მეცნიერულ აღმოჩენებზე ბევრად ადრე დაიწერა ბიბლიაში


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 7 ; იობი 26 : 7 ; იობი 28 : 5 ; იობი 36 : 27 ; ფსალმუნები 8 : 8 ; ფსალმუნები 103 : 6 ; ეკლესიასტე 1 : 5 ; ესაია 40 : 22 ; იერემია 8 : 7 ; ებრაელთა 11 : 3 ;
1.1.67. მეცნიერულ აღმოჩენებზე ბევრად ადრე დაიწერა ბიბლიაში

ბიბლია არ წარმოადგენს მეცნიერულ ცნობარს, არ არის სამეცნიერო ალმანახი, მაგრამ მასში წამოჭრილია ბევრი მეცნიერული საკითხი, იძლევა ინფორმაციას მათ შესახებ და არ ეწინააღმდეგება თანამეცროვე მეცნიერულ თვალსაზრისებს. ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ჩაწერეს ადამიანებმა, რომელთაც არ გააჩნდათ არანაირი მეცნიერული წინამძღვრები და რომ ისინი წერდნენ ზეციური კარნახით. (2ტიმ.3:16) ეს მიუთითებს იმასაც, რომ ღმერთმა იზრუნა მის მორწმუნე ადამიანებზე ჰქონოდათ სწორი წარმოდგენა სამყაროს შესახებ, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ.

დაბ.1:7 დაიწერა მიახლ. 1513 წ. ჩვ.წ.ა.მდე - ატმოსფერო შედგება ნივთიერებებისგან და არ არის უსასრულო
- ფაქტი დაამტკიცეს პ. ლაპლასმა და ა. სეკიმ მე-17, მე-18 ს. 
- გამოდის, 32 ს. კაცობრიობამ არ იცოდა ამის შესახებ.

დაბ.1,16 მტკიცება, რომ მზე ზომით დიდია მთვარესთან შედარებით
- პირველმა გააკეთა დაკვირვება არისტარქე სამოსელმა III ს. ჩვ.წ.ა.მდე.
- გამოდის, რომ ბიბლია 12 ს-ით უსწრებს ამის აღიარებას.

იობ.26:7 მიახლ. 1473 წ. ჩვ.წ.ა.მდე - დედამიწას არ გააჩნია საყრდენები სივრცეში; მის გარშემო უფსკრულია
- ერთერთი პირველი ვარაუდი, რომ დედამიწა მდებარეობს სივრცეში, გაკეთებულია IV-III ს. ჩვ.წ.ა.მდე. მაგალ., არისტარქე სამოსელი ცდილობდა განესაზღვრა მანძილი დედამიწასა და მზეს შორის.
- პლანეტებს შორის მანძილის ცოდნის დადგენა ვითარდებოდა ჯ. ბრუნოს და გ. გალილეის მიერ XVI-XVII ს., მაგრამ ფაქტი დაამტკიცა ი. ნიუტონმა 1687 წ.
- ბიბლიამ აღმოჩენას წინ გაუსწრო მინიმიმ 11 საუკუნით

იობ.28:5 მიახლ. 1473 წ. ჩვ.წ.ა.მდე - დედამიწა შიგნიდან გავარვარებილია «ცეცხლისგან არის სახეცვლილი»
- პირველი ვარაუდი დედამიწის გულის არსებობის შესახებ გამოითქვა ე. ვიხერტის მიერ 1896 წ. ხოლო 1906 წ. რ. ოლდხემმა გააკეთა პირველი მტკიცებულება მის შესახებ.
- ბიბლია წინ უსწრებს მინიმუმ 34 ს.ით.

იობ.28,25 ჰაერის წონის შესახებ
- პირველმა დაამტკიცა გ. გალილეიმ XVI-XVII ს. თავის გამოკვლევებში იგი ითვალისეინებდა არისტოტელეს დაკვირვებებს (IV ს. ჩვ.წ.ა.მდე).
- ბიბლიამ გალილეოს გაუსწრო 31 ს-ით.

