წინასწარმეტყველება სულითა და ჭეშმარიტებით ყველგან თაყვანისცემისა

საკვანძო მუხლები:

დაბადება 12 : 7 ; დაბადება 33 : 20 ; 4მეფეთა 17 : 29 ; 1ნეშტთა 21 : 26 ; 2ნეშტთა 7 : 12 ; ფსალმუნები 77 : 68 ; ფსალმუნები 86 : 1 ; ფსალმუნები 131 : 13 ; მალაქია 1 : 11 ;
3.5.1. წინასწარმეტყველება სულითა და ჭეშმარიტებით ყველგან თაყვანისცემისა

მალ.1,11 მათ.18,20 ეფ.2,17.18; 1ტიმ.2,8

- ყოველ საცხოვრებელ ადგილზე დაბ.12,7,, 33,20 1ნეშ.21,26,, 2ნეშ.7,12

-და არა მხოლოდ რომელიმე წმიდა ადგილიდან ლუკ.21,5.6.24 ინ.4,20-23 საქ.6,14

- ღმერთი ირჩევს წმიდა ადგილს ფს.77,68,, 86,1.2,, 131,13

- თავიანთ სახლებში კერპებსაც სცემენ თაყვანს და ღმერთსაც 4მფ.17,29.33

ბიბლიის მუხლები 

დაბადება 12
7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.

დაბადება 33
20. აღმართა იქ სამსხვერპლო და უწოდა მას: ელი, ღმერთი ისრაელისა.

4მეფეთა 17
29. თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
33. უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.

1ნეშტთა 21
26 იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. 

2ნეშტთა 7
12. ღამით გამოეცხადა უფალი სოლომონს და უთხრა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირავ სახლად.

ფსალმუნი 77
68. ამოირჩია ტომი იუდასი, მთა სიონისა, რომელიც უყვარდა.
69. მოაწყო ცასავით ტაძარი თვისი, დედამიწასავით სამუდამოდ დააფუძნა.

ფსალმუნი 86
1. კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
2. უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.

ფსალმუნი 131
13. რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.

მალაქია 1
11. რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათე 18
20. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის

ლუკა 21
5. როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:
6. მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
24. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.

იოანე 4
20. ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია ადგილი, სადაც გვმართებს თაყვანისცემა.
21. ხოლო იესომ მიუგო: მერწმუნე, ქალო, რომ მოვა დრო, როცა არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22. თქვენ არ იცით, რას ეთაყვანებით, ხოლო ჩვენ ვიცით, რასაც ვცემთ თაყვანს, ვინაიდან ხსნა იუდეველთაგან არის.

საქმე 6
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.

ეფესელთა 2
17. მოვიდა და მშვიდობა გახარათ ყველას - შორებელთაც და ახლობელთაც.
18. რადგანაც მისი მეოხებით ორივენი ერთი სულით მივეახლებით მამას.

1ტიმოთე 2
8. ამიტომ ჩემი სურვილია, ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ თავიანთ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.