ღვთის ნება


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 142 : 9 ; დანიელი 4 : 32 ; მათე 6 : 10 ; მათე 12 : 50 ; მათე 18 : 14 ; იოანე 6 : 39 ; საქმენი მოციქულთა 21 : 14 ; იაკობი 1 : 18 ; იაკობი 4 : 15 ; 1პეტრე 3 : 17 ; 1პეტრე 4 : 2 ; 2პეტრე 3 : 9 ; 1იოანე 5 : 14 ; რომაელთა 1 : 10 ; რომაელთა 2 : 18 ; რომაელთა 8 : 29 ; რომაელთა 12 : 2 ; 1კორინთელთა 1 : 1 ; გალატელთა 1 : 4 ; ეფესელთა 6 : 6 ; კოლასელთა 4 : 12 ; 1თესალონიკელთა 4 : 3 ; 1თესალონიკელთა 5 : 18 ; 1ტიმოთე 2 : 4 ; ებრაელთა 10 : 10 ; გამოსვლა 18 : 15 ; რიცხვნი 23 : 26 ; ესაია 7 : 7 ; იობი 6 : 9 ; მათე 11 : 26 ; ესაია 13 : 3 ; 1კორინთელთა 7 : 10 ; 1კორინთელთა 15 : 38 ; საქმენი მოციქულთა 20 : 27 ; ესაია 36 : 10 ; ფსალმუნები 134 : 6 ; ფსალმუნები 148 : 8 ; საქმენი მოციქულთა 27 : 15 ; ლუკა 7 : 30 ;
=2.2.84 ღვთის ნება

დახასიათებულია როგორც
- ყველას ხსნა 2პეტ.3,9
- ბავშვების ხსნა მათ.18,14
- მონათესავეობა ქრისტესთან მათ.12,50
- საუკუნო სიცოცხლე იოან.6,39.40
- ყოველივესთვის მისი ნებით მიცემული სხეული 1კორ.15,38
- სიწმინდე, განრიდება ცოდვას 1თეს.4,3
- მადლიერების ობიექტი 1თეს.5,18
- ყოვლისმომცველი დან.4,32

ღვთის ნებაშია:
- ზემოქმედება ზღვასა და ქარზე, ხომალდის წარტაცება, რათა განდიდდეს და აიძულოს სხვები მოუსმინონ პავლეს ფს.134,6; 148,8 საქ.27,15
- ღმერთი თავისი რისხვის ბაბილონზე აღსასრულებლად იყენებს ღვთის სიდიადით მოზეიმე წარმართულ ჯარებს ეს.13,3
- განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ქვეყანას გასანადგურებლად? უფალმა მითხრა: გამოდი მაგ ქვეყნის წინააღმდეგ და გაანადგურეო” [უფალმა მოუხმო აშურს იუდეის დასასჯელად] ეს.36,10
- ბრძენთათვის  რაც დაფარა ჩვილთათვის გაცხადებული აქვს მათ.11,26
- ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღმერთის ნება მათ მიმართ და არ მოინათლნენ იოანესგან ლუკ.7,30

შესაძლებელია ღვთის ნების:
- ძიება გამ.18,15
- მისი ბრძანებისამებრ ქცევა რიცხ.23,26
- სწავლა ფს.142,9
- ცოდნა ეს.7,7 რომ.2,18
- გამოცხადება საქ.20,27
- მტკიცება რომ.12,2
- აღსრულება მათ.6,10

მისი ნება უმთავრესი უნდა იყოს:
- ყველა ხალხისთვის დან.4,35
- ადამიანისთვის საქ.21,14

ღვთის ნება ვლინდება:
- წინასწარ ცნობასა და რჩეულობაში რომ.8,29.30
- კაცის გადარჩენაში 1ტიმ.2,4
- ხსნაში გალ.1,4
- განახლებაში იაკ.1,18

მორწმუნეში ღვთის ნება ვლინდება მის:
- მოწოდებაში 1კორ.1,1
- ხელახლა შობაში იაკ.1,18
- თავის მიძღვნაში რომ.12,1.2
- მორჩილებაში საქ.21,14
- ქორწინებაში 1კორ.7,10
- ყოველდღიურ მსახურებაში ეფ.6,6
- სრულყოფაში კოლ.4,12
- განწმენდაში ებრ.10,10
- მთელ ცხოვრებაში 1პეტ.4,2
- ლოცვაში 1იოან.5,14
- გეგმებში იაკ.4,13-15
- გადაადგილებაში რომ.1,10
- განსაცდელებში 1პეტ.3,17

ღვთის ნების მოხმობა
- ნეტავ ინებოს უფალმა იობ.6,9

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 18
15. უთხრა მოსემ თავის სიმამრს: "იმიტომ, რომ ჩემთან მოდის ხალხი ღვთის ნების საძიებლად.

