სარწმუნო, მართებული, სამართლიანი, სწორი, ჭეშმარიტი


საკვანძო მუხლები:

2მეფეთა 23 : 5 ; ნეემია 9 : 38 ; ფსალმუნები 18 : 8 ; ფსალმუნები 110 : 7 ; იგავნი 11 : 18 ; იგავნი 30 : 5 ; ესაია 22 : 23 ; ესაია 32 : 18 ; ლუკა 1 : 4 ; იოანე 6 : 69 ; 2პეტრე 1 : 10 ; რომაელთა 4 : 16 ; 1კორინთელთა 1 : 9 ; 1კორინთელთა 10 : 13 ; 1თესალონიკელთა 5 : 24 ; 2თესალონიკელთა 3 : 3 ; 1ტიმოთე 1 : 15 ; 1ტიმოთე 4 : 9 ; 2ტიმოთე 2 : 11 ; ტიტე 1 : 9 ; ტიტე 3 : 8 ; ებრაელთა 2 : 17 ; ებრაელთა 10 : 23 ; ებრაელთა 11 : 11 ; გამოცხადება 1 : 5 ; დაბადება 24 : 27 ; იოანე 4 : 23 ; იოანე 5 : 32 ; იოანე 8 : 13 ; იოანე 10 : 41 ; იოანე 17 : 3 ; იოანე 21 : 24 ; გამოცხადება 3 : 7 ; გამოცხადება 16 : 7 ; ფსალმუნები 32 : 4 ; ფსალმუნები 77 : 37 ; ფსალმუნები 106 : 7 ; იგავნი 12 : 5 ; იგავნი 21 : 2 ; ესაია 10 : 2 ; იერემია 17 : 11 ; საქმენი მოციქულთა 4 : 19 ; ეფესელთა 6 : 1 ; 2კორინთელთა 13 : 8 ;
=2.1.43 სარწმუნო, მართებული, სამართლიანი, სწორი, ჭეშმარიტი

რასაც შეგვიძლია დავეყრდნოთ

ნათქვამია
- ღმერთზე იოან.17,3
- ქრისტეზე გმცხ.3,7
- დავითის სახლისთვის მიცემულ აღთქმაზე 2მფ.23,5
- ღვთის სიტყვაზე ფს.18,8; 32,4; 110,7 იგავ.30,5 იოან.21,24; 1ტიმ.1,15 ტიტ.1,9; 3,8
- მესიაზე ეს.22,23-25
- მორწმუნეებზე იოან.4,23
- წინასწარმეტყველურ სიტყვაზე 2პეტ.1,19
- აღთქმებზე რომ.4,16
- სამართლიანია მშობლებისადმი პატივისცემა ეფ.6,1
- მტკიცე საფუძველზე 2ტიმ.2,19
- განკითხვაზე გმცხ.16,7

ჭეშმარიტების მტკიცება:
- ადამიანებისთვის საჩვენებლად იოან.5,32
- დამოწმება იოან.8,13-18
- ადამიანებმა დაამოწმეს იოან.10,41
- განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს? საქ.4,19
- ძალა გვაქვს ჭეშმარიტების სასარვებლოდ და არა ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ 2კორ.13,8

სარწმუნოა
- სწორი გზით მატარებელი დაბ.24,27 ფს.106,7
- აღმთქმელი ღმერთი 1კორ.10,13; 2თეს.3,3 ებრ.11,23; 11,11
- ჩვენი მღვდელმთავარი ებრ.2,17
- ჩვენი მოწმე გმცხ.1,5
- მიძღვნა ნეემ.9,38
- მართალთა ფიქრები სამართლისკენაა იგავ.12,5
- რწმენით ცხოვრება ეს.32,18
- ღვთის სიტყვა ლუკ.1,4; 1ტიმ.4,9; 2ტიმ.2,11.13
- რწმენა იოან.6,69
- მოწოდება და რჩეულობა 2პეტ.1,10; 1კორ.1,9; 1თეს.5,24
- მართლობის საზღაური იგავ.11,18

არაა სწორი:
- კაცის უმტკიცო გული ფს.77,37
- ადამიანის ყველა გზა იგავ.21,2
- გაჭირვებულთა ჩაგვრა ეს.10,2
- უმართლო გზით ქონების მომხვეჭელობა იერ.17,11

ბიბლიის მუხლები

დაბადება 24
27. თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.

2მეფეთა 23
5. ჭეშმარიტად, განა ასეთი არ არის ჩემი სახლი უფლის წინაშე? რადგან მან დამიდო საუკუნო აღთქმა, ყოველმხრივ გაწყობილი და დაურღვეველი. განა მისგან არ მოდის ყოველი ჩემი გამარჯვება და ყოველი ჩემი სურვილი?

