მტრები - მოძულეები


საკვანძო მუხლები:

დაბადება 14 : 20 ; გამოსვლა 17 : 8 ; 1მეფეთა 18 : 29 ; 1მეფეთა 26 : 18 ; 3მეფეთა 19 : 2 ; ესთერი 3 : 10 ; იობი 31 : 29 ; მიქა 2 : 8 ; მათე 6 : 12 ; მათე 13 : 39 ; მათე 22 : 44 ; ლუკა 6 : 27 ; ლუკა 23 : 34 ; იოანე 3 : 19 ; საქმენი მოციქულთა 7 : 54 ; საქმენი მოციქულთა 22 : 22 ; რომაელთა 1 : 30 ; რომაელთა 5 : 10 ; რომაელთა 12 : 20 ; 1კორინთელთა 15 : 26 ; კოლასელთა 1 : 21 ; 1თესალონიკელთა 2 : 14 ;
=1.2.99 მტრები - მოძულეები

მტრებად იწოდებიან:
- სხვა ხალხები დაბ.14,20
- ისრაელი მიქ.2,8
- სატანა მათ.13,39
- ქვეყნიერება მათ.22,44
- განუახლებელი ადამიანები რომ.5,10
- სიკვდილი 1კორ.15,26
- წარმართები კოლ.1,21

მტრებს სძულთ:
- ღმერთი რომ.1,30
- სახარება 1თეს.2,14-16
- სინათლე იოან.3,19-21

მტრობის მაგალითები:
- ყამალეკი ისრაელის მიმართ გამ.17,8-16
- საული დავითის მიმართ 1მფ.18,29
- იეზებელი ელიას მიმართ 3მფ.19,1.2
- ჰამანი ებრაელების მიმართ ესთ.3,10
- ებრაელები ქრისტიანების მიმართ საქ.7,54-60
- ებრაელები წარმართების მიმართ საქ.22,21.22

ქრისტიანების დამოკიდებულება მათ მიმართ:
- იმარჯვებს სიკეთით 1მფ.26,18-21
- არ დაწყევლის იობ.31,29.30
- პატიობს მათ.6,12-15
- უყვარს ლუკ.6,27.35
- ლოცულობს ლუკ.23,34
- მშიერს აჭმევს რომ.12,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 14
20. კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი.

გამოსვლა 17
8. მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.

1მეფეთა 18
29. კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.

1მეფეთა 26
18. ახლა მოისმინოს მეფე ბატონმა თავისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა აღგძრა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; ხოლო თუ ადამიანებმა - წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ მოვწყდომოდი უფლის სამკვიდროს. მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
19. ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლისგან შორს ყოფნისას, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად გამოსულა ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ ხოლმე მთებში”.
20. თქვა საულმა: "შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.
21. მიუგო დავითმა და უთხრა: "აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე ჭაბუკი და წაიღოს.

3მეფეთა 19
1. უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც გააკეთა ელიამ. ისიც უთხრა, მახვილით რომ დახოცა წინასწარმეტყველნი.
2. მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.

ესთერი 3
10. გაიძრო მეფემ ბეჭედი ხელიდან და მისცა ჰამანს, აგაგელი ჰამედათას ძეს, ებრაელთა მტერს.

იობი 31
29. ან თუ გამხარებია ჩემი მოძულის უბედურება და მიზეიმია, როცა ბოროტება მიეწია მას?
30. არა, შეცოდების უფლებას არ ვაძლევდი ჩემს ბაგეს, რომ დამეწყევლა მისი სიცოცხლე.

მიქა 2
8. ადრიდანვე მტრად აღდგა ჩემი ხალხი, ადრევე ხდიდით ტანისამოსს არხეინად მომავალთ, ბრძოლიდან დაბრუნებულთ.

მათე 6
12. და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14. ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15. ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.

მათე 13
39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.

მათე 22
44. უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.

ლუკა 6
27. ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
35. თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.

ლუკა 23
34. თქვა იესომ: "მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

იოანე 3
19. მსჯავრი კი ის არის, რომ სინათლე მოვიდა წუთისოფელში და სინათლეზე მეტად ბნელი შეიყვარეს ადამიანებმა, ვინაიდან ბოროტი იყო მათი საქმენი.
20. რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.
21. ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

საქმეები 7
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.

საქმეები 22
21. მითხრა: წადი, შორს გაგზავნი წარმართებთან”.
22. ამ სიტყვამდე მოუსმინეს, მერე ხმა აღიმაღლეს და თქვეს: "აღიგავოს მიწის პირისგან ასეთი კაცი, რადგან არ არის სიცოცხლის ღირსი!”

რომაელთა 1
30. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,

რომაელთა 5
10. რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.

რომაელთა 12
20. ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.

1კორინთელთა 15
26. და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.

კოლასელთა 1
21. და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,

1თესალონიკელთა 2
14. რადგან თქვენ, ძმებო, გახდით იუდეაში მყოფი ღვთის ეკლესიების მიმბაძველნი ქრისტე იესოში, ვინაიდან თქვენც იგემეთ ტანჯვა თქვენი თვისტომებისგან, ისევე როგორც მათ - იუდეველთაგან.
15. რომელთაც უფალი იესოც მოკლეს და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, რადგან ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან;
16. წარმართებთან ლაპარაკშიც გვაბრკოლებენ, რომ არ ვიხსნათ ისინი, რითაც მუდამ უმატებენ თავიანთ ცოდვებს, და საბოლოოდ მოაღწია კიდეც მათზე რისხვამ.

----------------------
სურათზე: ისრაელის ბრძოლა ყამალეკთან