ნათლობის წინარე სახე - წინადაცვეთა


საკვანძო მუხლები:

დაბადება 17 : 10 ; დაბადება 34 : 14 ; გამოსვლა 4 : 24 ; გამოსვლა 12 : 48 ; ლევიანნი 12 : 3 ; იესო ნავეს ძე 5 : 2 ; საქმენი მოციქულთა 7 : 8 ; საქმენი მოციქულთა 16 : 3 ; რომაელთა 4 : 9 ; კოლასელთა 2 : 11 ;
1.10.10. ნათლობის წინარე სახე - წინადაცვეთა

დაბ.17,[10]-14.23.27,, 34,14.15 გამ.4,24-26,, 12,48 ლევ.12,3 იესნ.5,2-9 საქ.7,8,, 16,3 რომ.4,9-11 კოლ.2,11.12 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 17
10. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ, აღთქმა, ჩემსა და თქვენს შორის და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე; წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა.
11. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენს შორის.
12. რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე, სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ-ტომის არ არის.
13. წინადაიცვითოს შენს სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა; იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად.
14. წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა.
23. ადგა აბრაამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ჰყავდა ნაყიდი, ყველა მამაკაცს, აბრაამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას.
27. მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა, დაიცვითეს მასთან ერთად. 

დაბადება 34
14. უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის.
15. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი.

გამოსვლა 4
24. გზაზე, ღამეს რომ ათევდნენ, დაუხვდა მას უფალი და მოკვლა დაუპირა.
25. აიღო ციფორამ კაჟი და ჩუჩა წააჭრა შვილს, ფეხებთან დაუგდო და თქვა: სისხლის სიძე ხარ ჩემი.
26. გაეცალა მას უფალი. მაშინ თქვა ციფორამ: სისხლის სიძე წინდაცვეთით.

გამოსვლა 12
48. თუ ვინმე მდგმურად დაგიდგათ და დააპირა საუფლო პასექის გამზადება, წინდააცვეთინე მის ყოველ მამაკაცს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულოს წესი და ქვეყნის მკვიდრად შეირაცხება იგი. წინადაუცვეთელმა არ უნდა ჭამოს.

ლევიანნი 12
3. მეშვიდე დღეს უნდა წააჭრან ბავშვს ჩუჩა.

იესო ნავეს ძე 5
2. იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინდაცვითე ისრაელიანები.
3. გააკეთა იესომ კაჟის დანები და წინდაცვითა ისრაელიანები გიბყათ-ჰაყარალოთის (წინდაცვეთის გორა) მახლობლად.
4. აი, რის გამო წინდაცვითა ისინი იესომ: ეგვიპტიდან გამოსული მთელი მამროვანი ერი, ყველა, ვისაც ბრძოლა შეეძლო, დაიხოცნენ უდაბნოს გზაზე ეგვიპტიდან გამოსვლისას.
5. წინდაცვეთილი იყო მთელი ხალხი, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდა; მაგრამ ხალხი, რომელიც უდაბნოში, გზაში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, არ იყო წინდაცვეთილი.
6. რადგან ორმოცი წელი დადიოდნენ უდაბნოში ისრაელიანები, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი, ბრძოლის შემძლებელი, რომელთაც არ გაიგონეს უფლის სიტყვა და რომელთაც დაემუქრა უფალი, რომ თვალით არ ანახვებდა იმ ქვეყანას. მათი მამა-პაპისთვის რომ ჰქონდა აღთქმული, ქვეყანას, სადაც რძისა და თაფლის ღვარი დის.
7. მათ ნაცვლად კი მათი შვილები დაადგინა. სწორედ ესენი წინდაცვითა იესომ, რადგან წინდაუცვეთელნი იყვნენ, არ მიუღიათ წინდაცვეთა გზაში.
8. როცა წინდაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.
9. უთხრა უფალმა იესოს: დღეს მოგწმინდეთ ეგვიპტის სირცხვილი. და უწოდა იმ ადგილს სახელად გილგალი და ასე ეწოდება დღემდე.

საქმენი მუციქულთა 7
8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.

საქმენი მოციქულთა 16
3. პავლემ მოისურვა მისი წაყვანა; წაიყვანა და იქაურ იუდეველთა გამო წინადასცვითა მას, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ მამამისი ბერძენი იყო.

რომაელთა 4
9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.
10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.
11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;

კოლასელთა 2
11. მასშივე ხართ წინადაცვეთილნი ხელთუქმნელი წინადაცვეთით: ესაა განძარცვა ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან - ქრისტესეული წინადაცვეთა.
12. მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით და მასთან ერთადვე აღდექით ღმერთის ქმედითი ძალის რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.