წინასწარმეტყველება ეძლევა ღვთის სულით მავალ კაცთ მორწმუნეთა განსამტკიცებლად

საკვანძო მუხლები:

დაბადება 15 : 1 ; დაბადება 31 : 10 ; დაბადება 46 : 2 ; დაბადება 19 : 4 ; რიცხვნი 12 : 6 ; მეორე რჯული 18 : 13 ; მეორე რჯული 34 : 10 ; 1მეფეთა 2 : 27 ; 1მეფეთა 3 : 20 ; 1მეფეთა 9 : 6 ; 1მეფეთა 10 : 6 ; 3მეფეთა 3 : 5 ; 3მეფეთა 13 : 5 ; 2ნეშტთა 15 : 1 ; ნეემია 9 : 30 ; იობი 4 : 12 ; იობი 33 : 15 ; იერემია 13 : 13 ; იერემია 23 : 28 ; ეზეკიელი 1 : 1 ; დანიელი 7 : 1 ; დანიელი 8 : 1 ; დანიელი 10 : 8 ; მათე 1 : 20 ; მათე 2 : 5 ; მათე 8 : 17 ; მათე 12 : 17 ; ლუკა 1 : 11 ;
2.11.9. წინასწარმეტყველება ეძლევა ღვთის სულით მავალ კაცთ მორწმუნეთა განსამტკიცებლად

დაბ.15,1,, 31,10.11,, 46,2-4 რიცხ.12,[6].8 რჯ.18,13-18,, 34,10,, 1მფ.2,27,, 3,20,, 9,6,, 10,6.10,, 3მფ.3,5; 13,5; 2ნეშ.15,1.2 ნეემ.9,[30] იობ.4,12-16,, 33,15.16 ზირ.48,8 იერ.13,13; 23,28 ეზ.1,1 დან.7,1,, 8,1-3,, 10,8.16.17 მათ.1,20.22,, 2,5.12.13.15.17.19; 8,17; 12,17 ლუკ.1,11.22 საქ.10,11.17,, 22,17.18; 2პეტ.1,20 ეფ.3,5 

ბიბლიის მუხლები

დაბადება 15
1. ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.

დაბადება 31
10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ. 

დაბადება 46
2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.

რიცხვნი 12
6. თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.

მეორე რჯული 18
13. სრული იყავი უფალთან, შენს ღმერთთან,
14. რადგან ეს ხალხები, რომელთაც შენ განდევნი, გრძნეულებს და ჯადოქრებს უსმენენ, შენთვის კი ამის ნება არ მოუცია უფალს.
15. წინასწარმეტყველს, როგორც მე ვარ, შენი წიაღიდან, შენი მოძმეებიდან, დაგიდგენს უფალი, შენი ღმერთი. მას უსმინე. 
16. როცა შესთხოვე უფალს, შენს ღმერთს, ხორებში, თავშეყრის დღეს: მეტს ნუღარ გავიგონებ უფლის, ჩემი ღმერთის ხმას და ამ დიდ ცეცხლსაც ნუღარ ვიხილავ, რათა არ მოვკვდეო,
17. მითხრა უფალმა: კარგი ქნეს, რომ ეს თქვეს.
18. შენ რომ ხარ, ისეთ წინასწარმეტყველს დავუდგენ მოძმეთა წრიდან, ბაგეზე დავუდებ ჩემს სიტყვებს და ის გამოგიცხადებს ყველაფერს, რასაც მე ვუბრძანებ.

მეორე რჯული 34
10. აღარ გამოჩენილა ისრაელში, წინასწარმეტყველი, მსგავსი მოსესი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი, 

1მეფეთა 2
27. მივიდა ერთი ღვთისკაცი ელისთან და უთხრა: ასე თქვა უფალმა: ხომ გამოვეცხადე მამაშენის სახლს ეგვიპტეში, ფარაონის სახლში ყოფნისას?

1მეფეთა 3
20. შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული.

1მეფეთა 9
6. მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.

1მეფეთა 10
6. ღვთის სული გადმოვა შენზე და მათთან ერთად აქადაგდები, სხვა კაცად გარდაიქმნები.
10. ავიდნენ გორაკზე და, აჰა, მოდის მისკენ ქადაგთა გუნდი. გადმოვიდა მასზე ღვთის სული და ისიც მათთან ერთად გაქადაგდა.