ფსალმუნი 142
9. მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.

დანიელი 4
32. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.
35. დედამიწის ყველა მკვიდრი არაფერია მის თვალში; თავის ნებაზე იქცევა, როგორც ზეცის მხედრობაში, ისევე ქვეყნის მკვიდრებში, მის ხელს წინ ვერავინ აღუდგება და ვერავინ ვერ ეტყვის: ამას რას შვრებიო?

მათე 6
10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.

მათე 12
50. რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.

მათე 18
14. ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანი.

იოანე 6
39. ხოლო ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ, რაც მომცა, არაფერი დავღუპო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40. ჩემი მომავლინებლის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ხედავს ძეს და სწამს იგი, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვაღგენ მას უკანასკნელ დღეს.

საქმეები 21
14. რაკი ვერ დავიყოლიეთ, დავშოშმინდით და ვთქვით: დე, იყოს უფლის ნება!

იაკობი 1
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

იაკობი 4
13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,
14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -

1პეტრე 3
17. ვინაიდან, თუ ნებავს ღმერთს, უმჯობესია კეთილ საქმეთათვის ევნოთ, ვიდრე ბოროტთათვის.

1პეტრე 4
2. რათა კაცთა გულისთქმით კი არა, ღვთის ნებით გალიოთ სიცოცხლის დარჩენილი დღენი.

2პეტრე 3
9. არ აყოვნებს უფალი აღთქმის აღსრულებას, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ სულგრძელია თქვენს მიმართ, რადგანაც ვისიმე დაღუპვა კი არა სურს, არამედ ის, რომ ყველა მოიქცეს სინანულად.

1იოანე 5
14. და ისეთი კადნიერნი ვართ მის მიმართ, რომ, თუ ისე ვთხოვთ რამეს, როგორც მას ნებავს, კიდევაც გვისმენს.

რომაელთა 1
10. დღენიადაგ ვევედრები ჩემს ლოცვებში, იქნებ როგორმე შემეწიოს ღვთის ნება, რომ თქვენთან მოვიდე.

რომაელთა 2
18. ვისი ნებაც იცი და, რჯულით განსწავლული, ირჩევ უკეთესს.

რომაელთა 8
29. რადგან ისინი, ვინც წინასწარ სცნო, წინასწარვე აირჩია თავისი ძის ხატის მსგავსებად, რათა იგი ყოფილიყო პირმშო მრავალ ძმას შორის.
30. ხოლო რომელნიც წინასწარ აირჩია, იგივენი იხმო, და რომელნიც იხმო, იგივენი გაამართლა, და რომელნიც გაამართლა, იგივენი განადიდა.

რომაელთა 12
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.

1კორინთელთა 1
1. პავლე, ღვთის ნებით ხმობილი მოციქული იესო ქრისტესი, და სოსთენე, ძმა, -

გალატელთა 1
4. რომელმაც ჩვენი ცოდვებისათვის მისცა თავისი თავი, რათა დავეხსენით ამ უკეთური ქვეყნისგან ჩვენი მამა ღმერთის ნება-სურვილით,

ეფესელთა 6
6. არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას.

კოლასელთა 4
12. მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.

1თესალონიკელთა 4
3. ვინაიდან ესაა ღვთის ნება: თქვენი სიწმიდე, რათა განერიდოთ სიძვას,

1თესალონიკელთა 5
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.

1ტიმოთე 2
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.

ებრაელთა 10
10. სწორედ ამ ნებით ვართ განწმედილნი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.


2.2.84 Воля Божия
Исх.18,15 Чис.23,26 Иов.6,9 Пс.134,6; 142,9; 148,8 Ис.7,7; 13,3; 36,10 Дан.4,32.35 Матф.6,10; 11,26; 12,50; 18,14 Лук.7,30 Ин.6,39.40 Деян.20,27; 21,14; 27,15 Иак.1,18; 4,13-15; 1Пет.3,17; 4,2; 2Пет.3,9; 1Ин.5,4 Рим.1,10; 2,18; 8,29.30; 12,1.2; 1Кор.1,1; 7,10; 15,38 Гал.1,4 Еф.6,6 Кол.4,12; 1Фес.4,3; 5,18; 1Тим.2,4 Евр.10,10