ნეემია 9
38. ყოველივე ამის გამო, მტკიცე აღთქმას ვდებთ წერილობით, ჩვენი მთავრები, ლევიანნი და მღვდლები კი ბეჭედს უსვამენ”.

ფსალმუნი 18
8. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.

ფსალმუნი 110
7. მის ხელთა საქმენი ჭეშმარიტება და სამართალია, სარწმუნოა ყველა მცნება მისი.

იგავნი 11
18. უკეთური ტყუილ გასამრჯელოს იღებს, სიმართლის მთესველს კი ჭეშმარიტი საზღაური აქვს.

იგავნი 30
5. უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის.

ესაია 22
23. სოლივით ჩავარჭობ მტკიცე ადგილზე და დიდების ტახტად იქნება თავისი მამის სახლისთვის.
24. მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელ დიდებას, შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს თასებიდან ქოთნამდე.
25. იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, შეირყევა მტკიცე ადგილზე ჩასობილი სოლი, გადატყდება და დაეცემა. მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფლის ნათქვამია ეს”.

ესაია 32
18. დასახლდება ჩემი ხალხი მშვიდობის სავანეში, უსაფრთხო სამკვიდრებელსა და უზრუნველ სადგომში.

ლუკა 1
4. რათა შეიცნო იმ მოძღვრების საიმედოობა, რომლითაც განისწავლე.

იოანე 4
23. მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ მამას თაყვანს, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის.

იოანე 5
32. სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.

იოანე 6
69. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.

იოანე 8
13. უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14. მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15. თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16. მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18. მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.

იოანე 10
41. ბევრი მოვიდა მასთან; ამბობდნენ: "იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა ამ კაცზე, ჭეშმარიტი იყო”.

იოანე 17
3. ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს.

იოანე 21
24. ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.

2პეტრე 1
10. ამიტომ, ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ,
19. ახლა ჩვენ გვაქვს უმტკიცესი წინასწარმეტყველური სიტყვა და კარგად მოიქცევით, თუ მიმართავთ მას, როგორც ლამპარს, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი ამოვიდოდეს თქვენს გულებში.

რომაელთა 4
16. ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისთვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა, არა მარტო მათთვის ვინც რჯულისგანაა, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაჰამის მსგავსი რწმენა აქვს, აბრაჰამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამაა.

1კორინთელთა 1
9. სარწმუნოა ღმერთი, რომელმაც გიხმოთ, რათა ეზიაროთ მის ძეს, ჩვენს უფალს იესო ქრისტეს.

1კორინთელთა 10
13. სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.

1თესალონიკელთა 5
24. სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.

2თესალონიკელთა 3
3. მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისაგან.

1ტიმოთე 1
15. სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.

1ტიმოთე 4
9. სარწმუნოა ეს სიტყვა და ღირსი სრული შეწყნარებისა.

2ტიმოთე 2
11. სარწმუნოა სიტყვა: თუ მასთან ერთად მოვკვდით, მასთან ერთადვე ვიცოცხლებთ.
13. რომც არ ვირწმუნოთ, ის მაინც სარწმუნოა, რადგანაც თავის თავს ვერ განუდგება.
19. ღვთის მტკიცე საფუძველი კი ურყევი რჩება და აქვს ეს ბეჭედი: "იცნო უფალმა თავისიანები და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს”.

ტიტე 1
9. სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, თანახმად სწავლებისა, რათა საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და ურჩთა მხილება.

ტიტე 3
8. სარწმუნოა ეს სიტყვა, და მე მინდა, რომ მტკიცედ იდგე ამ აზრზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილ საქმეთა კეთებას, რაც სარგო და სასიკეთოა კაცთათვის.

ებრაელთა 2
17. ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.

ებრაელთა 10
23. მტკიცედ მივსდიოთ აღსარებას სასოებისას, რადგან სარწმუნოა აღმთქმელი.

ებრაელთა 11
11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.

გამოცხადება 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,

გამოცხადება 3
7. "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:

გამოცხადება 16
7. გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: "დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და მართალია შენი განკითხვა”.

2.1.43 Верно, правильно - то, на что можно положится
Быт.24,27; 2цар.23,5 Неем.9,38 Пс.18,8; 32,4; 77,37; 106,7; 110,7 Пр.12,5; 21,2; 30,5 Ис.10,2; 22,23-25; 32,18 Иер.17,11 Лук.1,4 Ин.4,23; 5,32; 6,69; 8,13-18; 10,41; 17,3; 21,24 Деян.4,19; 2Пет.1,10.19 Рим.4,16; 1Кор.1,9; 10,13; 2Кор.13,8 Еф.6,1; 1Фес.5,24; 2Фес.3,3; 1Тим.1,15; 4,9; 2Тим.2,11.13.19 Тит.1,9; 3,8 Евр.2,17; 10,23; 11,11 Отк.1,5; 3,7; 16,7