3მეფეთა 3
5. გამოეცხადა გაბაონში უფალი სოლომონს სიზმრად ღამით და უთხრა ღმერთმა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე.

3მეფეთა 13
5. დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით.

2ნეშტთა 15
1. ყაზარია ყოდედის ძეზე ღვთის სული გადმოვიდა.
2. გაეგება იგი ასას და უთხრა: ყური დამიგდეთ, ასა, მთელო იუდავ და ბენიამინო, უფალი თქვენთან არის როცა თქვენ მასთან ხართ. თუ ძებნას დაუწყებთ, იპოვით. თუ თქვენ მიატოვებთ, ისიც მიგატოვებთ.

ნეემია 9
30. მრავალი წელი თავს იკავებდი მათი გულისთვის, შეაგონებდი შენი სულით - წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ; ამიტომაც ჩაყარე ისინი ქვეყანათა ხალხების ხელში. 

იობი 4
12. იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;
13. ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,
14. შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.
16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:

იობი 33
15. სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,
16. მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,

ზირაქი 48
8. შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს;

იერემია 13
13. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს,

იერემია 23
28. წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.

ეზეკიელი 1
1. ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, როცა ტყვეთა შორის ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ხილვები.

დანიელი 7
1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.

დანიელი 8
1. მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.
2. ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.
3. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.

დანიელი 10
8. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.
16. და, აჰა, კაცის ძის მსგავსი შეეხო ჩემს ბაგეს, მე გავხსენი პირი და ავმეტყველდი; ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: ჩემო ბატონო, გამტანჯა ამ სანახავმა და ძალა გამომეცალა.
17. როგორ შეუძლია ამ ბატონის მონა-მორჩილს ელაპარკოს ამ ბატონს? რადგან აღარც ძალა შემრჩა და აღარც სული მიდგას.

მათე 1
20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის. 
22. ხოლო ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულდეს სიტყვა უფლისა, წინასწარმეტყველის მიერ თქმული: 

მათე 2
5. ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
12. და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
15. და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
17. მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
19. ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,

მათე 8
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: მან თავს იდო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნებანი.

მათე 12
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:

ლუკა 1
11. მაშინ მოევლინა მას უფლის ანგელოზი, სასაკმევლე საკურთხევლის მარჯვნივ მდგომარე.
22. და როდესაც გამოვიდა, ვერ შესძლო ხმა გაეცა მათთვის. მიხვდნენ, რომ ხილვა ეხილა ტაძარში. მხოლოდ ანიშნა მათ და დარჩა უხმოდ.

საქმენი მოციქულთა 10
11 და იხილა გახსნილი ცა და გარდმომავალი რაღაც ჭურჭელი, დიდი ტილოს მსგავსი, რომელიც ოთხი კიდით ეშვებოდა მიწაზე.
17 როცა გულში ფიქრობდა პეტრე, თუ რა იყო ეს ჩვენება, რომელიც მან იხილა, აჰა, კორნელიოსის გამოგზავნილი კაცები კითხულობდნენ სიმონის სახლს და ჭიშკართან იდგნენ.

საქმენი მოციქულთა 22
17. ხოლო იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ ტაძარში ვლოცულობდი და ექსტაზში ჩავვარდი.
18. ვიხილე უფალი, რომელმაც მითხრა: სასწრაფოდ გაეცალე იერუსალიმს, რადგანაც არ მიიღებენ შენს მოწმობას ჩემს შესახებ.

2პეტრე 1
20. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არცერთი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება.

ეფესელთა 3
5. რომელიც არ გამოცხადებია ადამის ძეთა სხვა თაობებს, როგორც ამჟამად გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველთ;

__თემაზე წერდნენ__
*** 
როგორც კი დაფარული ბიბლიური ჭეშმარიტებანი იხილავენ დღის სინათლეს, იწყება ბრძოლა მის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ღვთის სიმართლე იმარჯვებს ადამიანის და ღვთის მტერზე და ჭეშმარიტება იქცევა ქრისტეს სხეულის, მორწმუნეთა მონაპოვრად.
 __ულფ ეკმანი__