჯ.4,11
- ქებერის ცოლმა მოკლა სისარა მსაჯ.4,17-22
- საულმა შეიწყალა ისინი 1მფ.15,6
- დავითმა გამოიჩინა კეთილგანწყობა მათ მიმართ 1მფ.30,25.28
- ჩაწერილნი იყვნენ იუდას ძეებთან ერთად, რეხაბიანთა შთამომავლები 1ნეშ.2,55

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15
19. ქვეყანა კენეველთა, კენიზელთა, კადმონელთა,

რიცხვნი 24
21. დაინახა კენიელები და წარმოთქვა თავისი იგავი: მაგარია შენი სამყოფელი და კლდეზე მოგიწყვია ბუდე.

მსაჯულნი 1
16. მოსეს სიმამრის, იოთორ კენიელის შთამომავლებიც თან ამოჰყვნენ იუდიანებს ფინიკთა ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც არადის სამხრეთით მდებარეობს. მოვიდნენ და ადგილობრივ ხალხში ჩასახლდნენ.

მსაჯულნი 4
11. ქებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის ქობაბის შთამომავლებს, და ცაყანამის მუხნარში გაეშალა კარვები, კადეშის მახლობლად.
17. თვითონ სისარა ფეხით გაიქცა იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფეს იაბინსა და ხებერ კენიელის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.

1მეფეთა 15
6. უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენ არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს.

1მეფეთა 30
25. მივიდა დავითი ციკლაგში, გაუგზავნა ნადავლიდან წილი იუდას უხუცესებს, თავის მეგობრებს და შეუთვალა: "აჰა, საჩუქარი თქვენთვის უფლის მტრების ნადავლიდან,
28. რაქალში, იერახმეელთა და კენიელთა ქალაქებში მყოფთათვის,

1ნეშტთა 2
55. იაყბეცში მცხოვრები მწერლების საგვარეულონი: თირყათელნი, შიმყათელნი, სუქათელნი. ესენი იყვნენ კინიმელნი, ხამათის, ბეთ-რეხაბის მამის შთამომავალნი.

---------------
სურათზე: საულმა შეიწყალა კენიელები