რტო, ტოტი, ყლორტი, მორჩი, ლერწი, რქა


საკვანძო მუხლები:

რიცხვნი 13 : 24 ; იობი 15 : 32 ; იგავნი 11 : 28 ; ესაია 11 : 1 ; ეზეკიელი 17 : 4 ; დანიელი 4 : 12 ; დანიელი 11 : 7 ; იოანე 15 : 5 ; რომაელთა 11 : 16 ;
1.1.88 რტო, ტოტი, ყლორტი, მორჩი, ლერწი, რქა

პირდაპირი აზრით:
- ხის, ბუჩქის რიცხ.13,24

გადატანით:
- უბედურ შემთხვევაზე იობ.15,32
- მატერიალურ კეთილდღეობაზე იგავ.11,28
- მეფე იექონიაზე ეზეკ.17,3.4
- ნაბუქოდონოსორის სამეფოზე დან.4,12
- წარმართ მეფეზე დან.11,7
- მესიაზე ეს.11,1
- ქრისტიანებზე იოან.15,5.6
- ისრაელზე რომ.11,16.21

ბიბლიის მუხლები

რიცხვნი 13
24. მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, მოჭრეს იქ რტო, ყურძნის ერთი მტევნით და ორმა კაცმა წაიღო იგი ლატანით; თან გამოაყოლეს ბროწეული და ლეღვი.

იობი 15
32. უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.

იგავნი 11
28. თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.

ესაია 11
1. გამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და რტო მისი ფესვისა ნაყოფს გამოიღებს.

ეზეკიელი 17
3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
4. მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.

დანიელი 4
12. მშვენიერი ფოთლები აქვს, ნაყოფიც უხვად ასხია. მასზე ყველასათვის არის საზრდო, მის ჩრდილქვეშ მინდვრის მხეცები აფარებდნენ თავს. მის ტოტებში ცის ფრინველები ბუდობდნენ და მისგან საზრდოობდა ყოველი ხორციელი.

დანიელი 11
7. მაგრამ მისი ფესვიდან მორჩი ამოვა მის ადგილზე; იგი გაილაშქრებს ჯარის წინააღმდეგ და ჩრდილოეთის მეფის ციხე-სიმაგრეში შეიჭრება. შეებრძოლება და გაიმარჯვებს.

იოანე 15
5. მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
6. ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.

რომაელთა 11
16. თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც.
21. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს.