შიში - რას იტყვიან სხვები


საკვანძო მუხლები:

მარკოზი 4 : 21 ; ლუკა 8 : 16 ; იოანე 3 : 2 ; იოანე 7 : 13 ; იოანე 9 : 22 ; იოანე 12 : 42 ; იოანე 19 : 38 ; 1იოანე 4 : 18 ; რომაელთა 8 : 15 ;
1.9.47 შიში - რას იტყვიან სხვები

მარ.4,21 ლუკ.8,16 იოან.3,1.2; 7,13; 9,20-23; 12,42; 19,38.39; 1იოან.4,18 რომ.8,15

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 4
21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.

ლუკა 8
16. არავინ ანთებს სანთელს იმისთვის, რომ საწყაოს თუ საწოლის ქვეშ დადგას, არამედ სასანთლეზე დგამს, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს,

იოანე 3
1. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: "რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღვთისგან მოსული მოძღვარი ხარ, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორსაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის”.

იოანე 7
13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.

იოანე 9
20. მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
21. მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
22. ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
23. ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.

იოანე 12
42. ასევე მთავართაგანაც მრავალმა იწამა იგი, მაგრამ ფარისეველთა გამო ვეღარ აღიარეს, სინაგოგიდან მოკვეთის შიშით.

იოანე 19
38. ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
39. მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.

1იოანე 4
18. სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.

რომაელთა 8
15. ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!”