ქანაანი (აღთქმული ქვეყანა)


საკვანძო მუხლები:

დაბადება 9 : 22 ; დაბადება 10 : 15 ; დაბადება 10 : 16 ; დაბადება 10 : 17 ; დაბადება 10 : 18 ; დაბადება 10 : 19 ; დაბადება 11 : 31 ; დაბადება 12 : 7 ; დაბადება 15 : 7 ; დაბადება 26 : 2 ; დაბადება 28 : 13 ; დაბადება 40 : 15 ; გამოსვლა 3 : 8 ; რიცხვნი 13 : 2 ; რიცხვნი 14 : 23 ; მეორე რჯული 7 : 1 ; იესო ნავეს ძე 23 : 5 ; მსაჯულნი 1 : 27 ; 1მეფეთა 13 : 19 ; ესაია 8 : 8 ; ესაია 19 : 18 ; ესაია 62 : 4 ; დანიელი 8 : 9 ; ოსია 9 : 3 ; ზაქარია 2 : 12 ; საქმენი მოციქულთა 10 : 39 ; ებრაელთა 11 : 9 ; დაბადება 17 : 8 ; დაბადება 28 : 8 ; დაბადება 35 : 6 ; დაბადება 42 : 13 ; ლევიანნი 25 : 15 ; რიცხვნი 18 : 20 ; რიცხვნი 26 : 52 ; რიცხვნი 27 : 4 ; მეორე რჯული 1 : 35 ; მეორე რჯული 5 : 16 ; მეორე რჯული 28 : 63 ; რუთი 4 : 3 ; ნეემია 5 : 3 ; ეზეკიელი 16 : 3 ; მათე 21 : 33 ; გამოსვლა 12 : 25 ; გამოსვლა 13 : 11 ; გამოსვლა 23 : 31 ;
1.2.85 ქანაანი (აღთქმული ქვეყანა)

kĕnaʿan, არაბულად کنعان‎,
‏כְּנַעַן‏‎ ივრითულად

1. ქამის ძე დაბ.10,6
- დასწყევლა ნოემ დაბ.9,22,25-27
- შთამომავლები დაბ.10,15-18

2. ქანაანის ქვეყანა:
მის შესახებ ნათქვამია:
- საზღვრები დაბ.10,19 გამ.23,31
- ნაყოფიერი გამ.3,8.17
- შვიდი ხალხიდან ერთერთი რჯ.7,1
- ენა ეს.19,18
- მათთან ქორწინებით შერევას ერიდებოდნენ ებრაელები დაბ.28,8

ღვთის აღთქმა მის შესახებ მიეცა:
- აბრაამს დაბ.12,7; 17,8
- ისააკს დაბ.26,2
- იაკობს დაბ.28,13; 35,6
- ისრაელს გამ.3,8; 12,25; 13,11

აღთქმული ქვეყნის დამკვიდრება:
- ნაუწყებია დაბ.15,7-21
- ღმერთის ნებით გამ.23,24
- ანგელოზის წინამძღოლობით გამ.23,20
- კრაზანების დახმარებით გამ.23,28
- თანდათანობით გამ.23,29.30
- დამოწმებულია მზვერავების მიერ რიცხ.13,2-39
- გადადებულია ურწმუნოების გამო რიცხ.14,23-35
- ზოგიერთი ვერ იხილავს რჯ.1,35-40
- მხოლოდ მორჩილნი დაიმკვიდრებენ რჯ.5,16
- ცოდვა არ დაუშვებს მის დამკვიდრებას რჯ.28,63
- აღსრულებულია უფლის მიერ იესნ.23,5-16
- დასრულებულია ნაწილობრივ მსაჯ.1,27-36

კანონები აღთქმული ქვეყნის შესახებ:
- მიწა ეკუთვნის 12 ტომს რიცხ.26,52-55
- მღვდლები წილის გარეშე არიან რიცხ.18,20.24
- ქალების უფლება სამკვიდროზე რიცხ.27,4-11
- გაყიდვა და გამოსყიდვა ლევ.25,15-33
- სამფლობელოს გადაცემა რუთ.4,3-8
- ყიდვა-გაყიდვის მოწმობა რუთ.4,9-11
- ვალებისგან განთავისუფლება ნეემ.5,3-13
- იჯარით გადაცემა მათ.21,33-41
- მიწის დასვენება საიუბილეო წლებში გამ.23,11

ქანაანის სხვადასხვა სახელწოდებები:
- ქანაანი დაბ.11,31
- აღთქმული ქვეყანა დაბ.12,5-7 ებრ.11,9
- ებრაელთა ქვეყანა დაბ.40,15; 42,13
- ისრაელი 1მფ.13,19
- ემანუელის ქვეყანა ეს.8,8
- "გათხოვილი” ეს.62,4
- ქანაანის ქვეყანა ეზეკ.16,3
- მშვენიერი დან.8,9
- უფლის ქვეყანა ოს.9,3
- წმიდა მიწა ზაქ.2,12
- იუდეველთა ქვეყანა საქ.10,39

ბიბლიის მუხლები

დაბადება 9
22. დაინახა ქამმა, ქანაანის მამამთავარმა, მამის სიშიშვლე და შეატყობინა გარეთ თავის ორ ძმას.
25. თქვა: წყეულიმც იყოს ქანაანი! თავისი ძმების მორჩილთა მორჩილი იყოს!
26. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა! მორჩილად გაუხდეს მას ქანაანი!
27. განუფართოს ღმერთმა იაფეთს, სემის კარვებში დაემკვიდროს! დაემორჩილოს მას ქანაანი!

