ხალხისთვის ლოცვა

საკვანძო მუხლები:

დაბადება 18 : 25 ; 1მეფეთა 7 : 5 ; 2ნეშტთა 30 : 27 ; ეზეკიელი 22 : 30 ;
3.14.3. ხალხისთვის ლოცვა

დაბ.18,25; 1მფ.7,5; 2ნეშ.30,27 ზირ.36,16 ეზეკ.22,30; რომ.10,1; 2კორ.2,15; 1ტიმ.2,1-4

ბიბლიის მუხლები

დაბადება 18
25 არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.

1მეფეთა 7
5. თქვა სამუელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს.

2ნეშტთა 30
27. წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში. 

ზირაქი 36
16. შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე.

ეზეკიელი 22
30. ვეძებდი კაცს, ზღუდის მშენებელს, რომ დამდგარიყო ნანგრევთან ჩემს წინაშე და ეხსნა ქვეყანა დაღუპვისგან, მაგრამ ვერ მოვნახე.

რომაელთა 10
1. ძმანო, კეთილმოსურნეობა ჩემი გულისა და ჩემი ვედრება ღვთის მიმართ ისრაელის ხსნისათვის არის.

2კორინთელთა 2
15. რადგანაც ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, როგორც ხსნის, ისე დაღუპვის გზაზე დამდგართათვის.

1ტიმოთე 2
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, 
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით, 
3. ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის - ჩვენი მაცხოვრის თვალში,
4. რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.