გაკვირვება, განცვიფრება, გაოგნება, გაოცება, შეცბუნება


საკვანძო მუხლები:

დაბადება 43 : 33 ; 2მეფეთა 1 : 25 ; ფსალმუნები 138 : 14 ; იგავნი 30 : 18 ; ეკლესიასტე 5 : 8 ; ესაია 25 : 1 ; ეზეკიელი 1 : 22 ; ეზეკიელი 31 : 14 ; დანიელი 5 : 14 ; დანიელი 6 : 3 ; მათე 8 : 10 ; მათე 12 : 23 ; მათე 19 : 25 ; მათე 27 : 14 ; მარკოზი 6 : 2 ; მარკოზი 9 : 15 ; მარკოზი 10 : 32 ; ლუკა 2 : 48 ; ლუკა 5 : 26 ; ლუკა 9 : 43 ; იოანე 5 : 28 ; იოანე 7 : 15 ; საქმენი მოციქულთა 3 : 10 ; საქმენი მოციქულთა 9 : 21 ; გამოცხადება 17 : 6 ; დაბადება 24 : 21 ; 3მეფეთა 9 : 8 ; ეზრა 9 : 3 ; იერემია 4 : 9 ; იერემია 14 : 9 ; იერემია 50 : 13 ; ეზეკიელი 3 : 15 ; ეზეკიელი 5 : 15 ; დანიელი 3 : 24 ; დანიელი 4 : 19 ; მარკოზი 5 : 42 ; ლუკა 4 : 32 ; საქმენი მოციქულთა 10 : 45 ; საქმენი მოციქულთა 12 : 16 ; საქმენი მოციქულთა 13 : 12 ;
=1.6.34 გაკვირვება, განცვიფრება, გაოგნება, გაოცება, შეცბუნება

გამოწვეული:
- ღმერთის საქმეებით დაბ.24,21 ფს.138,14 ეს.25,1
- ღვთის სიდიადით ლუკ.9,43
- ღმერთის მსჯავრით 3მფ.9,8.9 იერ.50,13
- კაცში ღვთის სულის მეტყველებით დან.5,14; 6,3
- ქრისტეს სიტყვებით მარ.6,2; 10,32
- სასწაულებით დან.3,24 მათ.12,23 მარ.5,42 ლუკ.5,26 საქ.13,12
- საქმეებით ლუკ.9,43
- ცოდნით იოან.7,15
- ძალით მათ.8,27
- სწავლებით მათ.19,25 ლუკ.4,32
- მდუმარებით მათ.27,14
- წინასწარმეტყველების ხილვით ეზეკ.1,22 გმცხ.17,6
- მოციქულთა სასწაულებით საქ.3,10
- ურთიერთპატივისცემის ხილვით დაბ.43,33
- მეგობრული სიყვარულით 2მფ.1,25
- ცხოვრებაზე დაკვირვებით იგავ.30,18.19
- შერეული ქორწინებებით ეზრ.9,3.4
- უეცარი შეტყობინებით ეზეკ.3,15
- სიმაღლით ეზეკ.31,14
- მეფის სიზმრით დან.4,19
- წარმართების მოქცევით საქ.10,45
- სასწაულებრივი განთავისუფლებით საქ.12,16

ქრისტეს ანცვიფრებს:
- ასისთავის რწმენა მათ.8,10
- იუდეველთა ურწმუნოება მარ.6,6

ავლენენ:
- მოწაფეები მათ.19,25
- იუდეველები მარ.9,15
- იესოს მშობლები ლუკ.2,48
- ქრისტიანები საქ.9,21

ნუ გაიკვირვებთ:
- ცოდვილი ქვეყნიერების საქმეებს ეკლ.5,8
- დაწერილის აღსრულებას იოან.5,28

სიმბოლურად:
- ღმერთის შესახებ იერ.14,9
- იერუსალიმის შესახებ ეზეკ.5,15
- წინასწარმეტყველთა შესახებ იერ.4,9

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
21. (სბს.2001 წ. გამოცემა ემთხვევა რუს. სინოდალურ გამოცემას)
ხოლო ის კაცი უყურებდა მას გაოცებული და დუმდა, რათა გაეგო, წარუმართა მას უფალმა გზა თუ არა.

დაბადება 43
33. დასხდნენ მის პირისპირ უფროს-უმცროსობის მიხედვით; გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს კაცებმა.

2მეფეთა 1
25. ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი.

3მეფეთა 9
8. ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, გაოგნდება და დაუსტვენს და იტყვის: 'ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ სახლს?'
9. და იტყვიან: 'რადგან დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამები, და მოეჭიდნენ სხვა ღმერთებს, და თაყვანს სცემდნენ მათ და ემსახურებოდნენ. ამის გამო დააწია უფალმა ყველა ეს უბედურება.'“

ეზრა 9
3. და ეს ამბავი რომ გავიგე, შემოვიხიე სამოსელი და მოსასხამი, და ვიგლეჯდი თმა-წვერს და ვიჯექი გაოგნებული.
4. და თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის სიტყვებისა გადანასახლებთა ურჯულოების გამო; მე კი ვიჯექი გაოგნებული საღამოს მსხვერპლშეწირვამდე.

ფსალმუნი 138
14. გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.