დაბადება 10
6. ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
15. ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი,
16. იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები,
17. ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი,
18. არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
19. ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.

დაბადება 11
31. მოჰკიდა ხელი თერახმა თავის ძეს აბრამს, თავის შვილიშვილს ლოტს, ჰარანის ძეს, თავის რძალს სარაის, თავისი ძის აბრამის ცოლს და გავიდნენ ერთად ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში წასასვლელად. მიადგნენ ხარანს და იქ დამკვიდრდნენ.

დაბადება 12
5. თან წაიტანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც კი მოხვეჭილი ჰქონდათ, და ყოველი ყრმა, ვინც კი ხარანში შეიძინეს. დაადგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6. გადაჭრა აბრამმა მთელი ის ქვეყანა შექემამდე, მამრეს მუხამდე; ქანაანელნი მკვიდრობდნენ იმხანად ქვეყანაში.
7. გამოეცხადა უფალი აბრამს. და უთხრა: შენი მოდგმისთვის მიმიცია ეს ქვეყანა. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს, რიამელიც გამოეცხადა მას.

დაბადება 15
7. უთხრა: მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანე ქალდეველთა ურიდან, რომ დასამკვიდრებლად მოგცე ეს ქვეყანა.

დაბადება 17
8. მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას - ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.

დაბადება 28
8. დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.

დაბადება 35
6. და მივიდა იაკობი მთელ თავის ხალხთან ერთად ლუზში, იგივე ბეთელში, რომელიც ქანაანის ქვეყანაში იყო.

დაბადება 40
15. რადგან ებრაელთა ქვეყნიდან მომიპარეს და აქაც ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დილეგში ვიჯდე”.

დაბადება 42
13. უთხრეს: "თორმეტი ძმანი ვართ შენი მსახურნი; ერთი კაცის ძენი, ქანაანის ქვეყნიდან; უმცროსი მამასთან დარჩა, ერთი კი აღარ გვყავს”.


გამოსვლა 3
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.

გამოსვლა 12
25. და როცა მიხვალთ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემთ უფალი, როგორც მან ილაპარაკა, იქაც დაიცავთ ამ მსახურებას.

რიცხვნი 13
2. გაგზავნე კაცები, რომ დაზვერონ ქანაანის ქვეყანა, რომელიც მივეცი ისრაელიანებს; მამათა შტოდან თითო კაცი გაგზავნეთ, ყველა თავკაცი იყოს მათში.

რიცხვნი 14
23. ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.

მეორე რჯული 7
1. როცა მიგიყვანს უფალი, შენი ღმერთი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ და მოგაშორებს მრავალრიცხოვან ხალხებს - ხეთელებს, გირგაშელებს, ამორეველებს, ქანაანელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსელებს - შვიდ ხალხს, შენზე მრავალრიცხოვანს და ძლიერს,

იესო ნავეს ძე 23
5. თავად უფალი, თქვენი ღმერთი აყრის მათ თქვენგან და განდევნის, რათა დაიმკვიდროთ მათი ქვეყანა, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის უფალს, თქვენს ღმერთს.

მსაჯულთა 1
27. მენაშემ ვერ აჰყარა ბეთ-შეანი თავისი სოფლებითურთ, ვერც თაყანაქი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც დორი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც იბლეყამი თავისი სოფლებითა და მცხოვრებლებითურთ, ვერც მეგიდო თავისი სოფლებითურთ. დარჩნენ და ცხოვრობდნენ ქანაანელები ამ მიწაზე.

ესაია 8
8. შეაღწევს იუდაში, დატბორავს და ანიაღვრდება, კისრამდე ასწვდება; ფრთებს გაშლის და აავსებს შენი ქვეყნის მთა-ბარს, ემანუელ!

ესაია 19
18. იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.

1.2.85 Ханаан (Обетованная земля)
Быт.9,22.25-27; 10,6.15-19; 11,31; 12,5-7; 15,7-21; 17,8; 26,2; 28,8.13; 35,6; 40,15; 42,13 Исх.3,8.17; 12,25; 13,11; 23,11.20.24.28-31 Лев.25,15-33 Чис.13,2-39; 14,23-35; 18,20.24; 26,52-55; 27,4-11 Вт.1,35-40; 5,16; 7,1; 28,63 Иисн.23,5-16 Суд.1,27-36 Руф.4,3-11; 1цар.13,19 Неем.5,3-13 Ис.8,8; 19,18; 62,4 Иез.16,3 Дан.8,9 Ос.9,3 Зах.2,12 Матф.21,33-41 Деян.10,39 Евр.11,9