ბეთსაიდა


საკვანძო მუხლები:

მათე 11 : 21 ; მარკოზი 6 : 45 ; მარკოზი 8 : 22 ; ლუკა 9 : 10 ; ლუკა 10 : 13 ; იოანე 1 : 44 ; იოანე 12 : 21 ;
1.1.95 ბეთსაიდა

თევზსაჭერი ადგილი

- გალილეის ქალაქი მარ.6,45
- ანდრიას, პეტრეს და ფილიპეს სამშობლო იოან.1,44; 12,21
- მოხდა ბრმის განკურნება მარ.8,22.23
- 5000 -ის დაპურება ლუკ.9,10-17
- ქალაქს იესო ამხელს ურწმუნოებაში მათ.11,21 ლიკ.10,13

ბიბლიის მუხლები

მათე 11
21. "ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომლებიც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ჯვალოსა და ნაცარში მოინანიებდნენ.

მარკოზი 6
45. და მყისვე აიძულა მოწაფეები ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე თვითონ ხალხს გაუშვებდა.

მარკოზი 8
22. მივიდნენ ბეთსაიდაში. მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.
23. მან ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე დააფურთხა, ხელები დაადო და ჰკითხა: "ხედავ რამეს?”

ლუკა 9
10. დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს, რაც გააკეთეს. წაიყვანა ისინი და ბეთ-საიდად წოდებულ ქალაქთან ახლოს განმარტოვდა.

ლუკა 10
13. ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რაც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.

იოანე 1
44. ფილიპე ბეთსაიდადან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან.

იოანე 12
21. მივიდნენ ისინი ფილიპესთან, რომელიც გალილეის ბეთსაიდიდან იყო და სთხოვეს: "ბატონო, იესოს ნახვა გვსურს”.