რაოდენ საჭიროა ქრისტიანები ვიკვლევდეთ ღვთის სიტყვას


საკვანძო მუხლები:

მეორე რჯული 17 : 19 ; ნეემია 8 : 8 ; ფსალმუნები 1 : 2 ; ფსალმუნები 118 : 71 ; იგავნი 1 : 5 ; იგავნი 2 : 1 ; იგავნი 8 : 10 ; ესაია 8 : 20 ; ესაია 34 : 16 ; მათე 13 : 23 ; ლუკა 24 : 44 ; იოანე 1 : 45 ; იოანე 5 : 39 ; იოანე 6 : 45 ; საქმენი მოციქულთა 17 : 11 ; იაკობი 1 : 21 ; 1პეტრე 1 : 10 ; 1პეტრე 2 : 2 ; 2პეტრე 1 : 19 ; რომაელთა 15 : 4 ; 2ტიმოთე 3 : 14 ;
4.12.16 რაოდენ საჭიროა ქრისტიანები ვიკვლევდეთ ღვთის სიტყვას

ბიბლიის შესწავლა იძლევა:
- ღვთის შიშს რჯ.17,19 იგავ.2,1-5
- წარმატებას ფს.1,2.3
- შეიმეცნება, გონებით ხდება ჩაწვდომა ნეემ.8,8 ფს.118,71-73 ეს.34,16 მათ.13,23 რომ.15,4; 2ტიმ.3,14-17
- საფიქრალს ფს.118,97
- აკვალიანებს, ცოდნას ამრავლებს იგავ.1,5; 8,10
- იძლევა შედარების საშუალებას, ლაპარაკობს თუ არა ვინმე ღვთის სიტყვის მიხედვით ეს.8,20
- ფიქსირდება წინასწარმეტყველების აღსრულება ლუკ.24,44 იოან.1,45; 5,39; 1პეტ.1,10-13
- მიჰყავს ქრისტესთან იოან.6,45
- მათზე უფრო აკეთილშობილებს, ვინც ცოტას იკვლევენ ან საერთოდ არც კი კითხულობენ ბიბლიას საქ.17,[11]
- სულების ხსნა შეუძლია იაკ.1,21; 1პეტ.2,2
- ფანტავს სიბნელეს 2პეტ.1,19.20

ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 17
19. ჰქონდეს თავისთან და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში, იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს.

ნეემია 8
8. კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.

ფსალმუნი 1
2. არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ.
3. და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და არ დაჭკნება ფოთოლი მისი. და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნი 118
71. კარგია ჩემთვის, რომ ვეტანჯე, რათა ვისწავლო შენი წესები.
72. უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი.
73. შენმა ხელებმა შემქმნა და გამომსახა; გამჭრიახობა მომეცი, რომ ვისწავლო შენი მცნებანი.
97.როგორ მიყვარს შენი რჯული, მასზე ვფიქრობ მთელი დღე.

იგავნი 1
5. მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და - დაკვალიანდება;

იგავნი 2
1. შვილო, თუ ჩემს სიტყვებს მიიღებ და ჩემს მცნებებს გულში დაიუნჯებ,
2. სიბრძნეს ყურს მიაპყრობ და გონიერებისკენ მიმართავ გულს,
3. თუ საზრიანობას მოუხმობ და გონიერებისთვის აიმაღლებ ხმას,
4. თუ ვერცხლივით მოიძიებ მას და დაფარული განძივით დაუწყებ ძებნას,
5. მაშინ ჩაწვდები უფლის მოშიშებას და ღვთის შემეცნებას მოიპოვებ.

იგავნი 8
10. აიღეთ ჩემი დარიგება და არა ვერცხლი; ცოდნა და არა რჩეული ოქრო.

ესაია 8
20. რჯულსა და მოწმობას მიმართეთ! თუ ამ სიტყვის მიხედვით არ ამბობენ, სინათლე არ არის მათში.

ესაია 34
16. მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, მდედრს მამალი არ მოაკლდება, რადგან მისმა ბაგეებმა ბრძანეს და მისმა სულმა მოუყარა თავი.

მათე 13
23. ხოლო კეთილ ნიადაგზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება; სწორედ მას გამოაქვს ნაყოფი, ზოგს ასი, ზოგს სამოცი და ზოგსაც ოცდაათი”.

ლუკა 24
44. უთხრა მათ: "ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: რომ უნდა აღსრულდეს ყოველივე, რაც მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებსა და ფსალმუნებშია დაწერილი ჩემზე”.

იოანე 1
45. ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: "ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც წერს მოსე რჯულში და აგრეთვე წინასწარმეტყველნი - იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან”.

იოანე 5
39. წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.

იოანე 6
45. წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.

საქმეები 17
11. ესენი უფრო კეთილშობილნი აღმოჩნდნენ, ვიდრე თესალონიკელნი, მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე წერილებს არჩევდნენ, ნამდვილად ასე თუ არისო.

იაკობი 1
21. ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია.

1პეტრე 1
10. ამ ხსნას იძიებდნენ და იკვლევდნენ წინასწარმეტყველნი, თქვენთვის განკუთვნილ მადლზე რომ წინასწარმეტყველებდნენ.
11. იკვლევდნენ, როგორ და რა დროზე მიუთითებდა მათში მყოფი ქრისტეს სული, როცა წინასწარ უმოწმებდა ქრისტეს ტანჯვას და ტანჯვის შემდგომ დიდებას.
12. რომელთაც გამოეცხადათ, რომ მათ კი არა, თქვენ მოგემსახურებოდათ ის, რაც ახლა გეუწყათ მახარებლისგან, ციდან მოვლენილი სულიწმიდის მიერ, და რის ჩაწვდომასაც ნატრობდნენ ანგელოზები.
13. ამიტომ შემოისარტყლეთ თქვენი გონების წელი, იფხიზლეთ და იესო ქრისტეს გამოცხადებით თქვენთვის მოსაცემი მადლის სრული იმედი იქონიეთ.

1პეტრე 2
2. როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.

2პეტრე 1
19. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.
20. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით.

რომაელთა 15
4. რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.

2ტიმოთე 3
14. შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე;
15. რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,
16. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში.
17. რათა მზად იყოს ღვთის კაცი და აღჭურვილი ყოველი კეთილი საქმისთვის.