თერახი (თარა, ფარრა)

საკვანძო მუხლები:

დაბადება 11 : 27 ; დაბადება 11 : 28 ; 1ნეშტთა 1 : 26 ; ლუკა 3 : 34 ; დაბადება 11 : 32 ;
1.8.100 თერახი (თარა, ფარრა)

- ნახორის ძე დაბ.11,24.25; 1ნეშ.1,26
- აბრამის, ნახორის და ჰარანის მამა დაბ.11,26.27
- მის სიცოცხლეში მოკვდა ჰარანი დაბ.11,28
- იცოცხლა 205 წელი დაბ.11,32
- ქრისტეს წინაპარი ლუკ.3,34

ბიბლიის მუხლები

დაბადება 11
24. ოცდაცხრა წლისა იყო ნახორი, როცა შვა თერახი.
25. იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
26. სამოცდაათი წლისა იყო თერახი, როცა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი.
27. ეს არის თერახის მოდგმა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი.
28. მოკვდა ჰარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეში თავის სამშობლო ქვეყნად, ქალდეველთა ურში.
31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.
32. თერახის სიცოცხლის ხანი იყო ორას ხუთი წელი და მოკვდა თერახი ხარანაში.

1ნეშტთა 1
26. სერუგი, ნახორი, თარახი

ლუკა 3
34. იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნახორისა