მიხვედრა, შეტყობა, შეცნობა გრძნობის ორგანოების საშუალებით


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 3 : 8 ; 1მეფეთა 12 : 17 ; 2მეფეთა 5 : 12 ; 2მეფეთა 12 : 9 ; ნეემია 6 : 12 ; ეკლესიასტე 1 : 17.18 ; ეკლესიასტე 3 : 22 ; მათე 21 : 45 ; ლუკა 8 : 46 ; ლუკა 20 : 19 ; იოანე 4 : 19 ; იოანე 6 : 15 ; საქმენი მოციქულთა 8 : 23 ; საქმენი მოციქულთა 10 : 34 ; საქმენი მოციქულთა 14 : 9 ; საქმენი მოციქულთა 23 : 29 ; საქმენი მოციქულთა 27 : 10 ; 1იოანე 3 : 16 ; გალატელთა 2 : 9 ;
=1.6.33 მიხვედრა, შეტყობა, შეცნობა გრძნობის ორგანოების საშუალებით

- ინტუიცია 1მფ.3,8 იოან.4,19
- არაჩვეულებრივი გამოვლინებების 1მფ.12,17.18 საქ.10,34
- ღვთის მადლი 2მფ.5,12 ნეემ.6,16
- მხილებით 2მფ.12,9
- განჭვრეტა ნეემ.6,12 საქ.14,9
- მწარე გამოცდილება ეკლ.1,17; 3,22
- მიხვედრა მათ.21,45 ლუკ.20,19
- შინაგანი ჭვრეტა ლუკ.8,46 საქ.8,23
- გარეგანი ზრახვების იოან.6,15 საქ.23,29
- გარეგანი გარემოებების საქ.27,10
- გაცხადება ღმერთის მიერ 1იოან.3,16 გალ.2,9

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 3
8. მესამედაც დაუძახა უფალმა სამუელს; ადგა, მივიდა ყელისთან და უთხრა: "აჰა, აქა ვარ! რად მიხმოდი?” და მიხვდა ყელი, რომ უფალი უხმობდა ყმაწვილს.

1მეფეთა 12
17. ხომ ყანის მკის დროა ახლა? მოვუხმობ უფალს და მოავლენს იგი ქუხილსა და წვიმას, რომ იცოდეთ და ნახოთ, რა დიდია თქვენი ბოროტება, უფლის წინაშე იმის გამო, რომ მეფე მოითხოვეთ”.
18. მოუხმო სამუელმა უფალს და მოავლინა იმ დღეს უფალმა ქუხილი და წვიმა; ძლიერ შეეშინდა ხალხს უფლისა და სამუელისა.

2მეფეთა 5
12. მიხვდა დავითი, რომ განამტკიცა იგი უფალმა ისრაელის მეფედ და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის გამო.

2მეფეთა 12
9. რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.

ნეემია 6
12. მივხვდი, რომ ღმერთის გამოგზავნილი არ იყო. ჩემს წინააღმდეგ იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიასა და სანბალატს დაექირავებინათ.
16. როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს ირგვლივ მცხოვრებმა ერებმა დაინახეს, ძალიან დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენმა ღმერთმა აღასრულა ეს საქმე.

ეკლესიასტე 1
17. აჰა, განვიზრახე გულში, რომ სიბრძნე შემეცნო და სიბრიყვე და სისულელე მცოდნოდა! მივხვდი, რომ ესეც ქარის დევნაა.

ეკლესიასტე 3
22. და მივხვდი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით, ესაა მისი წილი, ვინაიდან - ვინ ამოიყვანს მას იმის სანახავად, თუ რა იქნება მას შემდეგ?

მათე 21
45. მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.

ლუკა 8
46. ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.

ლუკა 20
19. მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი მაშინვე შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, რადგან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.

იოანე 4
19. დედაკაცმა უთხრა: "ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.

იოანე 6
15. იესომ იცოდა, რომ მოსვლას, მის შეპყრობას და გამეფებას აპირებდნენ, ამიტომ, კვლავ განმარტოვდა მთაზე.

საქმეები 8
23. ვინაიდან მწარე ნაღვლით და უსამართლობით შებორკილს გხედავ”.

საქმეები 10
34. გახსნა ბაგეები პეტრემ და უთხრა: "ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,

საქმეები 14
9. ისმენდა იგი პავლეს საუბარს; შეხედა მას პავლემ და დაინახა, რომ ჰქონდა რწმენა განსაკურნებლად,

საქმეები 23
29. აღმოვაჩინე, რომ მათი რჯულის საკითხებში დაუდევთ ბრალი მისთვის, მაგრამ ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ სიკვდილის ან ბორკილების ღირსი იყოს.

საქმეები 27
10. "კაცნო, ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა საზიანო და დანაკარგიანი იქნება არა მარტო ტვირთისა და ხომალდისთვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისთვისაც”.

1იოანე 3
16. იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.

გალატელთა 2
9. და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.