იოკტანი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 10 : 26 ; დაბადება 10 : 27 ; დაბადება 10 : 28 ; დაბადება 10 : 29 ; დაბადება 10 : 30 ; 1ნეშტთა 1 : 20 ;
1.2.87 იოკტანი

ყებერის ძე დაბ.10,25; 1ნეშ.1,19
- იოკტანის ძენი დაბ.10,26-29; 1ნეშ.1,20-23
- შთამომავლების საბინადრო დაბ.10,30

ბიბლიის მუხლები

დაბადება 10
25. ყებერმა შვა ორი ძე: ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო დედამიწა, მის ძმას ერქვა იოკტანი.
26. იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი.
27. ჰადორამი, უზალი და დიკლა,
28. ყობალი, აბიმაელი და შება,
29. ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველა იოკტანის ძენი იყვნენ.
30 მათი დასახლება მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე ვრცელდებოდა.

1ნეშტთა 1
19. ორი ძე შეეძინა ყებერს: ერთის სახელი იყო ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა, მისი ძმის სახელი იყო იოკტანი.
20. იოკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი, იარახი,
21. ჰადორამი, უზალი, დიკლა,
22. ღებალი, აბიმაელი, შება,
23. ოფირი, ხავილა, იობაბი - ყველა ესენი იოკტანის ძენი არიან.

__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.10,29 იოკტანი ითვლება სამხრეთელი არაბების წინაპრად.
__ ჟენევის ბიბლიის კომენტარი __

***
დაბ.10,25-29 იოკტანი იყო არაბეთის ნახევარკუნძულის მომთაბარე ტომების მამამთავარი. როგორც ჩანს ეს იყო ამ ადგილების განმეორებითი დასახლება, მისმა შთამომავლებმა შეავიწროვეს ქამიტები და ისინი გადასახლდნენ აფრიკაში.
აქ მოცემულია მთავარი არაბული ტომების ჩამონათვალი, რომელთა უმრავლესობა შეიძლება მიახლოებით ამოვიცნოთ.
ალმოდადი იემენს უნდა ნიშნავდეს;
შალეფი - სამხრეთ არაბეთის სალაფინ პტოლომეიას;
ხაცარმავეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ ხადრამუტს;
იერახი დღემდე არსებულ არაბულ ტომს ბნე-გილალ «მთვარის შვილები».
ჰადორამი მიუთითებს სპარსეთის ყურესთან ბინადრობაზე.
უზალი უნდა იყოს თანამედროვე ქალაქი სანა იემენში, ძველად ერქვა აუზურა, სადაც იწარმოებოდა აზურული ნელსაცხებელი.
დიკლა სიტყვიდან "დიკალ" "პალმა" არის ნაწარმოები, აქედან "ბედნიერი არაბეთი", როგორც მისი შობის ადგილი.
შება-სემიტები უნდა განვასხვავოთ შება-ქამიტებისგან (დაბ.10:7); ეს იყო ვაჭარი ხალხი ზღვისპირა არაბეთში და მათი დედაქალაქი იყო მარიბუ.
ოფირი ნუ შეგვეშლება ინდოეთში, რომელსაც ძველად ასე უწოდებდნენ. სავარაუდოა, რომ აქ იგულისხმებოდეს არაბეთის რომელიმე სამხრეთი ნავსადგური, რომელიც ინდოეთთან ვაჭრობდა (მაგალ. ადენი).
ხავილა უნდა ნიშნავდეს იემენის ჩრდოლოეთ ნაწილს.
იობაბი არაბულად ნიშნავს უდაბნოს და შესაძლებელია მიუთითებდეს იმედზე.
__ ლოპუხინი __

***
დაბ.10:26-29 ხალხთა ნუსხა უცებ გადადის ფალეგის ძმის იოკტანის შთამომავლებზე, რომლებიც სახლობენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ისრაელიანებს უნდა სცოდნოდათ თავიანთი ძველი ნათესაური კავშირები უდაბნოში მცხოვრებ იოკტანიტებთან.
__ დალასის სემინარიის კომენტარები __

***
არაბების ნაწილი, უდაბნოში მცხოვრებნი, თავს თვლიან აბრაამის ძის ისმაელის შთამომავლებად, აგარიანებად იწოდებიან, მეორე ნაწილი, არაბეთის ნახევარკუნძულის უფრო ნაყოფიერი ადგილების, მაგალ. იემენის მცხოვრებნი - ბიბლიური იოკტანის შთამომავლებად.
__ ტიხომიროვი __