იობ.36:27.28 მიახლ. 1473 წ. ჩვ.წ.ა.მდე - ღრუბლები შეიცავენ წყალს და წარმოიქმნებიან აორთქლებით

ფს.8:8 მიახლ.460 წ. ჩვ.წ.ა.მდე - "ზღვის გზანი" (ბილიკები).
- ოკეანოლოგმა მ. მორიმ აღმოაჩინა დიდი დინებები, რითაც ხომალდებს გაუადვილა გზა

ფს.103:6 მიახლ.460 წ. ჩვ.წ.ა.მდე - ზღვის ფსკერი არ არის სწორი (ზღვები დგას მთებზე)

ეკლ.1:5–7 მიახლ. 1000 წ. ჩვ.წ.ა.მდე - დღეღამის, ქარის, წყლის მიმოქცევის ციკლურობა.
- წყლის ბუნებაში ბრუნვის პირველი განსაზღვრება ეკუთვნის არისტოტელეს IV ს. ჩვ.წ.ა.მდე.
- თანამერდროვე განსაზღვრებასთან უფრო მიახლოებული 
პირველი აღწერილობა მოცემულია ლეონარდო და ვინჩის შრომებში (1452—1519 წ.).
- ბუნებაში წყლის ბრუნვის ფაქტი დამოწმებულია ე. ჰალეის მიერ1687 წ. ჩვ.წ.აღ.ით
- ამგვარად, ბიბლიამ გაუსწრო ფილოსოფიას და მრცნიერებას მინიმუმ 6 ს-ით

ეკლ.1,6 ქარი წრიულად მოძრაობს, აღმოაჩინა ბ. ფრანკლინმა მე17 ს-ში, ეს თანამგზავრიდან მიღებულ გამოსახულებებიდანაც კარგად ჩანს

ეს.40:22 მიახლ. 732 წ. ჩვ.წ.ა.მდე - დედამიწა მრგვალია (სფეროა); აკრავს ატმოსფეროს თხელი ფენა, რომლის ქვემოთაც შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა.
- ფაქტი დამოწმებულია არისტოტელეს მიერ მე-4 ს. ჩვ.წ.ა.მდე
- დედამიწა მრგვალი ფორმით წარმოედგინათ ფილოსოფოსებს თალეს მილეტელს და პითაგორა სამოსელს VI ს. ჩვ.წ.ა.მდე.
- ასე რომ ბიბლიამ მინიმუმ 2 ს-ით გაუსწრო ფილოსოფოსებისგან ამის აღიარებას.

იერ.8:7 მიახლ. 580 წ. ჩვ.წ.ა.მდე - ფრინველების სეზონური მიგრაცია

ებრ.11,3 მიახლ. 61 წ. ჩვ.წ.ა.ით - მატერია შექმნილია ენერგიისგან
- მატერიის და ენერგიის კავშირები აღმოაჩინეს ჯ. ტომსონმა 1881 წ. და ა. აინშტაინმა 1905 წ.

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
16. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.

იობი 26
7. განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

იობი 28
5. (მცხეთური ხელნაწერი)
ქუეყანისაგან გამოვიდეს პური, ქუეშე მისსა იქცევის, ვითარცა ცეცხლი.
5. მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;
25. (მცხეთური ხელნაწერი)
რავდენი ქმნა ქუეყანასა ზედა ქართა სასწორი და წყალთა საწყევო,
25. როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,

იობი 36
27. შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;
28. რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;

ფსალმუნი 8
8. ცათა ფრინველი და ზღვის თევზი, წყლის ბილიკებით რომ მოძრაობენ.

ფსალმუნი 103
6. უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები;

ეკლესიასტე 1
5. აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება.
6. სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს, მიჰქრის ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.
7. ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან.

ესაია 40 (მცხეთური ხელნაწერი)
22. რომელსა უპყრიეს სიმრგულე ქუეყანისანი და დამკჳდრებულნი მას ზედა, ვითარცა მკალნი, რომელმან დაადგინა, ვითარცა კამარა, ცაჲ და გადაართხნა, ვითარცა კარავი დამკჳდრებად,
22. (თარგმანი 2015)
ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.

იერემია 8
7. ყარყატმაც კი იცის ცაში თავისი დრო; გვრიტი, მერცხალი და წერო იცავენ თავიანთი მოფრენის ჟამს: ჩემმა ხალხმა კი არ იცის უფლის ნება.

ებრაელთა 11
3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.