ყებერი (ებერი)


საკვანძო მუხლები:

დაბადება 10 : 21 ; დაბადება 11 : 17 ; რიცხვნი 24 : 24 ; 1ნეშტთა 1 : 18 ; 1ნეშტთა 5 : 13 ; 1ნეშტთა 8 : 12 ; ნეემია 12 : 20 ; ლუკა 3 : 35 ;
1.8.95 ყებერი (ებერი)

1) სემის შთამომავალი დაბ.10,21
- შელახის ძე დაბ.10,24; 11,14.15; 1ნეშ.1,18
- მისი შთამომავლები დაბ.10,25; 11,17; 1ნეშ.1,19.25
- მისი არააბრაამისეული შთამომავლები რიცხ.24,24
- ქრისტეს წინაპარი ლუკ.3,35

2) ყებერი (ებერი, ყებედი) ერქვა გადის ერთერთ შთამომავალს 1ნეშ.5,13

3) ერქვა ორ ბენიამინელს 1ნეშ.8,12.22

4) ერქვა იერუსალიმში ამოსულ ერთერთ მღვდელს ნეემ.12,20

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10
21. სემს, იაფეთის უფროს ძმასაც, შეეძინა შვილები. სემი იყო ყებერის მთელი შთამომავლობის მამა.
24. არფაქშადს შეეძინა შელახი, შელახს - ყებერი.
25. ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.

დაბადება 11
14. ოცდაათი წლის იყო შელახი, როცა ყებერი შეეძინა.
15.იცოცხლა შელახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
17. იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.

რიცხვნი 24
24. გემები გამოვლენ ქითიმიდან და დაიმორჩილებენ აშურს, დაიმორჩილებენ ყებერს, მაგრამ თავადაც დაიღუპებიან”.

1ნეშტთა 1
18. არფაქშადმა შვა შელახი, შელახმა შვა ყებერი.
19. ორი ძე შეეძინა ყებერს: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
25. ყებერი, ფელეგი, რეღუ,

1ნეშტთა 5
13. მათი ძმები, თავ-თავისი მამების სახლეულებით: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაქყანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.

1ნეშტთა 8
12. ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი და შამედი, რომელმაც ააშენა ონო და ლოდი თავისი დასახლებებით.
22. იშფანი, ყებერი და ელიელი,

ნეემია 12
20. სალაისთან - კალაი, ყამოკთან - ყებერი,

ლუკა 3
35. სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ებერისა, შელახისა

__თემაზე წერდნენ__
***
შალახმა შვა ყებერი. – ყებერი გახდა სწორედ ებრაელი ხალხის მამამთავარი. თვით ეს სახელი აღნიშნავს მდინარის გაღმა გასულ კაცს, ალბათ ევფრატი იგულისხმება (სიტყვა ירבך, ibri, ებრაელი (დაბ.14:13).
__ ლოპუხინი __

***
რიცხ.24,24 აქ ებერში უნდა იგულისხმებოდეს პატრიარქის არაიუდეური წარმოშობის შთამომავლები.
__ მაკდონალდის კომენტარები __