იგავნი 30
18. სამი რამ მაოცებს და ოთხი რამ არის, რომ ვერ გამიგია:
19. ცაში არწივის კვალი, კლდეზე გველის კვალი, შუაგულ წყალში ხომალდის კვალი და ქალწულში კაცის კვალი.

ეკლესიასტე 5
8. თუ სადმე ქვეყნად იხილავ ღატაკთა შევიწროებას და სიმართლისა და ჭეშმარიტების შერყვნას, ნუ გაიკვირვებ, რადგან მაღალს უთვალთვალებს მასზე მაღალი; ხოლო მათ ზემოთ კიდევ არის უფრო მაღალი.

ესაია 25
1. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩემი! შენ გადიდებ და შენს სახელს ვმადლობ, რადგან შენ მოიმოქმედე საკვირველებანი - ძველი განგებანი, მტკიცე და სარწმუნო.

იერემია 4
9. იმ დღეს იქნება, ამბობს უფალი, შედრკება მეფისა და მთავართა გულები, მღვდლები შეძრწუნდებიან და წინასწარმეტყველნი გაოგნდებიან”.

იერემია 14
9. რატომ ხარ, როგორც გაოგნებული კაცი, იმ მეომარივით, რომელსაც ხსნა არ შეუძლია? შენ ხომ ჩვენ შორის ხარ, უფალო? ხომ შენი სახელით ვიწოდებით? ნუ მიგვატოვებ!”

იერემია 50
13. უფლის რისხვის გამო არ დასახლდება და უდაბნოდ იქცევა ერთიანად. ყოველი, ბაბილონზე გამვლელი, გაოცდება და დასცინებს მის ყველა ჭრილობას.

ეზეკიელი 1
22. ცხოველთა თავებს ზემოთ თითქოს ბროლის ცა იყო, გასაოცებელი, მათ თავებს ზემოთ გადაჭიმული, მაღალზე.

ეზეკიელი 3
15. და მოვედი გადასახლებულებთან თელ-აბიბში, მსხდომებთან მდინარე ქებართან, და სადაც ისინი ისხდნენ, იქ დავჯექი შვიდ დღეს მათ შორის გაოგნებული.

ეზეკიელი 5
15. და იქნება ეს შესარცხვენად და დასაცინად, და მაგალითად და გასაოცებლად ხალხებისათვის, რომლებიც შენს ირგვლივაა, როდესაც ვყოფ შენში სამართალს გულისწყრომასა და რისხვაში და რისხვის საყვედურებში. მე, უფალმა, ვილაპარაკე.

ეზეკიელი 31
14. რათა არ აღზევდეს ტანით წყალთან მყოფი არცერთი ხე და არ უწვდინოს ღრუბლებს წვეროკინი, რათა არ შეჩერდეს მის წინაშე წყლის მსმელი, მისი სიმაღლით გაოცებული; რადგან ყველანი სასიკვდილოდ არიან განწირულნი ქვეშეთისთვის საფლავად ჩასულ ადამის ძეთა შორის.

დანიელი 3
24. მაშინ შეცბა მეფე ნაბუქოდონოსორი და მკვირცხლად წამოიჭრა. მიუგო და უთხრა თავის მრჩეველთ: “ჩვენ სამი შეკრული კაცი არ ჩავაგდეთ ცეცხლში?” მიუგეს მათ და უპასუხეს მეფეს: “ჭეშმარიტად, მეფეო!”

დანიელი 4
19. მაშინ დანიელი, რომლის სახელიცაა ბელტეშაცარი, ერთ საათამდე დუმდა და შემცბარი ფიქრობდა. შეაძრწუნა იგი ამ ფიქრებმა. ალაპარაკდა მეფე და უთხრა: "ბელტეშაცარ, სიზმარი და მისი მნიშვნელობა ნუ დაგაფრთხობს!” მიუგო მეფეს ბელტეშაცარმა: "ბატონო ჩემო! შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტერთ მისი ახსნა!

დანიელი 5
14. გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია.

დანიელი 6
3. მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.

მათე 8
10. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
27. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?

მათე 12
23. უკვირდა ხალხს და ამბობდა: ეს ხომ არ არის დავითის ძეო?

მათე 19
25. ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება.

მათე 27
14. მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.

მარკოზი 5
42. მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.

მარკოზი 6
2. შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით?
6. უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ასწავლიდა მათ.

მარკოზი 9
15. მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ.

მარკოზი 10
32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას:

ლუკა 2
48. როცა დაინახეს, განცვიფრდნენ და დედამისმა უთხრა მას: შვილო, ეს რა გვიყავი? აჰა, მე და მამაშენი დავდივართ და გულშემოყრილნი დაგეძებთ.

ლუკა 4
32. გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.

ლუკა 5
26. განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

ლუკა 9
43. უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა:

იოანე 5
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.

იოანე 7
15. უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: ნუთუ უსწავლელად იცის წერილი?

საქმეები 3
10. იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.

საქმეები 9
21. ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი?

საქმეები 10
45. მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ წარმართებსაც მოეფინათ სულიწმიდის ნიჭი,

საქმეები 12
16. პეტრე კაკუნს განაგრძობდა. კარი რომ გაუღეს, დაინახეს და გაოცდნენ.

საქმეები 13
12. დაინახა პროკონსულმა, რაც მოხდა და ირწმუნა, უფლის მოძღვრებით გაოცებულმა.

გამოცხადება 17
6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.